მას მერე, რაც გასულ წელს პოლონეთის ხუთმა პროვინციამ თავი ანტი-ლგბტ ზონად გამოაცხადა, ევროკავშირი მთავრობას $150-მილიონიანი დახმარების შეწყვეტით ემუქრება.
მედიის ცნობით, ევროკომისიამ გასულ კვირას ოფიციალური წერილი გაუგზავნა პროვინციების გუბერნატორებს და გააფრთხილა, რომ თუ მიღებული რეზოლუციები ანტი-ლგბტ ზონების შესახებ არ გაუქმდება, დახმარებას ვერ მიიღებენ.
აღნიშნული თანხა კოვიდ-19-ის პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენას უნდა მოხმარდეს. ამ მიზნით პოლონეთისთვის გამოყოფილი თანხა 1.5 მილიარდ ევროზე მეტია.
მანამდე ევროკავშირმა ევროსასამართლოს მიმართა პოლონეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ და თქვა, რომ ის გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ლგბტქ ადამიანების უფლებების დასაცავად.