12 ქვიარ ათლეტი, რომელიც 2021-ში დაქამინგაუთდა

გაგაცნობთ 12 სპორტსმენს, რომლებმიც 2021 წელს საჯაროდ ალაპარაკდნენ თავიანთი იდენტობის შესახებ:

ბრაიან რუბი – 25 წლის ბეისბოლის მოთამაშე

„როდესაც 14 წლის ვიყავი, ბეისბოლს ვთამაშობდი და ქანთრი მიყვარდა. როცა ჩემს იდენტობაზე ვფიქრობდი, ცოტა მეშინოდა. არ მინდა, მომავალმა თაობებმა იფიქრონ, რომ სადმე მათი ადგილი არ არის. ქვიარებმა უნდა ითამაშონ ბეისბოლიც და ამავე დროს, არ დაკარგონ საკუთარი თავი და იდენტობა.“

ლუკ პროკოპი – ჰოკეისტი

„ძალიან ამაყი ვარ, რომ საჯაროდ განვაცხადე ჩემი იდენტობის შესახებ. აქამდე დიდი გზა გავიარე. ახლა ვთამაშობ იქ, სადაც თამაშზეც ყოველთვის ვოცნებობდი და თავს სრულყოფილად ვგრძნობ.“

კარლ ნასიბი – ფეხბურთელი

კარლი პრაიდის თვეში დაქამინგაუთდა – „დიდხანს ველოდებოდი ამ დღეს და თითქოს ლოდი მომეხსნა. მყავს საუკეთესო ოჯახი, მეგობრები და მაქვს საუკეთესო ცხოვრება, რაც შეიძლება ბიჭმა ინატროს.“

ჯეკ დუნი – 22 წლის რაგბისტი

საჯარო ქამინგაუთამდე ის ღია იყო ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან, თუმცა მიმდინარე წელს საჯაროდაც ისაუბრა თავის იდენტობაზე.

ტონი სტორმი – ვრესლერი

„ბისექსუალი ვარ და მიხარია, ამას საჯაროდ რომ ვამბობ.”

კოლტონ ანდერვუდი – ფეხბურთელი

მან ქამინგაუთი აპრილში გააკეთა და ამაყობს, რომ არის გეი – „მინდა, ყველამ იცოდეს, რომ იგივე კოლტონი ვარ, ვისაც ტელევიზიით უყურებდნენ და იცნობდნენ.“

ნიკი ჰილცი – მძლეოსნობა

საშუალო დისტანციაზე მორბენალმა სპორტსმენმა, ნიკი ჰილცმა, თავიდან განაცხადა, რომ გეია. თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ ტრანსგენდერია.

კორეი ვოლში – BMX

ქამინგაუთი გადაწყვიტა იმიტომ, რომ ბევრი ქვიარ ადამიანია მსგავს სიტუაციაში და არ იცის, რა ქნას. სპორტსმენს სურდა ქვიარებისთვის ეთქვა, რომ ისინი მარტო არ არიან.

ონორ მაკდერმოტ-მოსტოვი – მოციგურავე

სპორტსმენი ყოველთვის ღია იყო თავის ოჯახთან და მეგობრებთან, მაგრამ საკუთრი გასახდელის პრაიდის დროშით მორთვა ყოველთვის უნდოდა. მიუხედავად შიშისა და შფოთვისა, მან საჯაროდ თქვა, რომ გეია.

გაბი ტაფტი – ვრესლერი

გაბი დაქამინგაუთდა, როგორც ტრანსგენდერი ქალი – „ახლა აღარ მეშინია, მეტად თავდაჯერებული და ბედნიერი ვარ იმით, ვინც ვარ.“

მარკო ლემანი – კალათბურთელი

„27 წლის ვარ და პენსიაზე გასვლას ვერ დაველოდები იმის სათქმელად, რომ გეი ვარ.“

კრის ლუისი – ვრესლერი

„წლების განმავლობაში საკუთარ თავს ვებრძოდი და მეშინოდა, რას იტყოდნენ სხვები ჩემზე. როგორც იქნა, მოვიკრიბე გამბედაობა და ვამბობ, რომ პანსექსუალი ვარ.“

წინა

ანტი-ლგბტ ზონების გამო, შესაძლოა, ევროკავშირმა პოლონეთს $150-მილიონიანი დახმარება შეუჩეროს

შემდეგი

უელსის ანგლიკანური ეკლესია ერთნაირსქესიანთა ქორწინებებს აკურთხებს

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების