ახალი 50£-იანი ქაღალდის კუპიურა, რომელზეც ალან ტიურინგია გამოსახული, მიმოქცევაში ჩაეშვა.
ალან ტიურინგი მე-20 საუკუნის უდიდესი მათემატიკოსი, კრიპტოლოგი, კომპიუტერული მეცნიერების დარგის პიონერი იყო, რომელმაც მთავრობისგან მიიღო დავალება, გაეშიფრა გერმანული სამხედრო შიფრი ”ენიგმა”. ამისთვის ტიურინგმა შექმნა კომპიუტერი, რომელმაც ”ენიგმას” გატეხვა შეძლო და ომის შედეგებიც გადაწყვიტა.
როგორც შეფასდა, ტიურინგის ამ მიღწევამ, მეორე მსოფლიო ომის ხანგრძლივობა 2 წლით შეამცირა და დაახლოებით, 14 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.
ტიურინგი გეი იყო და რადგან იმ დროისთვის ინგლისში ჰომოსექსუალობა კანონით ისჯებოდა, ტიურინგი იძულებული გახადეს, ჰორმონალური მკურნალობა დაეწყო. ის ”მკურალობას” ერთი წლის მანძილზე, რამაც, საბოლოოდ, თვითმკვლელობამდე მიიყვანა.
1966 წელს, დაარსდა მისი სახელობის ჯილდო, რომელიც ”კომპიუტერულ საზოგადოებაში შეტანილი ტექნიკური ხასიათის წვლილისთვის” გაიცემა და ”კომპიუტერული ტექნოლოგიის ნობელის პრემიად” ითვლება.
2013 წელს, დედოფალმა ელიზაბეტ II-მ საყოველთაო ბოდიში მოიხადა ალან ტიურინგის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო.