ფლორიდის შტატში ინიცირებული კანონის მიხედვით, სახელმწიფო დაფინასებაზე არსებულ ორგანიზაციებს ეკრძალებათ ნებისმიერი აქტივობა, რომლის თემატიკა ადამიანის გენდერულ იდენტობას თუ სექსუალურ ორიენტაციას ითვალისწინებს.
„ამ კანონით შტატში არსებული ყველა ლგბტქი ორგანიზაცია აიკრძალება“ – აცხადებს ჰარვარდის სამართლის სპეციალისტი, ალექსანდრა კარაბალო Threads-თან ინტერვიუში.
კანონპროექტი ინიცირებულია ფლორიდას შტატიდან რესპიბლიკანელი კონგრესმენი რაიან ჩემბერლინის Ryan Chamberlin მიერ, რომელიც ახლახან აირჩეის საკანონმდებლო ორგანოში. მან დაიკავა ჯო ხარდინგის ადგილი, რომელიც ფლორიდას კანონის „don’t say gay” ავტორია. გასულ წელს ჯო ჰარდინგმა დატოვა პოსტი, მას შემდეგ, რაც დამნაშავედ იქნა ცნობილი თაღლითობისთვის, ასევე ცრუ ჩვენებისთვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა.
აშშ-ს შტატი ფლორიდა ცნობილია ანიტა ბრაიანტის კამპანიით „გადავარჩინოთ ბავშვები“, რომლის შედეგად 1977 წელს შტატში ერთი და იგივე სქესის წყვილებისთვის ბავშვის შვილად აყვანის აკრძალვა დაწესდა. ასევე ფლორიდაში ჰომოსექსუალური ურთიერთობები აკრძალული იყო 2013 წლის ჩათვლით, მიუხედავად იმისა, რომ 2003 წელს ამერიკის უზენაესი სასამართლომ საქმეზე ლოურენსი ტეხასის წინააღმდეგ (Lawrence v. Texas) ზრდასრულ ადამიანებს შორის ნებაყოფლობითი სექსუალური კავშირის დასჯა სცნო არაკონსტიტუციურად. ასევე 2008 წელს შტატმა ერთი და იგივე სქესის მქონე წყვილების ქორწინება და პარტნიორობაც აკრძალა.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დამცველი ორგანიზაცია PEN-America აცხადებს, რომ 2023 წლის განმავლობაში აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოებში წარდგენილი იყო 110 კანონპროექტი, რომელიც ინფორმაციის გავრცელებას ზღუდავს სკოლებში. მათი უმეტესობა მიმართულია ლგბტქი საკითხების შემცველ კონტენტის წინააღმდეგ და იმეორებენ ფლორიდის შტატის კანონს „don’t say gay” , რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში ლგბტქი საკითხებზე დისკუსიის წინააღმდეგ არის მიმართული.
გამოყენებული მასალა: https://www.advocate.com/law/florida-bill-restrict-lgbtq-nonprofits