პრაიდის კვირეული დოკუმენტური ფილმის – ”ღირსების მარშის” პრემიერით გაიხსნა. ღონისძიება დახურულია და მას 300-მდე თემის წევრი და მათი მხარდამჭერები ესწრებიან. მანამდე მიმდებარე
”2013 წლის 17 მაისი გამახსენა ფეისბუქმა. ძალიან გაბრაზებული ვპოსტავ, რომ ამ ყველაფრიდან ერთადერთი გამოსავალი მასიური ქამინგ აუთია. მაშინ ლგბტ საკითხი ჩემთვის ახალი
პრაიდის თვის დასასრულს, გავიხსენოთ ლგბტქ+ მოძრაობის პიონერები – ქალები, რომლებმაც ეს დღესასწაული შესაძლებელი გახადეს. ჩვენი ისტორია შექმნეს და იბრძოლეს, ვყოფილიყავით საკუთარი თავი,
თამაზ სოზაშვილი: არაფერი განსაკუთრებული იქ არ მოხდება, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, შემოგვიერთდეს და ჩვენთან ერთად დადგეს თამაზ სოზაშვილმა, რომელიც თბილისი პრაიდს წარმოადგენს, ტელეკომპანია ”ფორმულას” ეთერში შემდეგი კომენტარი გააკეთა: ”ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და ამ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებიდან გამომდინარე, ერთადერთი, რაც მიზანშეწონილი არ არის, არის ბატონი კალაძის, კობახიძის და მმართველი გუნდის წევრების დამოკიდებულებები, რომლითაც ისინი კოჭს უგორებენ რუსეთის ორბიტაზე მბრუნავ ლევან ვასაძესა და სხვა ძალადობრივ ჯუფებს. მათ აქვთ საკმარისი დრო იმისთვის, რომ მიიღონ ყველა ის ზომა, რაც საჭიროა ”ღირსების მარშისა” და პრაიდის სხვა ღონისძიებების უსაფრთხოებისთვის. ჩვენ უკვე გვქონდა ერთი შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომელსაც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები ესწრებოდნენ, რომლებთან ერთადაც პრაიდის კვირეულს ვაორგანიზებთ, ასევე, ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები. გავცვალეთ ინფორმაცია, გავაცანით დეტალურად, თუ რა ღონისძიებებია დაგეგმილი. მათ თქვეს, რომ უმეტეს ნაწილს საფრთხე არ ემუქრება და აბსოლუტურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას, თუმცა ”ღირსების მარში” მათთვის კვლავ გამოწვევად რჩება. ეს არის მსვლელობა ღია სივრცეში. ევროპარლამენტარებმაც მოუწოდეს მათ, რომ არ შეიძლება ძალადობის საფრთხის გამო, მშვიდობინი მოქალაქეების ჯგუფს შეეზღუდოს საკუთარი უფლებით სარგებლობა. შესაბამისად, მათ ავიწყდებათ, რომ ეს არ არის მათი ნება, ეს არის მათი ვალდებულება – დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება. ჩვენი სურვილი იყო, რომ ჩვენს შეხვედრებს შინაგან საქმეთა სამინისტროთან რეგულარული სახე მიეღო და უფრო მეტიც, გამხდარიყო ღია მედიისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს პოზიტიური ვალდებულებაც, რომ გაზარდოს ცნობიერება, თუ რას მოიცავს ”ღირსების მარში” – დეზინფორმაციითაა სავსე როგორც სოციალური ქსელი, ასევე ტელევიზიები. ეს ”ღირსების მარში” არ იქნება ის, რაც აქამდე ქართულ საზოგადოებას არ უნახავს. ლგბტ ადამიანები დგანან სოციალური პროტესტების ყველა იმ მნიშვნელოვან ნაწილში, რაც ქართულ საზოგადოებას აწუხებს. გავიხსენებ ძალიან ბევრს – ქალთა მოძრაობა, ”სირცხვილის” მიერ ორგანიზებულ აქციები, ნამახვანჰესის აქციები და ა.შ. აქაც ძირითადად იგივე ადამიანები იქნებიან, უბრალოდ, განსხვავება არის ის, რომ მთავარი ორგანიზატორი არის თბილისი პრაიდი და თემა, რომლის გარშემოც ვერთიანდებით, არის ლგბტ საკითხები. არაფერი განსაკუთრებული იქ არ მოხდება, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, შემოგვიერთდეს და ჩვენთან ერთად დადგეს.”
”სოლიდარობის მარშის ჩატარება, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ ჩვენი ტიპის ქვეყნებშია, სადაც უფლებებისთვის ბრძოლაა საჭირო. ეს იმ ბრძოლის ნაწილია, რომელიც მოიცავს განათლებას
Введение Полноценная реализация свободы собраний и свободы самовыражения имеет существенное значение для построения демократического и правового государства, где у всех людей есть
შესავალი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სრულფასოვან რეალიზაციას არსებითი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობისთვის, სადაც ადამიანებს აქვთ თანაბარი წვდომა თავისუფლებასა და
გასული საუკუნის 80-იანებში, ევროპულ თანამეგობრობაში, ადამიანები, რომლებიც ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ, საკუთარ თავს შემოკლებით ”ანტიფა“-ს უწოდებდნენ. ანტიფა არ არის სტრუქტურირებული ორგანიზაცია, უფრო თავისუფალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურს, ოფიციალური წერილით გამოეგზავნა, რომელსაც 28 ევროპარლამენტარი აწერს ხელს. წერილში მინისტრს მიმართავენ, რომ სათანადოდ დაიცვას პრაიდის კვირეულში დაგეგმილი ყველა ღონისძიება. წერილში ნათქვამია, რომ ღირსების მარში ლგბტქ+ ადამიანების მშვიდობიანი დემონსტრაციაა მათი უფლებებისთვის და შსს-მ მისი მშვიდობიანად ჩატარება უნდა უზრუნველყოს. ”გასულ წლებში ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ იყენებდნენ ჰომოფობიური ჯგუფები ამ ღონისძიებებს თავიანთი სიძულვილის გასაძლიერებლად და ლგბტქ+ მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს ლგბტქი+ ადამიანების საკმარისი და ეფექტური დაცვა.” – ნათქვამია წერილში. ასევე, აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები თვალს მიადევნებენ, რომ პროცესები სწორად და მოთხოვნისამებრ შესრულდეს.
”მე მივდივარ სოლიდარობის მარშზე, რადგან თითოეული ჩვენგანის იქ ყოფნა აუცილებელია – ერთმანეთისთვის ბრძოლის დროა. ქვიარ თემისთვის საჯაროდ გამოსვლა აუცილებელია, მხოლოდ ონლაინ კამპანიები