European Parliament
/

ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან შეუთავსებელია — ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, რუსული კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან შეუთავსებელია და ის ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს.

“სამშაბათს საქართველოს პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი პირველი მოსმენით მიიღო. ეს საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის ძალიან ცუდი მოვლენაა.

ეს კანონი მისი არსებული ფორმით სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციებზე უარყოფითი ზემოქმედების საფრთხეს შეიცავს და საქართველოს ბევრ მოქალაქეს, ვისთვისაც ამ ორგანიზაციების მუშაობას სარგებელი მოჰქონდა, საზიანო შედეგებს მოუტანს. ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან შეუთავსებელია. ის ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. მის საბოლოო მიღებას შეიძლება ჩვენი ურთიერთობებისთვის სერიოზული სავალალო შედეგები მოჰყვეს.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეასრულოს თავისი ვალდებულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობასთან მიმართებაში და შეგახსენებთ, რომ ხალხს მშვიდობიანი პროტესტის უფლება გააჩნია”, – ნათქვამია განცხადებაში.

მოქალაქეები პარლამენტთან ქართული ოცნების დეპუტატების მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მხარდაჭერას აპროტესტებდნენ. იმისთვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, საჭიროა სამი მოსმენა. ქართული ოცნება ამბობს, რომ კანონპროექტების საბოლოოდ მიღებამდე ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან.

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი რამდენიმე კვირის წინ, პარლამენტში კანონის დარეგისტრირების შემდეგ მალევე დაიწყო, მოგვიანებით კი უფრო მასშტაბური სახე მიიღო: აქციებს ადგილზე უერთდებოდნენ მოქალაქეები, ნაწილი კი მხარდაჭერას სოციალური ქსელით გამოხატავდა. რუსული კანონის წინააღმდეგ მოსაზრებები დააფიქსირეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, მათ შორის, მსახიობებმა, ლექტორებმა, სპორტსმენებმა, მომღერლებმა, მწერლებმა და პოეტებმა, ქალთა უფლებადამცველებმა, მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, მეღვინეებმა, ფერმერებმა, სტარტაპერებმა, მეწარმეებმა და ა.შ.

კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, თუმცა 7 მარტის სხდომის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება განხილვასა და კენჭისყრას 7 მარტსვე გეგმავდა. პარლამენტთან აქცია დილიდან მიმდინარეობდა და ამ დროს ხალხის უმეტესობა ტერიტორიაზე უკვე აღარ იყო, თუმცა ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მოქალაქეებმა კვლავ დაიწყეს მისვლა საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან. პროტესტი რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. ხელისუფლებამ ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყვანა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინაღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა. არიან დაშავებულებიც, თუმცა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.


ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

წინა

საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა! — ზაზა ფაჩულია

შემდეგი

აქციაზე 66 ადამიანი დავაკავეთ — შსს

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,