© Natasha Ischenko

უკრაინელი ქალების გზა სამხედრო სამსახურში მოსახვედრად

რუსების შემოჭრის დაწყებიდანვე უკრაინის წინააღმდეგობამ საერთაშორისო აუდიტორია დაიპყრო. სამოქალაქო პირების ფოტოები და ვიდეოები, რომლებშიც ისინი აკერებენ უნიფორმებს, ამზადებენ იარაღსა და თხრილებს, უკრაინელი ხალხის მებრძოლი სულის დემონსტრირებაა.

არაფერი აღმოჩნდა ისეთი შემზარავი სანახავი, როგორც გაბრაზებული უკრაინელი ქალები და მათი დაუმორჩილებლობა. სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც უფროსი ქალი რუს ჯარისკაცებს უპირისპირდება და მათ მზესუმზირის თესლებს აწვდის იმის ნიშნად, რომ მათი დაღუპვის შემდეგ ყვავილები მიწაში აყვავდებიან. CNN-მა გადმოსცა კადრები, რომელშიც ბებია კიევის გარეუბანში Google-ში ნაპოვნი ინსტურქციებით მოლოტოვის კოქტეილებს ამზადებს. „მოვიდნენ რუსები აქ. ჩვენ მზად ვართ მისასალმებლად.“ – ამბობს ბებია.

უკრაინელი ქალების წინააღმდეგობა მხოლოდ სამოქალაქო სფეროში აქტიურობით არ შემოიფარგლება. უკრაინის შეიარაღებული ძალების დაახლოებით 10%-ს ქალები შეადგენენ. მათ, ვინც საბრძოლო პოზიციებს იკავებენ, ეს უფლება ოფიციალურად მხოლოდ 2016 წელს მოიპოვეს. მანამდე კი, ორი წლით ადრე, როდესაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა ტერორისტული კამპანია წამოიწყეს, ქალებმა აიღეს იარაღი და ბრძოლაში ჩაებნენ. ისინი მუშაობდნენ სნაიპერებად, მედიკოსებად, ჯარისკაცებად, რათა დაეცვათ საკუთარი სახლები კრიზისის პერიოდში. იმის გამო, რომ სამხედროები ქალებს ოფიციალურად თანამდებობებზე არ ასაქმებდნენ, ისინი არასდროს იყვნენ მოხსენიებული სამხედრო ჩანაწერებში, როგორც მედიკოსები, ჯარისკაცები, ან სნაიპერები. ისინი ჩანაწერებში გვხვდებიან, როგორც მკერავები, მზარეულები, დამლაგებლები, როდესაც ისინი იმავე ბრძოლაში იღებდნენ მონაწილეობას და გადიოდნენ იმავე გზას, მაგრამ ვერ მიიღეს აღიარება და შესაბამისი მხარდაჭერა.

ეს სიტუაცია ნაწილობრივ დოკუმენტურმა ფილმმა გამოასწორა, რომელიც 2017 წელს გამოვიდა, სახელწოდებით – „უხილავი ბატალიონი“. მასში ნაჩვენებია ექვსი ქალი ჯარისკაცი და ვეტერანი, რომლებიც უკრაინის არმიაში იბრძოდნენ და ოფიციალურად არ იყვნენ აღიარებულები. უხილავი ბატალიონის აქტივისტთა ქვედანაყოფმა კარგად აჩვენა ქალი მებრძოლების ნამდვილი სახე. იმ წელს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალებისთვის 62 საბრძოლო პოზიცია გახსნეს. ისინი, საბოლოოდ, ოფიციალურ ჯარისკაცებად დაარეგისტრირეს და მიანიჭეს შესაბამისი უფლებები, დაცვა და შეღავათები.

ფილმში ვხვდებით მკურნალ იულია პაიევსკს, რომელიც ამბობს, რომ ზოგიერთი ქალი ფრონტის ხაზზე ყოფნისთვის დაიბადა; 38 წლის სნაიპერს, იულია მატვიენკოს, რომელიც მანამდე უბრალოდ ეკონომისტი და ორი შვილის დედა იყო; კიდევ ერთ 38 წლის სნაიპერს, ოლენა ბილოზერსკას, ჩვეულებრივ ცხოვრებაში პოეტსა და ჟურნალისტს; 46 წლის ოქსანა იაკუბოვას, რომელიც პოსტტრავმული სინდრომის გამო ოჯახს ჩამოშორდა; 29 წლის ანდრიანა სუსაკს, მებრძოლს, რომელმაც ომი მხოლოდ ორსულობის მეხუთე თვეში დატოვა.

დოკუმენტური ფილმი არ ეხებოდა მხოლოდ უკრაინას. ეს რუსული პროპაგანდის გამჟღავნების საშუალებაც იყო. ფილმის პროდიუსერმა მარია ბერლინსკამ 2017 წელს ფილმის ჩვენებაზე განაცხადა:

„ამ ფილმით გვინდა მსოფლიოს შევახსენოთ, რომ ეს არ არის სამოქალაქო ომი უკრაინაში. ეს რუსული ოკუპაციაა. ამის ჩვენება ქალების მაგალითზე ბევრად უკეთესი და მარტივია, რადგან მსოფლიო უკვე მიეჩვია სამხედრო აღჭურვილობაში გამოწყობილ ბიჭებს.“

 

წყარო: Slate

წინა

საბჭოთა პოსტერები, რომლებიც რუსეთში დღესაც აქტუალურია

შემდეგი

ომამდე და ომის შემდეგ: ფოტოები უკრაინიდან

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების