მე ვარ მარიამ გაგოშაშვილი, 38 წლის, ქართველი ქვიარ ფემინისტი აქტივისტი და ემიგრანტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბავშვობა — პლეხანოვი, “გარაჟებზე” ხტომა და ხეებზე ცოცვა გავიზარდე თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ძალიან დატვირთულ, ხალხმრავალ უბანში. კორპუსებს
7-9 მარტს ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, WISG-ის ინიციატივით, კინოთეატრ ,,ამირანში” ფემინისტური ფილმების ფესტივალი „როზადან სიმონამდე“ გაიმართა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის წინააღმდეგ პროტესტსა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას მიეძღვნა.
„ფესტივალი ჩვენთვის რჩება წარსულის გამოკვლევის, აწმყოს ხედვისა და მომავალში ორიენტირების განსაკუთრებულ სივრცედ, ხოლო ფემინისტური კინო – იმ მეთოდად, რომელიც რადიკალური შემოქმედებითობით ირეკლავს გამრუდებულ სამყაროს და გვიჩვენებს მის შესაძლო, უკეთეს სურათს.“ – ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი.
7 მარტი WISG-ის ახალი ანიმაციური მხატვრული ფილმის ჩვენებას დაეთმო, რომელმაც დემოკრატიული გზით არჩეული პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალის, ფარი ხანუმ სოფიევას ცხოვრება გააცოცხლა. პრემიერის შემდეგ დისკუსია გაიმართა – „დასაკარგი აღარაფერია – როდის ერთვებიან საქართველოში აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელი ქალები გადაწყვეტილების მიღების პროცესში“.
8 მარტს მაყურებელს 3 დოკომენტური ფილმის ნახვის შესაძლებლობა ჰქონდა: სლოვენიიდან „ურთიერთობები: ლესბოსური ჯგუფ ŠKUC-LL-ის 25 წელი“, უკრაინიდან „ახალი სიცოცხლე: ხელოვნება, აქტივიზმი და პოლიტიკა უკრაინაში“ და საქართველოდან „ფემინისტური ათი წელი – ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი“. სამივე ფილმში ასახულია ფემინისტი, ლესბოსელი, ქვიარ აქტივისტებისა და ხელოვანების მიმართება პოლიტიკასთან, ეკონომიკასთან, კულტურასთან და სამართლებრივ ინსტიტუციურ სტურუქტურებთან.
9 მარტს ბრაზილიური დოკუმენტური ფილმების („ინდიანარა“, „ცისფერი ტრანსი“) ჩვენება მოეწყო ბრაზილიური ტრანს აქტივიზმისა და ხელოვნების შესახებ. ფილმები ტრანს აქტივისტსა და არტისტზე, ასევე, ქვეყნის ულტრა-მემარჯვენე მთავრობისა და ულტრა-მაჩოისტური სოციალური ნორმების წინააღმდეგ მათ შთამაგონებელ წინააღმდეგობაზე მოგვითხრობენ.
ფემინისტური ფილმების ფესტივალი „როზადან სიმონამდე” სამომავლოდ გაფართოებას და საფესტივალო ვებგვერდის განვითარებას გეგმავს. წელს ვებგვერდი სატესტო რეჟიმში მუშაობს.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების