The Wizard of Oz

The Wizard of Oz-ის ახალ ვერსიაში ლგბტქი პერსონაჟებს ვიხილავთ

სცენარისტი, რეჟისორი და მსახიობი, სერიალ Black-ish-ის შემქმნელი, კენია ბარისი Warner Bros.-თან თანამშრომლობით 1939 წლის საკულტო ფილმის, The Wizard of Oz-ის (ოზის ჯადოქარი) ახალი ვერსიის გადაღებას აპირებს. მისი თქმით, განახლებული ფილმი 21-ე საუკუნის

The Wizard of Oz-ის ახალ ვერსიაში ლგბტქი პერსონაჟებს ვიხილავთ

სცენარისტი, რეჟისორი და მსახიობი, სერიალ Black-ish-ის შემქმნელი, კენია ბარისი Warner Bros.-თან თანამშრომლობით 1939 წლის საკულტო ფილმის, The Wizard of Oz-ის (ოზის ჯადოქარი) ახალი ვერსიის გადაღებას აპირებს. მისი თქმით, განახლებული ფილმი 21-ე საუკუნის გამოწვევებსა და სოციალურ ცვლილებებს ასახავს და ლგბტქი პერსონაჟების რეპრეზენტაციასაც ვიხილავთ.

“ორიგინალი ვერსია იმდროინდელი მდგომარეობის, მათ შორის, დიდი დეპრესიის ალეგორია იყო. ახლა ყურადღებას მივმართავთ ლგბტქი მრავალფეროვნებისკენ. მათ შორის, კულტურული განსხვავებებისა და სოციო-ეკონომიკური ფონის ასახვას ვეცდებით. მოვყვებით ამბავს, რომელიც მსოფლიოს ირეკლავს. ვფიქრობ, ახლა საუკეთესო დროა ამის გასაკეთებლად”, — აღნიშნა ბარისმა Variety-ისთან საუბრისას.

კენიას თქმით, საკულტო ფილმის ახალი ვერსიის გადაღება საპასუხისმგებლო საქმეა და იმედი აქვს, რომ მისი ფილმი “ისეთივე დაუვიწყარი იქნება, როგორიც ორიგინალია”.

აღსანიშნავია, რომ The Wizard of Oz-ის კიდევ ერთი ვერსიის გადაღებას New Line Cinema გეგმავს, რომლის რეჟისორიც ნიკოლ კასელი იქნება.