ერთხელ, ესპანეთის კინოს მეფეს, პედრო ალმოდოვარს ფილმი კუზიანი მთის რეჟისორობა შესთავაზეს, მაგრამ მოლაპარაკებები ჩაიშალა და მის მაგივრად ფილმის გადაღება რეჟისორ ენგ ლის ხვდა წილად. პედროს სურდა, ფილმის ვერსიაში გეი სექსი ყოფილიყო. „ამ
პედრო ალმოდოვარი საკუთარ ქვიარ ვესტერნს იღებს
ერთხელ, ესპანეთის კინოს მეფეს, პედრო ალმოდოვარს ფილმი კუზიანი მთის რეჟისორობა შესთავაზეს, მაგრამ მოლაპარაკებები ჩაიშალა და მის მაგივრად ფილმის გადაღება რეჟისორ ენგ ლის ხვდა წილად. პედროს სურდა, ფილმის ვერსიაში გეი სექსი ყოფილიყო.
„ამ ორი ბიჭის ურთიერთობა ცხოველურია. ეს იყო ფიზიკური კავშირი“, — განაცხადა ალმოდოვარმა წარუმატებელი თანამშრომლობის შესახებ IndieWire-სთან.
ჰოლივუდმა რეჟისორის იდეა არ მოიწონა. საბედნიეროდ, მას არასოდეს უთქვამს უარი თავისი ამბიციებისთვის, შეექმნა ქვიარ ვესტერნი, რომლის გადაღებაც ახლახან დაიწყო. ფილმის სახელწოდებაა Strange Way of Life.
ტილდა სუინტონის მონაწილეობით 2020 წელს გამოსული The Human Voice-ის შემდეგ, Strange Way of Life პედრო ალმოდოვარის მეორე ინგლისურენოვანი მოკლემეტრაჟიანი ფილმია. ის სენ ლორანის ენტონი ვაკარელოსთან თანამშორმლობით იქმნება. ის ფილმის პროდიუსერი და კოსტუმების დიზაინერია. Strange Way of Life ისეთი ცნობილი მსახიობებითაა დაკომპლექტებული, როგორებიც არიან პედრო პასკალი და ითან ჰოუკი.
ამჟამად ისინი ფილმის გადასაღებად ესპანეთში, ალმერიის რეგიონში არიან შეკრებილები.
„იმის გარდა, რომ ის ჩემი იქნება, არ ვიცი, როგორი გამოვა“, — განუცხადა პედრომ IndieWire-ს.
30-წუთიანი ფილმის სიუჟეტი IMDb-ზე აიტვირთა: 25 წლის შემდეგ სილვა (პედრო პასკალი) თავისი მეგობრის, შერიფ ჯეიკის (ითან ჰოუკი) მოსანახულებლად ცხენით უდაბნოში გადის. ისინი ერთმანეთს შეხვდებიან, მაგრამ მეორე დილით ჯეიკი სილვას ეტყვის, რომ მისი მოგზაურობის მიზეზი მათი მეგობრობის მოგონებების გახსენება არ არის.
პროდიუსერისა და პედრო ალმოდოვარის ძმის, აგუსტინის წყალობით, ფილმის გადაღებებიდან რამდენიმე კადრი გავრცელდა.
ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილი არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ პედრო ალმოდოვარი მჭიდროდ არის დაახლოებული ისეთ ვარსკვლავურ ფესტივალებთან, როგორიცაა კანის კინოფესტივალი და ვენეციის კინოფესტივალი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის შესაძლოა, ეკრანებზე 2023 წლიდან, ამ ფესტივალების პერიოდში გამოჩნდეს.
Don't Miss
2023 წელი უკვე საინტერესოდ დაიწყო ქვიარ წიგნების მოყვარულებისთვის. მიუხედავად იმისა რომელი ჟანრი გიყვართ შემოდგომით იმედგაცრუებულები არ დარჩებით, რადგან ძალიან ბევრი
ნანა აბულაძის სადებიუტო რომანი „აკუმი“, რომელსაც როგორც “საბას”, ისე “თავისუფალი ლიტერას” პრემია მიენიჭა, არის ამბავი ადამიანზე, რომელიც სქესის გარეშე დაიბადა.
ბიონსეს შედევრი რენესანსის ტურნე, ნაწილობრივ სასიყვარულო წერილია იმ სუბკულტურებისადმი, რომლებიც შავკანიანი ტრანს ქალების პიონერები იყვნენ. გასულ კვირას მან ტრანსგენედრთა საზოგადოებას
ყველასთვის საყვარელ დრეგ ქუინს ადორ დელანოს ქამინგ აუთი ჰქონდა, ის ტრანსგენდერი ქალია და ამბობს, რომ უკვე რამდენიმე თვეა ტრანზაქციის პერიოდი