სატელევიზიო პროდიუსერი, რაიან მერფი ქეროლ ბერნეტის ოქროს გლობუსის სპეციალური ჯილდოს მფლობელი გახდა. ქეროლ ბერნეტის ჯილდო ოქროს გლობუსის საპატიო ჯილდოა, რომელიც ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს ენიჭებათ ეკრანსა და ეკრანს მიღმა
სატელევიზიო პროდიუსერი, რაიან მერფი ქეროლ ბერნეტის ოქროს გლობუსის სპეციალური ჯილდოს მფლობელი გახდა. ქეროლ ბერნეტის ჯილდო ოქროს გლობუსის საპატიო ჯილდოა, რომელიც ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს ენიჭებათ ეკრანსა და ეკრანს მიღმა გამორჩეული წვლილის შეტანისთვის.
ქეროლ ბერნეტის ჯილდოს მიღებისას მერფიმ პატივი მიაგო იმ ადამიანებს, რომლებთანაც ეკრანს მიღმა მუშაობა მოუწია.
ღიად გეი პროდიუსერმა გამოსვლაში, რომელიც დაჯილდოებას მოჰყვა, თავისი კარიერის მნიშვნელოვან მომენტებზე ისაუბრა და სიტყვის დიდი ნაწილი ქვიარ მსახიობებს მიუძღვნა. მან აქცენტი გააკეთა Michaela Jaé Rodriguez-ზე, პირველი ტრანს მსახიობზე, რომელმაც ოქროს გლობუსი მიიღო. პროდიუსერმა ასევე მოიხსენია მსახიობები Niecy Nash, Matt Bomer და Jeremy Pope, რომლებმაც შეძლეს თავიანთი ნამდვილი მეს წარმოჩენა ეკრანზე.
“ახალგაზრდა რომ ვიყავი, სახლში, 70-იანებში ქეროლ ბერნეტის შოუს ვუყურებდი. არასდროს მინახავს ჩემნაირი ადამიანი ან სატელევიზიო შოუს პერსონაჟიც კი, რომელმაც ჯილდო მიიღო. რთულია, ლგბტ ბავშვი იყო ამერიკაში, სინამდვილეში, მთელ მსოფლიოში, მაშინაც და ახლაც”, — განაცხადა მერფიმ.
მერფიმ გამოსვლა იმ ბავშვებისადმი მიმართვით განაგრძო, რომლებისთვისაც უთქვამთ, რომ ვერასდროს მიაღწევდნენ რამეს და რომ უნდა დაიმალონ, რათა გადარჩნენ.
“იმ ბავშვებს, რომლებიც დღეს გვიყურებენ, გთავაზობთ Mj და Billy და Niecy და Matt და Jeremy-ის, როგორც შესაძლებლობის მაგალითებს. წინ მიმავალი გზა არსებობს. გამოიყენეთ ისინი, როგორც ჩრდილოეთის ვარსკვლავები. ეს ყველაფერია, რის გაკეთებასაც აქ, ჰოლივუდში, 25 წლის განმავლობაში ვცდილობდი. ჩემი მისია იყო, ამეღო უხილავი და შეუყვარებელი და გადამექცია იმ გმირებად, რომლებიც მე მინდოდა რომ პოპ-კულტურაში მენახა, თუმცა, ვერ ვნახე”, — დაამატა მერფიმ.
ბერნეტის სახელობის ჯილდო 2018 წელს დაფუძნდა და ის 1952 წლიდან არსებული HFPA’s Cecil B. DeMille-ის ჯილდოს ეკვივალენტია. რაიან მერფი მეოთხე გამარჯვებულია, ხოლო მისი წინმსწრები გამარჯვებულები Norman Lear, Ellen DeGeneres და თავად Burnett-ი არიან.
ოქროს გლობუსის ქვიარ გამარჯვებულები
რაც შეეხება ოქროს გლობუსის დაჯილდოებას, ცერემონია 11 იანვარს ჩატარდა. ჰოლივუდის პრესის ასოციაცია, რომელიც ოქროს გლობუსის გამარჯვებულებს ავლენს, მრავალფეროვნების ნაკლებობის გამო არაერთხელ გააკრიტიკეს. ჰოლივუდის პრესის ასოციაცია, მრავალფეროვნების სიმცირის გამო შექმნილი კრიტიკის ფონზე, მე-80 ცერემონიით ღირსეულ დაბრუნებას შეეცადა. პროგრამა სატელევიზიო არხ NBC-ზე გაიმართა. წლების განმავლობაში მიმდინარე სკანდალებისა და კრიტიკის ფონზე, 2023 წელი გამორჩეული იყო მრავალფეროვნებითა და თანასწორობით.
გამოცემა The Queer Review-ის რედაქტორის, James Kleinman-ის განცხადებით, ამ წელს ნამდვილად იგრძნობოდა ქვიარ ადამიანთა ნიჭის ზეიმი, რაც ადამიანებს აგრძნობინებს, რომ ქვიარები ყველგან არიან და ეს ოქროს გლობუსის დამფუძნებლებმაც შენიშნეს.
გარდა რაიან მერფისა, რომელმაც ქეროლ ბერნეტის ჯილდო მიიღო, ოქროს გლობუსის არაერთ ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ, როგორც ლგბტქი+ მსახიობები, ასევე – პერსონაჟები. გამორჩეული იყო ფილმ Everything Everywhere All at Once-ის 6 ნომინაციაში წარდგენა. ფილმი მოგვითხრობს ჩინელ ემიგრანტ ქალზე, რომლის შვილიც ლესბოსურ ურთიერთობაშია.
მსახიობი Daniel Craig ნომინირებული იყო საუკეთესო კაცი მსახიობის როლისთვის მიუზიკლსა ან კომედიურ ჟანრში. მსახიობისთვის მეორე ნომინაცია Benoit Blanc-ის, გეი პერსონაჟის როლის შესრულებას უკავშირდება.
ფილმი The Inspection, რომელიც ჰომოსექსუალი შავკანიანი კაცის, Jeremy Pope-ის საზღვაო ბანაკში მიღებულ გამოცდილებებზე გვიყვება და რომელიც მწერლისა და რეჟისორის, Elegance Bratton-ის ცხოვრებას ეფუძნება, წარდგენილი იყო საუკეთესო კაცი მსახიობის დრამის კატეგორიაში.
დაჯილდოებაზე ქვიარ ქალთა რეპრეზენტაცია მიმდინარე წელს შედარებით მეტი იყო. ნომინაციაში საუკეთესო ქალი მსახიობი სატელევიზიო დრამაში გაიმარჯვა მსახიობმა Zendaya, სატელევიზიო შოუდან Euphoria. აღნიშნული ჯილდო მან Rue-ს როლისთვის დაიმსახურა. ამავე ნომინაციაში ასევე წარდგენილი იყო არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე მსახიობი, Emma D’Arcy სატელევიზიო შოუდან House of the Dragon.
აღსანიშნავია ბისექსუალი მსახიობების რეპრეზენტაციაც დაჯილდოებაზე. მაგალითად, ობრი პლაზა, ღიად ბისექსუალი მსახიობი, რომელიც ოქროს გლობუსზე პირველად იყო წარდგენილი ფილმით The White Lotus, რომელშიც ის Harper Spiller-ის როლის ასრულებს. გარდა ამისა, აღნიშნული სატელევიზიო შოუს რეჟისორი, Mike White, რომელმაც ჯილდო მიიღო, ასევე ბისექსუალი კაცია.
არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ბისექსუალი მსახიობის, Hannah Einbinder-ის ოქროს გლობუსის მეორე ნომინაცია Ava-ს როლისთვის შოუში Hacks.
სატელევიზიო შოუ Monster: The Jeffrey Dahmer Story, რომელიც გეი კაცების სერიულ მკვლელზე მოგვითხრობს, საუკეთესო მსახიობი კაცი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმის კატეგორიაში გახდა გამარჯვებული და ჯამში ოთხ კატეგორიაში იყო წარდგენილი.
უნდა აღინიშნოს ცერემონიის ჰოსტი, სდენდ-აფ კომედიანტი Jerrod Carmichael-ც, რომელიც ღიად გეია და თავის სექსუალობაზე საუბარს არ ერიდება.
Don't Miss
ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ რამდენიმე წლის წინ შედგა რომანით
Otaaraant Queer – თავისუფლება და კემპი დრეგი ჩემთვის ყოველთვის იყო თავისუფლების მთავარი წყარო, გამოხატვის ყველაზე ეფექტური გზა. ყოველთვის, როცა დრეგ
თბილისის კულტურის კვირეული ევროპის დღეებს ეძღვნება და 9-დან 12 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში იმართება. კვირეულზე წარმოდგენილია 30-ზე
კომედიური ჟანრის ფილმი “Problemista” 1 მარტს გამოვიდა ეკრანზე. მთავარ როლებს ტილდა სვინტონი და ხულიო ტორესი ასრულებენ. ფილმი მოგვითხრობს სალვადორელი სათამაშოების