NGO

/

გააუქმეთ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა ჯარიმები, შეწყვიტეთ საქმეთა წარმოება – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც სახელმწიფოს მოუწოდებენ, გაუუქმოს ჯარიმები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულებს და შეწყვიტოს საქმის წარმოება. განცხადების მიხედვით, აქციის მიმდინარეობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლდა.

გააუქმეთ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა ჯარიმები, შეწყვიტეთ საქმეთა წარმოება – NGO-ები

/

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც სახელმწიფოს მოუწოდებენ, გაუუქმოს ჯარიმები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულებს და შეწყვიტოს საქმის წარმოება.

განცხადების მიხედვით, აქციის მიმდინარეობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლდა. ადმინისტრაციული დაკავებიდან მათი გათავისუფლება არ გულისხმობს სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტას. შესაბამისად, დაკავებიდან გათავისუფლების მიუხედავად, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ამ დრომდე მიმდინარეობს.

მიმდინარე 2023 წლის წლის 2-3 მარტსა და 7-9 მარტს გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 169 პირი დააკავა.

“მოვუწოდებთ:
შინაგან საქმეთა სამინისტროს — აქციის მიმდინარეობისას დაკავებული ყველა პირის მიმართ, რომელთა საქმეებიც ამ დრომდე სასამართლოს არ განუხილავს, შეწყვიტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება;
პროკურატურას — გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროკურორის პროტესტით მიმართვის შესაძლებლობა, რათა გაუქმდეს სასამართლოს მიერ დაჯარიმების შესახებ მიღებული დადგენილებები;
პეციალურ საგამოძიებო სამსახურს — უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების, თვითნებური დაკავებების, დაკავებულთა მიმართ ძალადობისა და სხვა შემთხვევების სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება”, — ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი / Human Rights Center
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative
  • Women’s Initiatives Supporting Group
  • სამართლიანი არჩევნები (ISFED)
  • Rights Georgia / უფლებები საქართველო
  • ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR

პარლამენტმა რუსულ კანონს მხარი პირველი მოსმენით 7 მარტს დაუჭირა. განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, მაგრამ მოულოდნელად 7 მარტი გადაწყდა. მას შემდეგ, რაც ანტიდასავლურმა ძალამ რუსული კანონპროექტის ორი ვერსია დააინიცირა, აქციები იმართებოდა, თუმცა 7 მარტს გასაპროტესტებლად პარლამენტთან ბევრად მეტი ადამიანი მივიდა, უფრო მეტი კი 8 მარტს. ორივე დღეს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად ძალადობრივ მეთოდებს მიმართა, კერძოდ, გამოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი, გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმი წყლის ჭავლში წიწაკის სპრეის ურევს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ათობით ადამიანი, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაშავებულებს შორის არიან გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერები, ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი. მოსიაშვილს ტვინის შერყვევა დაუდასტურდა. ისინი ამბობენ, რომ სპეცრაზმელებმა სცემეს.