ქართველი ქვიარ არტისტი, დიზაინერი და მომღერალი, MADLENA პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული SITUATIONIST-ისა და YASPIS ჩვენების დახურვის წვეულებაზე სპეციალური პერფორმანსით წარსდგა. MADLENA-მ ისტორიულ შენობაში მდებარე კლუბ Le Carmen-ში გამართულ საღამოზე სიმღერები Manifest
ქართველი ქვიარ არტისტი, დიზაინერი და მომღერალი, MADLENA პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული SITUATIONIST-ისა და YASPIS ჩვენების დახურვის წვეულებაზე სპეციალური პერფორმანსით წარსდგა. MADLENA-მ ისტორიულ შენობაში მდებარე კლუბ Le Carmen-ში გამართულ საღამოზე სიმღერები Manifest და Pussy Boy შეასრულა.
ქვიარ მომღერალმა ქვიართან საუბარში აღნიშნა, რომ საფრანგეთში პერფორმანსი პირველად ჰქონდა, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ფრანგი მსმენელი ნაკლებად იცნობს, მისმა სიმღერებმა დიდი გამოხმაურება მოიპოვა.
„ეს ჩემი პირველი პერფორმანსი იყო პარიზში, რომლისთვისაც კაბა ირაკლი რუსაძემ (SITUATIONIST) შემიკერა. საფრანგეთში ნაკლებად მიცნობენ, მაგრამ ყველაზე კარგი ის იყო, რომ ამ მასშტაბის ღონისძიებაზე, კლუბში, რომელშიც ძალიან ცნობილი არტისტები უკრავენ, ორი სიმღერა წარვადგინე და აუდიტორიამ აიტაცა. განსაკუთრებული მოწონებით Pussy Boy-ის შეხვდნენ და ჩემთან ერთად მღეროდნენ. ჩემთვისაც გასაკვირი იყო, რომ პირველივე გამოსვლაზე ასეთი გამოხმაურება დავინახე“, — ამბობს MADLENA.
MADLENA-ს თქმით, მსმენელის დადებითი გამოხმაურება მოტივაციას აძლევს, რომ სამომავლოდაც განვითარდეს, დაიხვეწოს, კიდევ უფრო მეტი იფიქროს სასცენო დადგმაზე თუ ახალ სიმღერებზე.
MADLENA გვეუბნება, რომ მისი შემოქმედება სრულად ქვიარ მგრძნობელობაზეა აწყობილი და ცდილობს, პერფორმანსებით ქვიარ ადამიანების გაძლიერებას შეუწყოს ხელი.
„ყოველთვის ვცდილობ, მსმენელს ვუთხრა, რომ ქვიარები ვართ, ძლიერები ვართ და ყველაფერი შეგვიძლია. ქვიარ ადამიანები ჩემს ცხოვრებაში უმთავრესი არიან, მათი პრობლემა ჩემი პრობლემაა. ვარსკვლავი სწორედ მათი დამსახურებით გავხდი. მადლენა შექმნეს ქვიარებმა და მადლენა მღერის ქვიარებისთვის“, — ამბობს MADLENA.
არტისტი გვიზიარებს, რომ საქართველოში არსებული ჰომოფობიური განწყობების მიუხედავად, არასდროს ჰქონია შიში და ცდილობდა, მუდამ ყოფილიყო გამბედავი და ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ მაღალი ხარისხის ნამუშევრების შექმნა შეეძლო.
ასევე ნახეთ: გზა ანდერგრაუნდ სცენიდან დიდ სცენამდე — MADLENA
Don't Miss
ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ რამდენიმე წლის წინ შედგა რომანით
Otaaraant Queer – თავისუფლება და კემპი დრეგი ჩემთვის ყოველთვის იყო თავისუფლების მთავარი წყარო, გამოხატვის ყველაზე ეფექტური გზა. ყოველთვის, როცა დრეგ
თბილისის კულტურის კვირეული ევროპის დღეებს ეძღვნება და 9-დან 12 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში იმართება. კვირეულზე წარმოდგენილია 30-ზე
კომედიური ჟანრის ფილმი “Problemista” 1 მარტს გამოვიდა ეკრანზე. მთავარ როლებს ტილდა სვინტონი და ხულიო ტორესი ასრულებენ. ფილმი მოგვითხრობს სალვადორელი სათამაშოების