Human Rights Watch ივნისში, სტამბოლში პრაიდზე გამოსულ აქტივისტებზე ხელისუფლების მხრიდან თავდასხმას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თურქეთის ხელისუფლება ცდილობს, ლგბტქი უფლებები წარმოაჩინოს ისე, თითქოს ეს საფრთხეს უქმნის მორალურ, რელიგიურ და ოჯახურ ფასეულობებს. ივნისში,
Human Rights Watch-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, ლესბოსელი ბისექსუალი და ქვიარ ქალები, ასევე, არაბინარული ადამიანები მთელ მსოფლიოში ხდებიან უსაფრთხოების სამსახურების, ოჯახის წევრებისა და სხვა ადამიანების მხრიდან ძალადობის სამიზნე. ამას ემატება ფესვგადგმული დისკრიმინაცია, რაც მათ ურთიერთობის განვითარებას, ოჯახის შექმნასა და საცხოვრისზე წვდომას უზღუდავს. ანგარიშზე მუშაობისას 66 ლბქ+ ადამიანი გამოიკითხა, რომლებიც ძირითადად ადამიანის უფლებათა დამცველები არიან ლოკალურ ან ეროვნულ დონეზე.
ვრცელი ანგარიში, აი, რატომ გავხდით აქტივისტები: ძალმომრეობა ლესბოსელი, ბისექსუალი, ქვიარ ქალებისა და არაბინარული ადამიანების მიმართ, ძალადობისა და დისკრიმინაციის მასშტაბური გამოძიებაა, რომელიც 26 ქვეყნის მონაცემებს აერთიანებს. HRW-მა გააანალიზა ერთი და იმავე სქესის წყვილებს შორის ურთიერთობის კრიმინალიზების მიღმა არსებული სექსისტური, პატრიარქალური სამართლებრივი რეჟიმები, როგორიცაა კაცების მეურვეობა, უთანასწორო მემკვიდრეობითი კანონები, მარტოხელა ქალების მიმართ დისკრიმინაცია, რაც ლბქ+ ადამიანების უფლებებს ლახავს და ცხოვრების ყველა ასპექტში უთანასწორო მდგომარეობას უქმნის. უსაფრთხოების სამსახურების, ოჯახის წევრებისა და სხვათა მხრიდან ფიზიკური და სექსუალური ძალადობის გარდა, ლბქ+ ადამიანები სამსახურში, მიწისა და საკუთრების ფლობის ნაწილში, შვილის ყოლის მსურველთა სერვისებში, მიგრაციისას, ლტოლვილად ჩაბარებისას და მართლმსაჯულების სისტემასთან ურთიერთობისას დისკრიმინაციას აწყდებიან.
„ლესბოსელი, ბისექსუალი და ქვიარ ქალები მთელ მსოფლიოში ლიდერობენ ადამიანის უფლებების დაცვის გამოწვევებთან დაკავშირებით, მაგრამ ბრუტალური თავდასხმების, სამართლებრივი დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების მასშტაბი, რომელიც ამ თემს მიემართება, თითქმის არ აღირიცხება“, — აღნიშნავს ერინ კილბრაიდი, HRW-ის ლგბტქი და ქალთა უფლებების მკვლევარი.
HRW-ის ანგარიშში უფლებების შელახვის 10 მთავარი მიმართულება გამოიკვეთა, რომელთა გადასაჭრელად დაუყოვნებელი კვლევები, დაფინანსება და სამართლებრივი ცვლილებებია საჭირო. მათ შორისაა იძულებითი და გარიგებით ქორწინება კაცებზე, შრომის უფლებები და სექსუალური ძალადობა სამსახურში, ასევე, იმ ქალების მიმართ ძალადობა უსაფრთხოების ძალების მხრიდან, რომლებიც მასკულინური გამოხატვით ხასიათდებიან, საკუთრების, მიწის ფლობასა და მემკვიდრეობაზე უთანასწორო წვდომა, სამართლებრივი შეზღუდვები ქალთა მოძრაობებზე და საჯარო ადგილებში ძალადობრივი თავდასხმები ლბქ+ წყვილებზე, მშობლობის უფლება და წვდომა ფერტილურობის სამედიცინო სერვისებზე, წვდომა სექსუალური, რეპროდუქციული და მენტალური ჯანმრთელობის სერვისებზე, სექსუალური ძალადობა და შემდგომი ზრუნვა, ლტოლვილის სტატუსის მოპოვებაზე შექმნილი ბარიერები, მართლმსაჯულებაზე წვდომა, ლბქ+ უფლებადამცველებზე თავდასხმა.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მსოფლიოს ქვეყნების 40%-ში ქალებს არ აქვთ თანაბარი წვდომა, რომ ფლობდნენ, მართავდნენ, ქირაობდნენ ან მემკვიდრეობით მიიღონ ქონება, რაც ლბქ+ წყვილებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ და სამართლებრივ ბარიერებს უქმნის. რეჟიმები, რომლებიც ქალებს ქირაობისას კაცი მეურვის ნებართვას სთხოვენ ან მემკვიდრეობის გადაცემისას ბიჭ მემკვიდრეს ანიჭებენ უპირატესობას, ლბქ+ წყვილებს ქირავნობის, ქონების ფლობის ან მემკვიდრეობის მიღების შესაძლებლობას ართმევენ.
საკუთრების ქონის უფლებაზე ქალებისთვის შექმნილი ბარიერები ხშირად ლბქ+ ქალებს აიძულებს კაცზე დაქორწინებას, რათა საკუთრებაზე წვდომა მიიღონ. მსგავსი მდგომარეობა იძულებითი ქორწინების პრაქტიკას აძლიერებს და ლბქ+ ქალებს განქორწინების, ფინანსურად თანასწორი ლბქ+ ურთიერთობის დაწყების შესაძლებლობას უზღუდავს.
„თავისუფლებისკენ მიმავალი გზა მოჭრილი გაქვს, თუ კაცზე არ დაქორწინდები“, — აღნიშნა ინტერვიუსას ლბქ+ აქტივისტმა ყირგიზეთიდან, რომელიც 19 წლის ასაკში იძულებით დააქორწინეს.
გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა თქვა, რომ ლბქ+ ადამიანებს, რომლებიც მასკულინური გამოხატვით ხასიათდებიან, მთელი ცხოვრების განმავლობაში ეკონომიკური ჩაგვრის, სამსახურში დისკრიმინაციისა და შევიწროების, ფსიქოლოგიური ძალადობის, უსაფრთხოების ძალების მხრიდან მიზანში ამოღების, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ატანა უწევთ. ლბქ+ აქტივისტები არგენტინიდან, ელ სალვადორიდან და ყირგიზეთიდან ამბობენ, რომ მასკულინური გამოხატვის მქონე ლბქ+ ადამიანები იძულებულები არიან ისეთ სამსახურებში დასაქმდნენ, სადაც უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის და მშრომელთა უფლებების სავალალო მდგომარეობაა (იქნება ეს ფერმერული სამუშაო, სექს-სამუშაო თუ ავტოსალონები). ამასთან, ძირითადად კაცებით დომინირებული მიმართულებებია და ფიზიკური და სექსუალური ჩაგვრის სამიზნე ხდებიან.
„უმეტესობა სექს-სამუშაოში იმიტომ ჩავერთეთ, რომ დასაქმების ბაზარი დისკრიმინაციულია, მაგრამ როცა პოლიცია სახლებსა და სხვა დაწესებულებებს არბევს, მასკულინურ ლესბოსელებს ისე ეპყრობიან, როგორც კაცებს — ძალადობრივი მეთოდებით ადებენ ბორკილებს, აჩოქებენ, მაისურებს ტანზე ახევენ“, — ამბობს სექს-სამუშაოში ჩართული ლესბოსელი უფლებადამცველი ელ სალვადორიდან.
საჯარო ადგილებში ხშირი გადაადგილება შედარებით ფემინური გამოხატვის მქონე ლბქ+ ადამიანებსა და წყვილებსაც ეზღუდებათ. HRW-მა აღრიცხა ლბქ+ წყვილების მკვლელობის, გაუპატიურებისა და მათზე ბრუტალური თავდასხმის შემთხვევები. ძალადობა ლბქ+ ადამიანებს აიძულებს, რომ გადაადგილებაზე თვითკონტროლი დააწესონ, რადგან პარტნიორთან ერთად სახლიდან გასვლის შიში აქვთ.
ლბქ+ ადამიანების მიმართ ძალადობრივი დანაშაულების გამოძიების მაჩვენებელი სავალალოა. 2022 წლის აპრილში, 25 წლის არაბინარული ლესბოსელი ჩრდილოეთ ნაირობიდან, შეილა ადიამბო ლუმუმბა საკუთარ საძინებელში გაშიშვლებული და მოკლული იპოვეს. სხეულის ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ლუმუმბა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, თავში ბლაგვი საგანი ჰქონდა ჩარტყმული, მკერდში, სახეზე, კისერზე და თვალებზე ნაიარევები ეტყობოდა. მკვლელობიდან კვირების შემდეგ კენიის პოლიციამ საქმის სათანადოდ გამოძიება ვერ შეძლო და მტკიცებულებები და ჩანაწერები შეილას მეგობრებსა და ოჯახს დაუბრუნა.
რეკომენდაციები
HRW-ის რეკომენდაციით, სახელისუფლებო ორგანოებმა ლბქ+ ადამიანების მიმართ ძალადობის შემთხვევების გამჭვირვალე და დროული გამოძიება უნდა ჩაატარონ და დახვეწონ კანონმდებლობა და პროტოკოლები, რომლებიც ლბქ+ ქალებისა და არაბინარული ადამიანების დაცვას უზრუნველყოფს. ძალაუფლების ორგანოებმა პატრიარქალური მაკონტროლებელი სისტემის რეფორმა უნდა გაატარონ, უნდა გადაიხედოს კაცების მეურვეობის კანონები, პრაქტიკები და სამართლებრივი ჩანაწერები, დისკრიმინაციული სამართლებრივი ჩარჩო საკუთრებაზე და მემკვიდრეობაზე, სხვა შეზღუდვები ქალების ავტონომიაზე, გადაადგილებაზე და ლგბტქი უფლებების ისეთი გავრცელებული შელახვის ფაქტები, როგორიც ქორწინების თანასწორობა და ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობის კრიმინალიზებაა.
ასევე, Human Rights Watch-ის რეკომენდაციაა, რომ დონორებმა დააფინანსონ ლბქ+ მოძრაობები, რომლებიც მიწის ფლობისა და გარემოს დაცვის, მკვიდრი ხალხების, მიგრანტებისა და შშმ პირების უფლებებზე მუშაობენ. გარდა ამისა, მათ აუცილებელად მიაჩნიათ ლბქ+ ეკონომიკური ჩაგვრის კვლევის დაფინანსება და გამოკვლევა, როგორ მოქმედებს ქალების ავტონომიაზე დაწესებული შეზღუდვები ლბქ+ ქალებზე.
„ლბქ+ აქტივისტები ექსპერტები არიან იმ ძალადობის შემთხვევების, რომლის გამოვლაც მათ თემს უწევს. ამ ანგარიშით ხელისუფლებებსა და დონორებს კონკრეტული მოქმედებისკენ მოვუწოდებთ, რომლის საწყისი წერტილი ლბქ+ მოძრაობების ხილვადობა, დაფინანსება და დაცვაა“, — ამბობს კილბრაიდი.
წყარო: Human Rights Watch
Don't Miss
წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც არც
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას
არ გაგიკვირდეთ თუ ამ პუბლიკაციაში ზოგიერთი ტერმინის განმარტება ან ჟღერადობა კარგად ნაცნობისგან განსხვავებული აღმოჩნდება. ადამიანის სექსუალობის, სქესის და გენდერის შესახებ
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Human Rights Watch-მა მიმდინარე წლის 12 იანვარს ადამიანის უფლებებათა მიმართულებით 100-მდე ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში ასახულია საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით 2022 წელს განვითარებულ მოვლენებიც.
დოკუმენტის მიხედვით, შეშფოთებას იწვევს ძალადობა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების წინააღმდეგ, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება, უკანონო თვალთვალი, შრომის უსამართლო პირობები.
ანგარიშის ნახსენებია ევროკავშირის განცხადება საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, რაც 12 პირობის შესრულებაზეა დამოკიდებული და რომელთაგან ბევრი ადამიანის უფლებების დაცვას უკავშირდება.
ანგარიშის ქვეთავში სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა ვკითხულობთ, რომ საქართველოში ლგბტ ადამიანები კვლავ შევიწროებას, დისკრიმინაციას და ძალადობას განიცდიან.
- მაისში, თბილისში, 5 ტრანსგენდერ ქალს სახლში დაახლოებით 30-კაციანი ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა. ქვებითა და აგურებით შეიარაღებული მოძალადეები თავს დაესხნენ ამ ქალებს და მათი ბინის მფლობელს, დააზიანეს მათი სახლი და სიკვდილით დაემუქრნენ მათ. ამ ანგარიშის მომზადების დროისთვის მიმდინარეობდა გამოძიება.
- ივლისში თბილისის საქალაქო სასამართლომ სამი ადამიანი დააჯარიმა ორგანიზაციის „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის 2021 წლის ივლისში მასობრივი ანტი-ლგბტ თავდასხმების დროს. ამ თავდასხმებს ათობით ადამიანის დაშავება და „ღირსების მარშის“ გაუქმება მოჰყვა. სასამართლომ გაამართლა მოპასუხეები უფრო მძიმე, დევნისა და ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებების ნაწილში. პოლიციამ სულ 31 ადამიანი დააკავა ძალადობისთვის. სასამართლოებმა 26 ადამიანს მიუსაჯეს პატიმრობა იმ ჟურნალისტებზე ძალადობისთვის, რომლებიც ამ მოვლენებს აშუქებდნენ. თუმცა, ხელისუფლებას არ გამოუვლენია და დაუსჯია მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები.
- 2021 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წელს საქართველოს სახელმწიფომ არ დაიცვა მშვიდობიანი დემონსტრანტები ჰომოფობიური და ტრანსფობიური ძალადობისგან, რითაც დაირღვა შეკრების თავისუფლება და არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის და დისკრიმინაციის აკრძალვა. 2013 წლის 17 მაისს მოძალადეთა ბრბო თავს დაესხა აქტივისტთა ჯგუფს, რომელიც ცდილობდა ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას. ამ ძალადობის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა.
ანგარიშის ქვეთავში ქალთა უფლებები მოტანილია პროკურატურის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, 13 ქალი მოკლეს და 11 ქალის მკვლელობა ოჯახის წევრებმა სცადეს.
HRW ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ “სასამართლოები ხშირად გირაოს სანაცვლოდ ათავისუფლებენ მოძალადე პარტნიორებს, რომლებიც აგრძელებენ მუქარას.”
ანგარიშში ასევე ნახსენებია 2021 წლის ნოემბერში გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (CEDAW) დადგენილება, რომლის მიხედვითაც, საქართველომ დაარღვია ქალების მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის რამდენიმე მუხლი ხანუმ ჯეირანოვას საქმესთან დაკავშირებით.
“ჯეირანოვა 2014 წელს გარდაიცვალა თანასოფლელების მხრიდან საჯარო დამცირებისა და ფიზიკური ძალადობის შემდეგ. CEDAW-მ დაადგინა, რომ საქართველომ, მათ შორის, ვერ უზრუნველყო ჯეირანოვას მიმართ არასათანადო მოპყრობისა და მისი სიკვდილის გამოძიება და ამ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების დასჯა; ასევე, ვერ დაიცვა ის გენდერული დისკრიმინაციისგან,” – ვკითხულობთ ანგარიშში.
Don't Miss
წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც არც
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას
არ გაგიკვირდეთ თუ ამ პუბლიკაციაში ზოგიერთი ტერმინის განმარტება ან ჟღერადობა კარგად ნაცნობისგან განსხვავებული აღმოჩნდება. ადამიანის სექსუალობის, სქესის და გენდერის შესახებ
Human Rights Watch-ის ცნობით, 1 ოქტომბერს, უნგრელი ლესბოსელი აქტივისტები ევროცენტრალური აზიის ლესბოსელების* თემის (EL*C) კონფერენციის ბოლო დღეს, რიგით მეორე ლესბოსელთა მარშს გამართავენ. Human Rights Watch წერს, რომ წლევანდელი კონფერენცია სახელწოდებით “ლესბოსელთა წინააღმდეგობა” სერბეთის მხრიდან ევროპრაიდი 2022-ის აკრძალვის მცდელობისა და იმ უკანასკნელი ორწლიანი პრაიდ მარშების თავდასხმების შემდეგ გაიხსნება, რომლებიც საქართველოში, ბულგარეთში, რუმინეთში, სერბეთში, თურქეთსა და უკრაინაში მოხდა.
Human Rights Watch-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უნგრეთში ევროცენტრალური აზიის ლესბოსელების* თემის კონფერენცია ხელისუფლების მხრიდან ლესბოსელთა აქტივიზმის მუდმივი შევიწროების ფონზე ტარდება. თებერვალში, სააპელაციო სასამართლომ ლაბრისის ლესბოსელთა ასოციაციის წინააღმდეგ გადაწყვეტილება მიიღო და დაადგინა, რომ პროსამთავრობო გაზეთში გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც ლესბოსელი აქტივისტები პედოფილებს შეადარეს, მათ რეპუტაციას არ აზიანებს.
2021 წლის ივნისში, უნგრეთის კანონის მიხედვით, ბავშვებისთვის “ნებისმიერი შინაარსის ჩვენება, რომელიც ხელს უწყობს, ან ასახავს სქესის შეცვლას ან ჰომოსექსუალობას” კრიმინალიზებული იყო. ის მოსაზრება, რომ პედოფილია დაკავშირებულია ლგბტქი უფლებებთან, მცდარია. 2021 წლის აგვისტოში მთავრობის დადგენილებამ მომხმარებელს შეუზღუდა წვდომა საბავშვო წიგნებზე “ზღაპარი ყველასთვის”, რომელიც 2020 წელს ლაბრისის ლესბოსელთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნდა და მასში გადმოცემულია ტრადიციული ქვიარ ზღაპრები ფემინისტი პერსონაჟებით. ახალი მოთხოვნის შესაბამისად, წიგნები, რომლებიც ჰომოსექსულაობასთან იყო დაკავშირებული, “დახურულ შეფუთვაში” იყიდებოდა.
“ბუდაპეშტში კონფერენციის ჩატარება ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. 1999 წლიდან ლაბრისი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების პოლიტიკური ჩაგვრის წინააღმდეგ იბრძვის. ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში მეტი შრომა გვიწევს, ვიდრე ოდესმე. ვიმედოვნებთ, კონფერენცია სიგნალს გაუგზავნის მთავრობას, რომ ლესბოსელთა წინააღმდეგობა ძლიერია და არასდროს დადუმდება“, — განაცხადა ლაბრისის აქტივისტმა, დოროტია რედაიმ.
ევროცენტრალური აზიის ლესბოსელების* თემის კონფერენცია და ლესბოსელთა მარში მიგრანტების, ლტოლვილების, ბოშათა თემებისა და უმცირესობების უფლებების წინ წამოწევას ისახავს მიზნად. 2018 წელს, უნგრეთის მიერ მიგრანტებისა და ლტოლვილების უფლებების დამცველთა კრიმინალიზების პირობებში, შესაძლოა, ორგანიზატორები რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. ეს კანონი, რომელიც გაეროს რამდენიმე სპეციალურმა მომხსენებელმა და ევროკავშირის იუსტიციის სასამართლომ ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევად დაადგინა, დღემდე ძალაში რჩება.
“ქვიარების, ფემინისტების, მიგრანტებისა და უმცირესობების უფლებების დაცვასთან დაკავშირებული შეტევების გათვალისწინებით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა კონფერენციისა და ლესბოსელთა მარშის მიმდინარეობისას და გააუქმოს კანონები, რომლებიც აქტივისტებისა და უფლებადამცველების მუშაობის კრიმინალიზებას ახდენს”, — აღნიშნულია Human Rights Watch-ის განცხადებაში.
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
Human Rights Watch ივნისში, სტამბოლში პრაიდზე გამოსულ აქტივისტებზე ხელისუფლების მხრიდან თავდასხმას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თურქეთის ხელისუფლება ცდილობს, ლგბტქი უფლებები წარმოაჩინოს ისე, თითქოს ეს საფრთხეს უქმნის მორალურ, რელიგიურ და ოჯახურ ფასეულობებს.
ივნისში, სტამბოლიდან იზმირამდე პრაიდის თვის აღსანიშნად ათასობით თურქი აქტივისტი, ლესბოსელი, გეი, ტრანსგენდერი და ბისექსუალი ადამიანი გამოვიდა. თურქეთის ხელისუფლებამ გამოსვლებს ლგბტქი აქტივისტებზე, იურისტებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმების სერიით უპასუხა. თურქული ლგბტქი უფლებათა დამცველი ჯგუფის “Kaos GL” თქმით, მთავრობამ აკრძალა 10 ლგბტქი ღონისძიება და მხოლოდ 37 დღეში 530-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
Human Rights Watch-ის განცხადებით, სტამბოლის პრაიდზე დაკავებულებმა განაცხადეს, რომ დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი — ეკეთათ ხელბორკილები და ისხდნენ მანქანებში საკვებისა და წყლის გარეშე. ისინი ღამით დააკავეს. პოლიციამ ადვოკატებს ხელი შეუშალა დაკავებულებთან დროულად შეხვედრაში, რაც დაკავებულთა ადვოკატთან წვდომის უფლების დარღვევაა. მათთან შეხვედრის უფლება მხოლოდ ორ ადვოკატს მიეცა. ერთ-ერთი მათგანი პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად ძალადობის მსხვერპლი გახდა, რის გამოც, ადვოკატმა სასამართლოს მიმართა.
თავდასხმების ეს ბოლო სერია არის თურქეთის მთავრობის მხრიდან საჯაროდ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შელახვა მათთვის, ვინც მხარს უჭერს ლგბტქი ადამიანებს და იცავს მათ უფლებებს, ნათქვამია განცხადებაში.
Human Rights Watch წერს, რომ 2015 წლიდან თურქეთის მთავრობამ დაიწყო კამპანიის წარმოება საჯარო ლგბტქი ღონისძიებების ჩასაშლელად, მათ შორის, პრაიდის მსვლელობისა და ანკარაში დაგეგმილი ლგბტქი ღონისძიებების. მთავრობამ, ასევე, დააწესა ცენზურა და დააჯარიმა ის მედიები, რომლებიც ლგბტქი ადამიანებს დადებითად წარმოაჩენდნენ. მთავრობის წარმომადგენლები საჯაროდ გამოდიოდნენ, რათა ლგბტქი ადამიანები თურქეთის ღირებულებების, ოჯახისა და ბავშვებისთვის საფრთხედ გამოეცხადებინათ.
“თურქეთის ხელისუფლების მუდმივი მცდელობა, ლგბტქი უფლებები წარმოაჩინოს ისე, თითქოს ეს საფრთხეს უქმნის მორალურ, რელიგიურ და ოჯახურ ფასეულობებს, არ გვაძლევს საშუალებას დავინახოთ მთლიანი სურათი: პოლიტიკური კონტექსტი და ანტი-უფლებათა დღის წესრიგი, რომელიც მთავრობის მიერ ლგბტქი აქტივისტებისა და მათი მხარდამჭერების დარბევას ემყარება. ლგბტქი უფლებების დარღვევა თურქეთის მთავრობის გააქტიურებული კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ოპოზიციის გაჩუმებასა და დემოკრატიული გარანტიების გაუფასურებას”, – ამბობს Human Rights Watch.
Human Rights Watch ასევე წერს, რომ ბოლო წლებში თურქეთის ხელისუფლება პოლიტიკურ უთანხმოებებს მტრობით შეხვდა, აკავებდა და უთვალთვალებდა უფლებადამცველებს, ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკოსებს, ქალთა უფლებებისთვის მებრძოლ აქტივისტებს, სტუდენტებს, დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და ხელისუფლების სხვა კრიტიკოსებს. მთავრობამ და მისი კონტროლის ქვეშ მყოფმა ორგანოებმა დააწესეს სადამსჯელო სანქციები დამოუკიდებელი რადიოებისთვისა და ტელევიზიებისთვის. ადამიანებს დევნიდნენ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო, რომლებშიც ისინი არ ემხრობოდნენ ძალადობას. პროკურორები მათ ბრალს სდებდნენ ისეთ დანაშაულებებში, როგორიცაა „პრეზიდენტის შეურაცხყოფა“ და „საზოგადოებრივი მტრობის წაქეზება“. ბოლო 5 წლის განმავლობაში თურქეთის ხელისუფლებამ 349000-ზე მეტი ვებ-გვერდი აკრძალა.
როგორც Human Rights Watch აღნიშნავს, თურქეთის ავტორიტარიზმის სანგრებში ღრმად ჩაძირვა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ლგბტქი ადამიანებს, არამედ ყველას, ვისაც პროტესტის გამოხატვა და დემოკრატიული მომავლის ძებნა სურს ქვეყნისთვის, რომელშიც ყველა ადამიანის უფლება დაცული იქნება.
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს