სატელევიზიო შოუების, Game Of Thrones-სა და The Last Of Us-ის ვარსკვლავი ბელა რემზი გენდერფლუიდად დაქამინგაუთდა. გენდერფლუიდი არის ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობაც არა ფიქსირებული, არამედ – ცვალებადია და სხვადასხვა დროს შეიძლება, სხვადასხვა იყოს. 19
სატელევიზიო შოუების, Game Of Thrones-სა და The Last Of Us-ის ვარსკვლავი ბელა რემზი გენდერფლუიდად დაქამინგაუთდა. გენდერფლუიდი არის ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობაც არა ფიქსირებული, არამედ – ცვალებადია და სხვადასხვა დროს შეიძლება, სხვადასხვა იყოს. 19 წლის მსახიობმა თავის გენდერულ იდენტობაზე საჯაროდ The New York Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.
“მგონი, ჩემი გენდერული იდენტობა ყოველთვის ფლუიდური იყო”, — განაცხადა ბელამ, — “ვიღაც თუ მდედრობითი სქესის ნაცვალსახელებით (she/her) მომმართავდა, ამაზე არაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ ვიცოდი, რომ თუ ვინმე მამრობითი სქესის ნაცვალსახელს (he/him) დამიძახებდა, ეს ცოტა ამაღელვებელი იყო”.
მსახიობმა გაამხილა, რომ საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში ის ყოველთვის არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე პირის გრაფას ნიშნავს. “უბრალოდ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. გენდერულად როცა განმსაზღვრავენ, დიდად არ მომწონს. თუმცა, რაც შეეხება ნაცვალსახელებს, ეს საერთოდ არ მადარდებს.”
ინგლისელმა მსახიობმა, ბელა რემზიმ, საყოველთაო პოპულარობა HBO-ს სატელევიზიო შოუს, Game Of Thrones-ში მონაწილეობით მოიპოვა. შოუში GOT ის ლიანა მორმონტს (Lyanna Mormont) პერსონაჟის როლს ასრულებს.
ამჟამად 19 წლის მსახიობი ახალი პოსტაპოკალიფსური სატელევიზიო შოუთი, The Last Of Us-თაა დაკავებული და ელი ვილიამსის (Ellie Williams) როლს ასრულებს.
წყარო: NME
Don't Miss
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის (FNF) მხარდაჭერით გამოიცა ქვიარის პირველი ბეჭდური ჟურნალი, რომლის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: QUEER Magazine
1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა, ის 1988 წლიდან აღინიშნება. ამ დღის ყოველწლიური აღნიშნვა ემსახურება კიდევ ერთხელ შეხსენებას იმისა, რომ
სამოქლაქო საზოგადოების წარმომადგენლების თქმით 9 დეკემბერს, შაბათს, რესპუბლიკის მოედნიდან, 14 საათზე დაიძრება მარში ევროპის მოედნისკენ. “ქართველი ხალხის ერთიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა
დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა სამსახურმა 28 ნოემბერს გამოქვეყნა ახალი კვლევა, რომლის თანახმად ბრიტანეთის ზრდასრული მსოახლეობის 10%-ზე მეტი იყენებს ონლაინ გაცნობის