უკრაინულ-ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაცია Razom-მა , რომელიც ადამიანის უფლებების დასაცავად მუშაობს, უკრაინის მხარდასაჭერი ახალი კამპანია — #ArmUkraineNow წამოიწყო. კამპანია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის შეიარაღებით მომარაგებას ისახავს მიზნად და უკრაინის მხარდამჭერებს მოუწოდებს: გადაიღონ ფოტო,
უკრაინულ-ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაცია Razom-მა , რომელიც ადამიანის უფლებების დასაცავად მუშაობს, უკრაინის მხარდასაჭერი ახალი კამპანია — #ArmUkraineNow წამოიწყო. კამპანია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის შეიარაღებით მომარაგებას ისახავს მიზნად და უკრაინის მხარდამჭერებს მოუწოდებს:
- გადაიღონ ფოტო, რომელზეც გამოჩნდება სლოგანი — #ArmUkraineNow;
- გააზიარონ ფოტო სოციალური ქსელებით, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ან, ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოებისთვის განკუთვნილ მცირე მიმართვას დაურთავენ. რუსული აგრესიის საწინააღმდეგოდ უკრაინის მძიმე შეიარაღებით მომარაგება მოითხოვონ და მშვიდობიანი მოქალაქეების გადარჩენისკენ მოუწოდონ;
- ფოტოს აღწერაში ჰეშთეგი გამოიყენონ და მონიშნონ სამი მეგობარი, რათა კამპანია ვირუსულად გავრცელდეს.
„უკრაინის დამატებითი შეიარაღებით აღჭურვის გარეშე ეს ომი დაუსრულებელი და სისხლისმღვრელი იქნება, რაც უიმედობას, ტანჯვას, კიდევ უფრო მეტ სიკვდილს მოიტანს. ომის დანაშაულები მარიუპოლის, ბუჩას და კრამატორსკის მიღმაც გავრცელდება. ომის გლობალური გავლენა მსოფლიოში ყველასთვის გაართულებს ცხოვრებას და გასცდება უკრაინის საზღვრებს. რაც უფრო მალე შეიარაღდება უკრაინა, მით უკეთესი ყველასთვის“, — აღნიშნულია Razom-ის განცხადებაში.
უკრაინის მხარდასაჭერ კამპანიაში საზოგადოება უკვე ჩაერთო, მათ შორის, უკრაინელი ლგბტქი მებრძოლები, რომლებიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძვიან.
Don't Miss
2 ივლისს, პოლიციამ ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის აქციის მონაწილეები, მათ შორის, ჰომოფობიური, პრორუსული დაჯგუფება ალტ-ინფოს ლიდერები, შოთა მარტინენკო და ზურაბ მახარაძე დააკავა.
26 ივნისს, მას შემდეგ, რაც თურქმა პოლიტიკოსებმა პრაიდთან დაკავშირებული ღონისძიებების აკრძალვის შესახებ განაცხადეს, სტამბულში გამართულ მშვიდობიან მარშზე პოლიციამ 373 აქტივისტი
კაფე მზიურმა პრაიდ კვირეულის მხარდაჭერის მიზნით კაფეს ვიტრინაში ლგბტქი დროშა გამოფინა, რასაც ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფის აქცია მოჰყვა. 30-მდე შეკრებილი, მღვდლების
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით შექმნილი პრორუსული, ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრებისგან შემდგარი ჯგუფი არ დაარეგისტრირა. გიორგი ქარდავას,