კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალურმა კომპანია ACT-მა შემთხვევითობის პრინციპით სატელეფონო კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის 87% მიიჩნევს, რომ „უკრაინის ომი ჩვენი ომიც არის“. მოსახლეობის უმეტესობა (84%) პირდაპირ გამოთქვამს მოსაზრებას, რომ „რუსეთი
კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალურმა კომპანია ACT-მა შემთხვევითობის პრინციპით სატელეფონო კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის 87% მიიჩნევს, რომ „უკრაინის ომი ჩვენი ომიც არის“.
მოსახლეობის უმეტესობა (84%) პირდაპირ გამოთქვამს მოსაზრებას, რომ „რუსეთი მტერია“. ამ აზრს დაახლოებით 11% არ იზიარებს, ხოლო დანარჩენ 5%-ს ამის შესახებ პასუხი არ აქვს.
მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (91%) ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები რუსეთის მხრიდან სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს და სიმართლე უკრაინის მხარესაა.
კვლევის თანახმად, რუსეთის მიერ ომის დაწყებას უკრაინის ტერიტორიაზე ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი (49%) არ ელოდა, 17% ფიქრობდა, რომ ომი დაიწყებოდა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ხოლო ყოველი მესამე გამოკითხული (31%) ელოდა ომის უკრაინის მთლიან ტერიტორიაზე დაწყებას, მათ შორის, დედაქალაქშიც.
რაც შეეხება ომში გამარჯვებულ მხარეს, 63% მიიჩნევს, რომ გამარჯვება უკრაინას დარჩება, 12%-ს გამარჯვებულად რუსეთი მიაჩნია, 20%-მა ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ იცის. ასევე, არიან ადამიანები (5%), რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება.
10-დან 9 გამოკითხულს უკრაინის გამარჯვება სურს (88%), რუსეთის გამარჯვების ნახვა კი – ძალიან მცირე რაოდენობას (1%).
საქართველოს მოსახლეობის 51% რუსეთისგან პრობლემებს ნებისმიერ შემთხვევაში მოელის, მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება უკრაინაში მოვლენები და ფიქრობს, რომ რუსეთს ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია საქართველოში შემოჭრა.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ომში განვითარებული მოვლენები მოსახლეობისთვის მტკივნეული და აქტუალურია. გამოკითხულთა უმრავლესობა (96%) თანხმდება იმაზე, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები საქართველოს ნაწილობრივ ან სრულად ეხება.
კვლევა 4-6 მარტს ჩატარდა და გამოკითხული რესპონდენტების რაოდენობამ 809 ადამიანი შეადგინა, ხოლო შერჩევის ცდომილებამ – 2.4%.
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს