ფოტოგრაფია

გაიცანით ჯეიმს ბიდგუდი — ქვიარ ფოტოგრაფიის კოვიდით გარდაცვლილი პიონერი

ჯეიმს ბიდგუდი, ფოტოგრაფი, რომელმაც 1960-70-იან წლებში ეროტიკული გეი ფოტოგრაფია ხელოვნების დონეზე აიყვანა, იანვრის მიწურულს კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა. 88 წლის ასაკში გარდაცვლილი შემოქმედის კარიერა ფანტასმაგორიულ ფოტოებსა და 1971 წლის ფილმ Pink

ამაზონის ტროპიკულ ტყეებში მცხოვრები ქვიარ ახალგაზრდების ფოტოებით მოყოლილი გამოცდილებები

ფოტოგრაფმა, დენიელ ჯეკ ლიონსმა ამაზონში მცხოვრები ქვიარ ადამიანების, მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენლების გამოცდილება, საცხოვრებელი გარემოსა და ველური ბუნების ფოტოებით მოყოლილი ისტორიები და გამოწვევები ფოტოგრაფიულ წიგნად

უკრაინელი ფოტოგრაფების საქველმოქმედო ფოტო-პროექტი უკრაინის დასახმარებლად

26-27 მარტს უკრაინელმა ფოტოგრაფებმა მარინა კარპიიმ და ევგენი ეფანოვმა გააკეთეს პროექტი, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება.

პრაიდის პორტრეტები — გამოფენა, რომელიც პრაიდზე და ლგბტქი უფლებებზე რეფლექსიაა

ბოსტონში პრაიდის თვისადმი მიძღვნილი ახალი გამოფენა გაიხსნა, რომელიც დამთვალიერებლებს მთელი ოქტომბრის განმავლობაში უმასპინძლებს. აქ გამოფენილია სხვადასხვა თაობის ლგბტქი ლიდერების პორტრეტები, ასევე, მათი რეფლექსია სიტყვა “პრაიდის” მნიშვნელობაზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია Leadership Brainery-ის დამფუძნებლების, დერიკ იანგ ჯულიორისთვის და ჯონათან ალენისთვის პრაიდი “იმის საჩვენებლად ყველაფერის გარისკვის ნებაა, რომ სიყვარული სიყვარულია — ჩვენი სიყვარული ჯადოსნურია, ნაზი და მშვიდობიანი, ჩვენი სიყვარული იცავს და ათავისუფლებს”. გამოფენაზე ამ და კიდევ 20 სხვა ლიდერის პორტრეტი და პასუხი გამოიფინა კითხვაზე — რას ნიშნავს პრაიდი?

“პრაიდის პორტრეტები” ხელოვანების, აქტივისტების, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის ლიდერებისა და სხვების ფოტოებს აერთიანებს, რომლებიც ფოტოგრაფმა ჯონ ჰუეტმა გადაიღო. პორტრეტებზე გამოსახულ ლიდერებს შორის შტატის სენატორი, ჯულიან სიერი, ბოსტონის საჯარო ბიბლიოთეკის პრეზიდენტი, დეივიდ ლეონარდი, უმაღლესი სკოლის მოსწავლე აქტივისტები, ეშტონ მოტა და ალია კუსოლიტო, ასევე, უფლებადამცველი მერი ბონაუტო არიან.

“ეს პორტრეტები ერთდროულად პერსონალური და პოლიტიკურია. ჩვენ გვაქვს უფლება აქ ყოფნის, იმგვარად სიყვარულის, როგორც გვიყვარს, იმგვარად არსებობის, როგორც გვინდა, რომ ვიარსებოთ”, — აღნიშნავს გამოფენის კურატორი, ჯინ დოლინი. მისი თქმით, პორტრეტებზე ლგბტქი მოძრაობის გმირების რამდენიმე თაობის წარმომადგენლები არიან გამოსახული.

დოლინის თქმით, გამოფენა იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ თავდასხმები აშშ-ში განსაკუთრებით გახშირებულია — ტრანსგენდერ ადამიანებზე თავდასხმიდან დაწყებული, იმ ლიტერატურისა და საგანმანათლებლო პროგრამის აკრძალვით დამთავრებული, რომელიც ჩვენს არსებობაზე ჰყვება.

თითოეული პორტრეტი იმ ადგილას არის გადაღებული, რომელიც ფოტოს გმირისთვის განსაკუთრებით ძვირფასია. ფოტოგრაფი ჯონ ჰუეტი იმედოვნებს, რომ მგრძნობიარე ფოტოები ადამიანებს დაეხმარება, უკეთ გაუგონ და გაიცნონ ის ლიდერები, “რომელთაც ლგბტქი ადამიანების მიმართ წარმოდგენების შეცვლის ხანგრძლივ ისტორიაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით”.

“ადამიანზე რაც უფრო მეტს იგებ, მით მეტ საერთოს პოულობ. ვფიქრობ, დღეს ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”, — აღნიშნა ჰუეტმა.

წყარო: Boston Globe

ამაზონის ტროპიკულ ტყეებში მცხოვრები ქვიარ ახალგაზრდების ფოტოებით მოყოლილი გამოცდილებები

პაულო გარემოსდაცვით აქტივიზმშია ჩართული და რამდენიმე მეგობართან ერთად რადიო გადაცემა Radio Floresta-ზე მუშაობს. გადაცემა ქალაქ კარეიროს მიმდებარე ბუნებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.


ლიონსმა მუშაობა კასა დო რიოში დაიწყო, ახალგაზრდობის ცენტრში, რომელიც ამაზონის ტროპიკული ტყეების შუაგულში, ბრაზილიაში მდებარეობს. ეს სათემო ორგანიზაცია თინეიჯერებისა და ახალგაზრდების კულტურული ცხოვრების მხარდამჭერია.



 

ლიონსი ქვიარ და ტრანსგენდერ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც იმედსა და ტრადიციებით, მემკვიდრეობის ტვირთით განპირობებულ იმედგაცრუებას შორის არიან გახლეჩილნი და უჭირთ, საკუთარი განსხვავებები გარემოს შეუსაბამონ. მან ახალგაზრდებს პორტრეტების გადაღება შესთავაზა და ადგილების, ჩასაცმელისა და პოზის შერჩევა მიანდო, რათა პროცესი კოლაბორაციად ექცია.


 

„ფოტოგრაფიული წიგნის სახელი ამაზონელი პოეტის, ტიაგო დე მელოს ლექსის — როგორც მდინარე — შთაგონებით ავირჩიე, რომელიც ერთ-ერთმა ტრანსგენდერმა კოლაბორატორმა აღმომაჩენინა. მან მითხრა: ‘ამაზონის პატარა მდინარესავით ვართ და დროა ოკეანეს შევუერთდეთ, დროა მსოფლიომ გაგვიცნოს“, — დენიელ ჯეკ ლიონსი.


 

წყარო: The Guardian
ფოტოგრაფი: დენიელ ჯეკ ლიონსი

ქვიარ ქალების მასკულინური სილამაზე ფოტოგრაფიაში

“The Colors We Don’t See at The End of The Rainbow” — ეს ახალი ჟანრია ბრუკლინში დაბადებული ფოტოგრაფისა და კინორეჟისორის, ლინდსი პერიმენისგან. Keep Reading

უკრაინელი ფოტოგრაფების საქველმოქმედო ფოტო-პროექტი უკრაინის დასახმარებლად

26-27 მარტს უკრაინელმა ფოტოგრაფებმა მარინა კარპიიმ და ევგენი ეფანოვმა გააკეთეს პროექტი, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება. Keep Reading

გაიცანით ჯეიმს ბიდგუდი — ქვიარ ფოტოგრაფიის კოვიდით გარდაცვლილი პიონერი

ჯეიმს ბიდგუდი, ფოტოგრაფი, რომელმაც 1960-70-იან წლებში ეროტიკული გეი ფოტოგრაფია ხელოვნების დონეზე აიყვანა, იანვრის მიწურულს კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა.

88 წლის ასაკში გარდაცვლილი შემოქმედის კარიერა ფანტასმაგორიულ ფოტოებსა და 1971 წლის ფილმ Pink Narcissus-ს აერთიანებდა, რომლის გამოსვლისას, რეჟისორის ვინაობა ანონიმური იყო.

ბიდგუდი გასული საუკუნის 50-იან წლებში დრეგ პერფორმერი იყო, 60-იან წლებში კი ფოტოების გადაღება ისეთი ჟურნალებისთვის დაიწყო, როგორიც Muscleboy იყო. მოგვიანებით იხსენებდა, რომ ამ გამოცემების ფოტოები უინტერესო და უსიცოცხლო გამოდიოდა, ამიტომ გადაწყვიტა, სიტუაცია შეეცვალა. ბიდგუდმა დეკორაციების მშენებლობას მიჰყო ხელი და ისეთი ფოტოების გადაღება დაიწყო, რომელთაც ბევრად ღრმა მნიშვნელობა ჰქონდათ. მის ნამუშევრებში შეხვდებოდით მითოლოგიის გავლენას, განათების ახლებურ გამოყენებას და კაცებს, რომლებიც ხშირად სრულიად შიშვლები პოზირებდნენ –  სანახაობა ერთდროულად იყო ეროტიული და კემპ მგრძნობელობით გამორჩეული.

https://www.youtube.com/watch?v=9Zzuk1Sd9Kg

1963 წლის დასაწყისში ბიდგუდმა ფილმის გადაღებაც დაიწყო, რომელიც 1971 წელს Pink Narcissus-ის სახელით გამოვიდა. თავისუფალი ფორმის მქონე ამბავი გეი სექსმუშაკის ფანტაზიების შესახებ იყო. ბიდგუდმა მხოლოდ ფილმის რეჟისურა კი არა, კოსტიუმებისა და სცენის დიზაინიც საკუთარ თავზე აიღო.

ფილმი კრიტიკოსებმა და მაყურებლებმა დაიწუნეს, თუმცა რეჟისორის ვინაობა არავინ იცოდა. მოგვიანებით, როცა ფილმმა პოპულარობა კიდევ ერთხელ მოიპოვა, დაიწყო მსჯელობა იმაზე, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩანაფიქრის ავტორი და ბევრი რეჟისორად ენდი უორჰოლს თვლიდა.

1999 წელს, ჯეიმს ბიდგუდის ავტორობა საბოლოოდ დადასტურდა, როცა ხელოვანის მონოგრაფია გამოქვეყნდა. ფილმმა კი სხვადასხვა ფესტივალი მოიარა. ბიდგუდის მივიწყებული ფოტოები გაიხსენეს, 2001 წელს მისი ნამუშევრების გამოფენა იტალიასა და ამერიკაში მოეწყო.

ჯეიმს ბიდგუდს გამოფენის შემდეგ უწოდეს „იმ დროის მამაცი პიონერი, როცა ფოტოგრაფიის ფორმალური და სექსუალური შინაარსი სწორხაზოვანი იყო და პიონერი იდეისა, რომ ეროტიკული მგრძნობელობა შეიძლება ნამდვილი ხელოვნების თანმდევიც იყოს“.

ბიდგუდი 80-იანი წლებიდან ფოტოგრაფიას ჩამოშორდა, მაგრამ 2000-იანებში საქმიანობას კიდევ ერთხელ მიუბრუნდა და ფოტოშოპი, ციფრული აუდიო დამუშავების ხერხები და სხვა უნარებიც კი შეისწავლა, რათა 3-საათიანი ავტობიოგრაფიული აუდიო პიესა — FAG – The Pretty Good Life of Jimmy Bundle ( FAG – ჯიმი ბანდლის საკმაოდ კარგი ცხოვრება) შეექმნა.

ქვიარ ფოტოგრაფიის პიონერი, გამბედავი ხელოვანი, რომელმაც ეროტიკული ფოტოგრაფია სწორხაზოვნებიდან ხელოვნებამდე დახვეწა, სიცოცხლის ბოლო წლებში განმარტოებული იყო, სახლს თითქმის არ ტოვებდა და ფინანსური პრობლემებიც ჰქონდა. მისი დაკრძალვის თანხა საქველმოქმედო გვერდზე შეგროვდა, ასევე აგროვებენ თანხას იმისთვის, რომ მისი ნამუშევრების არქივი შეიქმნას.

„უკნიდან“ / ClampArt

ათწლეულების განმავლობაში კემპის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლებოდა და 2019 წლის ინტერვიუში ამ სიტყვის საუკეთესო განმარტებაც გააკეთა: ,,განა კემპმა სულ მცირე ღიმილი არ უნდა მოგგვაროს? კემპი ჩემთვის იმ სიტუაციას ჰგავს, როცა ცოლი ქმრის დაკრძალვაზე ჭყეტელა ნარინჯისფერი კაბითა და თმაში დამაგრებული გრძელი ბუმბულით მიდის“.

წყარო: The New York Times