სტერეოტიპები

/

ნია ვაშაკიძის ისტორია და დამარცხებული სტერეოტიპები

ნია ვაშაკიძე არის ბადიბილდინგისა და ფიტნესის ტრენერი, საქართველოს IFBB ნაციონალური მსაჯი და  2021 წლის საქართველოს IFBB ,, სპორტული თამაშები”მონაწილე. იგი ამ სფეროში უკვე დიდი ხანია მოღვაწეობს, თუმცა თავიდან საკუთარი თავის დასამკვიდრებლად ბრძოლა

/

ნახეთ რეკლამა, რომელიც აპროტესტებს გენდერულ სტერეოტიპებს ქალების მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ

2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ფრანგული რეკლამა ფეხბურთის სამყაროში გენდერულ ვარაუდებს ეჭვქვეშ აყენებს. ის ბევრი სპორტული რეკლამის მსგავსად იწყება, სწრაფი ტემპის კლიპებით, სადაც ნაჩვენებია სპორტული მიღწევები ამაღელვებელ მუსიკასთან ერთად. თავდაპირველად ვიდეოში ჩანან ფრანგი ვარსკვლავებული ანტუან გრიზმანი და კილიან მბაპე,

ნახეთ რეკლამა, რომელიც აპროტესტებს გენდერულ სტერეოტიპებს ქალების მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ

/

2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ფრანგული რეკლამა ფეხბურთის სამყაროში გენდერულ ვარაუდებს ეჭვქვეშ აყენებს.

ის ბევრი სპორტული რეკლამის მსგავსად იწყება, სწრაფი ტემპის კლიპებით, სადაც ნაჩვენებია სპორტული მიღწევები ამაღელვებელ მუსიკასთან ერთად.

თავდაპირველად ვიდეოში ჩანან ფრანგი ვარსკვლავებული ანტუან გრიზმანი და კილიან მბაპე, რომლებიც თამაშობენ გუნდში Les Bleus.

“ფანტასტიკურია, რა ლამაზი გუნდია!” ამბობს კომენტატორი. შემდეგ ვხედავთ გულშემატკივრებს, რომლებიც აღფრთოვანებულები ყვირიან “ეს არის ფეხბურთი, რომელიც ჩვენ გვიყვარს!”

შემდეგ ეკრანი შავდება, და ჩანს ტექსტი: „მხოლოდ Les Bleus-ს შეუძლია მოგვცეს ეს ემოციები. მაგრამ, რაც ახლა ნახეთ ისინი არ იყვნენ.”

შემდეგ რეკლამაში ვხედავთ, რომ სინამდვილეში ქალი ფეხბურთელების თამაშს ვუყურებდით, რომლებიც დიფ ფეიკით იყო შეცვლილი.

 

“როდესაც მხარს ვუჭერთ les Bleus-ს, ჩვენ მხარს ვუჭერთ les Bleues-ს”, – ნათქვამია რეკლამის ბოლოს, რაც მიუთითებს საფრანგეთის ქალების  ეროვნული ნაკრების პოპულარულ მეტსახელზე.

რეკლამა, რომელიც თავდაპირველად ივნისში გამოქვეყნდა ქალების მსოფლიო ჩემპიონატის პოპულარიზაციისთვის, უარყოფს სტერეოტიპს, რომ ქალების ფეხბურთი არ არის ისეთი საინტერესო და შთამბეჭდავი, როგორიც კაცებისაა.

წელს ფინალურ მსოფლიო ჩემპიონატში ორი საკულტო ქვიარ მოთამაშეც მიიღებს მონაწილეობას. ბრაზილიელი ფეხბურთის ლეგენდა მარტა მეექვსედ ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატს. ხოლო ამერიკელი ფეხბურთის ვარსკვლავი მეგან რაპინოე მეოთხედ.

 

ნია ვაშაკიძის ისტორია და დამარცხებული სტერეოტიპები

/

ნია ვაშაკიძე არის ბადიბილდინგისა და ფიტნესის ტრენერი, საქართველოს IFBB ნაციონალური მსაჯი და  2021 წლის საქართველოს IFBB ,, სპორტული თამაშები”მონაწილე.

იგი ამ სფეროში უკვე დიდი ხანია მოღვაწეობს, თუმცა თავიდან საკუთარი თავის დასამკვიდრებლად ბრძოლა უწევდა, რადგან დაახლოებით 10 წლის წინ ამ სფეროში ცოტა ქალი იყო. იგი ვიდეოში საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს და მოუწოდებს ქალებს, რომ უფრო და უფრო მეტნი ჩაერთონ ამ სფეროში.

ვიდეოზე მუშაობდნენ მაშიკო გიორგობიანი და ნინი ვანიშვილი.