13 ოქტომბერს, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, გეი ბართან, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით 2 ადამიანი მოკლა. პოლიციის თქმით, მკვლელობის მოტივი ჯერ დაუდგენელია. სლოვაკური მედია კი წერს, რომ დამნაშავე სოციალურ ქსელებში იყენებდა ფრაზას “სიძულვილით
13 ოქტომბერს, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, გეი ბართან, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით 2 ადამიანი მოკლა.
პოლიციის თქმით, მკვლელობის მოტივი ჯერ დაუდგენელია. სლოვაკური მედია კი წერს, რომ დამნაშავე სოციალურ ქსელებში იყენებდა ფრაზას “სიძულვილით მოტივირებული დანაშაული”, ასევე, იძებნება ჰეშთეგი #გეიბარი. ახალი ამბების სააგენტო The Dennik N-ის მტკიცებით, თავდამსხმელმა დანაშაულის ჩადენამდე ლგბტქი ადამიანებისა და ებრაელების საწინააღმდეგო მანიფესტიც გამოაქვეყნა.
“თეთრების ბატონობის, რასიზმისა და ექსტრემიზმის შედეგად სხვადასხვა ჯგუფის, მათ შორის, ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს გამართლება არ აქვს”, — დაწერა სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა ტვიტერზე.
დანაშაულის ადგილი მოინახულა სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ.
“მინდა ლგბტქი ადამიანებს ვუთხრა, რომ თქვენ არ ხართ ისინი, ვისაც საზოგადოებაში ადგილი არ აქვთ, თქვენ არ უნდა გეშინოდეთ ქუჩაში გავლის. სლოვაკეთში სიძულვილის ადგილი არაა”, — თქვა მან.
წყარო: Reuters
Don't Miss
5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას პერინატალურ პერიოდში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43 წლის კაცი დააკავეს. ის დაკავებულია
6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების მიერ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს