დღეს, 18 საათზე, პარლამენტის შენობასთან, მოქალაქეების მიერ ორგანიზებული უკრაინის მხარდასაჭერი აქცია – #GeorgiaSupportsUkraine გაიმართა. შეკრების მიზანი დამოუკიდებლობის, განვითარების, დემოკრატიის და რუსეთის აგრესიისგან თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერა იყო. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ადვოკატ დავით გელაშვილის
პრორუსული, ძალადობრივი დაჯგუფება ალტ-ინფო საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ოფისებს ხსნის, რასაც არაერთ ქალაქში საპროტესტო აქციების გამართვა მოჰყვა — მესტიაში ალტ-ინფოს ოფისის გახსნის წინააღმდეგ ახალგაზრდები გამოვიდნენ, რასაც პრორუსულმა ძალამ აგრესიით უპასუხა და 10-მდე ადამიანი სცემეს, იგივე განმეორდა ქობულეთშიც, სადაც სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების მიერ ორგანიზებულ აქციაზე კონსერვატიული მოძრაობის 12 წევრი და მხარდამჭერი დააკავეს, მოქალაქეთა ორგანიზებით მოეწყო აქცია ოზურგეთსა და ზუგდიდშიც. ალტ-ინფოს ოფისის გახსნა ამბროლაურშიც გააპროტესტეს, გორში ოფისის შენობას წითელი საღებავი შეასხეს, ახალციხეში ადგილობრივებმა ოფისის ბანერზე საბჭოთა ნოსტალგიების საწინააღმდეგო წარწერები გააკეთეს, ხულოსა და შუახევში კი პრორუსულ ძალას ოფისები გახსნის დღესვე დაატოვებინეს.
განსაკუთრებული წინააღმდეგობით შეხვდნენ მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას პროტესტს, რომელმაც ალტ-ინფოს ოფისი უკრაინის ფერებში შეღება და ბანერზე წარწერა – „რუსეთი ოკუპანტია“ დატოვა. სამირა ბაირამოვას პროტესტს ალტ-ინფოს მხარდამჭერებისა და დაჯგუფების წევრების მუქარა მოჰყვა, რომელიც ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივების ნიშნებს შეიცავდა.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციის ორგანიზატორები ძირითადად ქალი აქტივისტები იყვნენ, პრორუსული ძალის მხარდამჭერების განცხადებები კი, ხშირ შემთხვევაში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავდა. სამირა ბაირამოვამ, ასევე ოზურგეთელმა აქტივისტებმა, სარჩელი მუქარისშემცველ განცხადებებთან დაკავშირებით შეიტანეს, თუმცა ხელისუფლების მხირდან ალტ-ინფოს ძალადობრივი ქმედებების დაგმობა ღიად არ გვინახავს. გამონაკლისი იყო ნინო წილოსანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რომელმაც სხდომაზე ვახტანგ გომელაურს მოუწოდა, რომ სამირა ბაირამოვას წინააღმდეგ წამოწყებული სიძულვილის კამპანიასთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯები გადადგან.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტან გომელაურმა განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და საქმეს ბოლომდე მიიყვანენ, თუმცა ალტ-ინფოსთვის პარტიული საქმიანობის აკრძალვის შესახებ თქვა, რომ ამისთვის გამართული კანონმდებლობაა საჭირო და მისი პირადი სურვილი ვერაფერს შეცვლის, რადგან მას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, კანონის აღსრულება ევალება.
სამოქალაქო საზოგადოება მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ საკმარისი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ალტ-ინფოს ქმედებების მოკვლევა მოხდეს, მათ შორის, 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზება, რომლის დროსაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი სცემეს, დაარბიეს სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისები და დალეწეს ორგანიზაციების პირადი ტექნიკა. აქციის ორგანიზატორები დღემდე არ დაუკავებიათ, ძალადობრივ ქმედებაში ბრალდებული პირებიდან კი მხოლოდ ერთი ადამიანის სამართლებრივი პასუხისგება დადგა. დაკავებული 6 ივლისს დაგეგმილი მდუმარე აქციის მოწინააღმდეგე პირია, რომელმაც პალიტრა ნიუსის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ხელისუფლების უმოქმედობის საპასუხოდ და აქტივისტებისთვის სოლიდარობის გამოსახატად, მათ შორის, სამირა ბაირამოვას მხარდასაჭერად, ქალთა მოძრაობამ ღია წერილი გამოაქვეყნა და მუქარის შემთხვევების ეფექტურ გამოძიებას, სამირა ბაირამოვასთვის დაცვის გარანტიების შექმნასა და კონსერვატიული პარტიის მოქმედებების შესწავლას ითხოვენ.
„ქალთა მოძრაობა სოლიდარობას უცხადებს უფლებადამცველ სამირა ბაირამოვას და სახელმწიფოსაგან მოითხოვს მისი დაცვის გარანტიებს და მყისიერ და ეფექტურ გამოძიებას სამირას მიმართ გამოთქმული მუქარის დანაშაულზე.
ამასთან, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტის წევრებს, როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიებიდან შესწავლონ და შეაფასონ “კონსერვატული პარტიის” საქმიანობა და მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს “კონსერვატული პარტიის” აკრძალვის მოთხოვნით ვინაიდან “კონსერვატურლი პარტია” ეწევა ძალადობის პროპაგანდას და აღვივებს ეროვნულ და რელიგიურ შუღლს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დღეს, როცა რუსეთის აგრესიას უკრაინაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ეწირება, საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან პროტესტი ბუნებრივია, ამასთან, ალტ-ინფო „იდეოლოგიურად და ფინანსურად საზრდოობს რუსეთიდან, საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს, ღიად აღვივებს ეთნიკურ და რელიგიურ შუღლს საქართველოში, გამოირჩევა მიზოგინიით და ჰომოფობიით, აორგანიზებს ძალადობრივ ჯგუფებს და 5-6 ივლისს თავს დაესხა ჟურნალისტებს და უფლებადამცველებს“.
საერთაშორისო ორგანიზაციის – ქალები საერთო მომავლისთვის და ქალთა მოძრაობის წევრი, უფლებადამცველი იდა ბახტურიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ „განსაკუთრებით საფრთხისშემცველი სამირა ბაირამოვას წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაა, რომელიც ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივებას ისახავს მიზნად. ძალადობრივი ჯგუფები ჯვრის გადაღებაზე აკეთებენ აქცენტს, მაგრამ ეს არის რელიგიური შუღლის გაღვივების მცდელობა, ყველა გადაჯვარედინებული სიმბოლო ჯვარი არ არის. სამირას პროტესტი არ მიემართებოდა ჯვარს და ჯდებოდა პროტესტის კანონით გათვალისწინებულ ფორმაში. გარდა ამისა, ეს პროცესი ქალის მისამართით ჩაგვრის მცდელობაა, მსგავსი ძალადობრივი ჯგუფები განსაკუთრებით სასტიკნი არიან ლგბტქი აქტივისტებისა და ქალების მისამართით. ხელისუფლების მხრიდან მათი ქმედებების ნაკლებად დასჯა იწვევს აგრესიის, ძალადობის წახალისებას. ქალების მიმართ აგრესიას ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად მწვანე შუქს უნთებენ, მეტიც, თავად აჟღერებენ დისკრიმინაციულ განცხადებებს ტრიბუნიდან, რაც ასეთ ჯგუფებს კიდევ უფრო მეტ გამბედაობას სძენს.
დღეს გავავრცელეთ სოლიდარობის წერილი სამირა ბაირამოვას და იმ აქტივისტების მისამართითაც, რომლებიც ბოლო პერიოდია რეგიონებში ალტ-ინფოს ოფისების გახსნას აპროტესტებენ. პირველ რიგში, ვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ ამ დაჯგუფების მხირდან განხორციელებული ყველა მუქარისშემცველი ქმედება შეისწავლოს, რადგან ეს მყისიერ საფრთხეს უქმნის, როგორც სამირა ბაირამოვას, ისე სხვა აქტივისტებს. აუცილებელია, რომ ამ ქმედებებს სათანადო რეაგირება მოჰყვეს, ამას 5 ივლისიდან მოყოლებული ვითხოვთ და ჯერ კიდევ არ არიან დასჯილი დანაშაულის ორგანიზატორები. დაისაჯა მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ ორგანიზატორები დაუსჯელები არიან და ახლაც ძალადობის და მუქარისშემცველ ქმედებებს აორგანიზებენ რეგიონული აქტივისტების მისამართით. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ სახელმწიფოსგან – პარლამენტის და პრეზიდენტისგან, რომ აკრძალონ ამ პარტიის საქმიანობა. ისინი ეროვნულ და რელიგიურ შუღლს აღვივებენ და არაფერი აქვთ საერთო პოლიტიკურ პარტიასთან.’’
ქალთა მოძრაობის კიდევ ერთი წევრი, ექსპერტი ადამიანის უფლებებისა და გენდერის საკითხებში, მორეტა ბობოხიძე კი აღნიშნავს, რომ ალტ-ინფო რელიგიურ და ეთნიკურ შუღლს აღვივებს და ძალადობრივი ქმედებებით გამოირჩევა, ამიტომ, გაუმართლებელია მსგავსი დაჯგუფების არსებობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის საბაბით.
„ალტ-ინფოს ქმედებების მიმართ ინდიფერენტული მიდგომა იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლებას არ აქვს სათანადო ცოდნა რელიგიური ექსტრემიზმისა და ანტიგენდერულ მოძრაობებთან დაკავშირებით, ეს გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოში და ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მწვავედ დგას. ალტ-ინფოს შევაფასებდი, როგორც ანტიგენდერულ მოძრაობას, გარდა ამისა, ისინი აღვივებენ ეთნიკურ და რელიგიურ შუღლს და აშკარად გამოხატულია მათი პრორუსული განწყობებიც. ეს არის ცუდი პროექტი, დადასტურებულად არ ვიცით, საიდან ფინანსდება, მაგრამ მახვილი გონება და დაკვირვებული თვალი მიხვდება – საიდან. შესაბამისად, დიდი საფრთხის წინაშე ვართ, განსაკუთრებით ქალები. მათი ოფისების გახსნის წინააღმდეგაც აქტიურად ილაშქრებენ ქალები – ზუგდიდშიც, მარნეულშიც, ოზურგეთშიც. ქალებმა ყველაზე უკეთ დავინახეთ, რომ ეს არის, მათ შორის, ქალების წინააღმდეგ მოქმედი ორგანიზაცია, რაც ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია.
შეიძლება, ხელისუფლებამ ალტ-ინფოს არსებობა სიტყვისა და გამოხატვის, პარტიის ჩამოყალიბების თავისუფლებით გაამართლოს, მაგრამ ამის საპირწონედ დგას უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება, რაც მათი პირდაპირი მოვალეობაა. აუცილებელია, შეფასდეს ამ დაჯგუფების გავლენა დემოკრატიული განვითარების პროცესზე, საზოგადოების კეთილდღეობაზე. ხელისუფლება ვალდებულია, რომ ყველა პარტიის კეთილსინდისიერება და მიზნები გადაამოწმოს“, – ამბობს მორეტა ბობოხიძე.
მორეტა ბობოხიძე იმასაც ამბობს, რომ „ახლა ალტ-ინფოს მსგავსი ჯგუფებისთვის საუკეთესო ნიადაგია, რადგან ადამიანები დაბნეულები და შეშინებულები არიან, არის რეტრავმატიზირების შემთხვევები, დღეს უკრაინაში მიმდინარე ომი ჩვენს თავზე გამოვცადეთ, ამიტომ ხალხი დამფრთხალია, ყველანი მოწყვლადები ვართ და ადამიანთა სხვადასხვა მოძრაობაში გაუცნობიერებლად ჩათრევა ბევრად მარტივია, ამიტომ სახელმწიფომ ასმაგი ყურადღება უნდა მიმართოს ალტ-ინფოს მოქმედებებისა და გამონათქვამებისკენ და იმოქმედონ შესაბამისად. ახლა თითოეულ სიტყვას შეიძლება ჰქონდეს ბევრად დიდი წონა. ამ პროცესში დროის დაკარგვა იქნება უკუსვლა და რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯი“.
ვესაუბრეთ ადამიანთა უფლებათა სახლის ფონდის უფროს მრჩეველს ადამიანის უფლებათა საკითხებში, ქეთი აბაშიძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ ალტ-ინფოს ძალადობრივი ქმედებების არაერთი მტკიცებულება არსებობს, თუმცა ხელისუფლებას არ აქვს ნება ამ შემთხვევების გამოძიების.
„სახელმწიფოს გულგრილობა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ძალადობრივი ჯგუფების წახალისებაც კი, რაც ჩვენ 5 ივლისსაც მოვისმინეთ, მიანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფოს არ აქვს სურვილი, შეაჩეროს ისინი და მათთვის მისაღებია ასეთი ქმედებები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი ჯგუფები ხშირად სწორედ უფლებადამცველებს ემუქრებიან, ალბათ ამიტომ არაა გასაკვირი, რომ დღეს მათი მუქარის სამიზნე სამირა ბაირამოვა გახდა. გვახსოვს ისიც, რომ ისინი ლგბტქი აქტივისტების მიმართ ძალადობის წამხალისებლები არიან და თვითონაც ძალადობენ, მაგრამ სახლემწიფო არც სიტყვით გმობს მათ ქმედებებს და არც სამართლებრივი პასუხისგების საკითხს აყენებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეს საგანგაშოა. უკვე დიდი ხანია ეს ჯგუფი მოქმედებს და ჟურნალისტებს შემონახული აქვთ მათი ყველა მოწოდება, საქმიანობა, ეს არ არის მხოლოდ ძალადობის მუქარა, გვაქვს მათ მიერ წახალისებული ძალადობრივი ქმედებების მაგალითები, მათი მონაწილეობით ან მათ მიერ ორგანიზებული ძალადობის ფაქტები, ამიტომ, სახელმწიფო ვალდებულია, აღკვეთოს მათი ქმედება და ასევე, ხმამაღლა და საჯაროდ დაგმოს კიდეც. სახელმწიფოს აქვს უფლებადამცველების მიმართ ნაკისრი ვალდებულებები – გაეროს სხვადასხვა რეზოლუციის მიხედვით, ამიტომ ისინი ვალდებულნი არიან, შეასრულონ აღებული ვალდებულებები. რეზოლუციებში საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფომ უნდა დაიცვას უფლებადამცველები შესაძლო ძალადობისგან, მათ შორის, არასახელისუფლებო ჯგუფებისგან მომდინარე ძალადობისგან, სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას კეთილგანწყობილი გარემო და ამ პროცესში მნიშნველოვანია მხარდაჭერის მკაფიო განცხადებები და სიტყვიერი მხარდაჭერაც უმაღლეს დონეზე, ეს მათი პოლიტიკური ვალდებულებაა, რომელსაც მეტწილად არ ასრულებენ“, – გვეუბნება ქეთი აბაშიძე.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე ამბობს, რომ ალტ-ინფოს ანტისახელმწიფოებრივი ინტერესები აშკარად გამოკვეთილია, ამიტომ არსებობს საფუძველი მათი საქმიანობის აღსაკვეთად, თუმცა ხელისუფლება სათანადოდ არ რეაგირებს.
„ალტ-ინფო არის რუსული ინტერესების გამტარი დაჯგუფება, რაც სახელმწიფოს, მოქალაქეების მიერ არჩეულ საგარეო კურსთან წინააღმდეგობაშია. ამ მიმართულებით სვლა ჩვენი კონსტიტუციითაც არის გარანტირებული. რუსეთის აგრესია, ომის შედეგები ყველას კარგად გვახსოვს და დღემდე ოკუპირებული აქვთ სხვადასხვა სახელმწიფოს ტერიტორიები, ამ დროს რომელიმე ჯგუფი ოკუპანტის ინტერესებს თუ ატარებს, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, ამიტომ, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება ინტერესებს. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ჯგუფების თარეში ქვეყანაში შესაძლებელი არ უნდა იყოს, ისინი ქვეყნის სუვერენიტეტს უქმნიან საფრთხეს და ჩვენს კონსტიტუციურ წყობასთან აცდენაში არიან. ამ პრობლემას მეორე ნაწილიც აქვს, ისინი აღვივებენ ხან ეთნიკურ შუღლს, ხან – რელიგიურს, გვახსოვს 5 ივლისის მოვლენებიც, როცა ჰომოფობიური, ძალადობრივი აქცია დააორგანიზეს, ისინი ებრძვიან ყველაფერს, რაც დასავლურ ღირებულებებად მოიაზრება. ისინი ებრძვიან ადამიანების თავისუფლებას არა მხოლოდ გამოსვლებით, არამედ ფიზიკური ძალადობით და დაპირისპირებითაც. ისინი არიან დამნაშავეები, მაგრამ ვერ ვხედავთ, რომ ამისთვის სათანადოდ ისჯებიან, ხელისუფლება არ ატარებს სათანადო ზომებს, რაც მრავალ კითხვის ნიშანს აჩენს. როცა მომსწრეები ვართ ადმინისტრაციული შენობისთვის კვერცხის სროლის გამო დაკავების და ამის საპირწონედ მოძალადე ჯგუფების წინააღმდეგ უმოქმედობაა, ისმის კითხვა ხელისუფლების ნებასთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩნდება ეჭვი, რომ როცა მოძალადეს არ სჯი, შესაძლოა, მათი მდუმარე მოკავშირეც იყო“, – აღნიშნავს ნინო დოლიძე.
ქეთი აბაშიძის თქმით, ადამიანის უფლებათა სახლმა 2021 წელს რეგიონში კვლევა ჩაატარა, რომლითაც ულტრამემარჯვენე ჯგუფების რუსეთთან პირადაპირი თუ ირიბი კავშირი დგინდება, რაც ანტისახელმწიფოებრივია. გარდა ამისა, მისი თქმით, „კვლევების უმრავლესობის მიხედვით, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან ქალი უფლებადამცველები, აქტივისტები, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების უფლებებისთვის იბრძვიან, ლგბტქი უფლებადამცველები და ასევე ლგბტქი თემი, გარდა ამისა, გარემოსდამცველები, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები და ჟურნალისტები. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მკვეთრ პოზიციას“.
სამირა ბაირამოვას მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, 21 მარტს, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე, პოლიტიკოსი და უფლებადამცველი ქალები, მათ შორის, ნინო დოლიძე, ბაია პატარაია, ანა ნაცვლიშვილი და ხათუნა სამნიძე მარნეულში იყვნენ ჩასული, ამის ამსახველი ფოტოები ანა ნაცვლიშვილმა პირადი ფეისბუკის გვერდზე გაავრცელა.
აქტივისტების მიმართ სოლიდარობისა და ალტ-ინფოს ქმედებებთან დაკავშირებული წინააღმდეგობის ორგანიზატორები ხშირ შემთხვევაში უფლებადამცველი და პოლიტიკოსი ქალები არიან, რომლებიც ერთხმად მოითხოვენ სამირა ბაირამოვასთვის და სხვა აქტივისტებისთვის დაცვის გარანტიების შექმნას, ალტ-ინფოს ქმედებების გამოძიებას და ხელისუფლების მხრიდან მკაფიო განცხადებებს, მათ შორის, 5-6 ივლისის ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით. იდა ბახტურიძის თქმით, ელიან უფრო მეტს და ითხოვენ უფრო მეტს.
ნინო დოლიძე კი აღნიშნავს, რომ „შსს აქტიური კი არა პროაქტიური უნდა იყოს და რეაგირება უნდა ჰქონოდათ მაშინვე, როცა მუქარა გაჟღერდა, მაგრამ გუშინ ამ ჯგუფებმა ენმ-ის ოფისიც გადაღებეს, რაც სამირას წინააღმდეგ მიმართული აგრესია იყო და არა ენმ-ზე ანგარიშსწორება. შსს-ს მოქმედებაში მხოლოდ გამოძიებას კი არ ვგულისხმობ, განცხადებების გავრცელებას, იმის ცხადად თქმას, რომ მსგავსი ქმედებები ქვეყანაში მიუღებელია. სახელმწიფოს პოლიტიკა და პოზიცია არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველას გვახსოვს, თუნდაც 5 ივლისთან დაკავშირებით პრემიერის განცხადება, რომელმაც ძალადობა წაახალისა“.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
პეტერბურგში მყოფი ლგბტქი ჯგუფ Coming Out-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსანდრ ვორონოვმა Pink News-თან საუბარში აღნიშნა, რომ პუტინის უკრაინაზე თავდასხმაზე თვალის მიდევნებით, ნათელი გახდა, რა მოხდებოდა მომავალში.
მისი ჯგუფი და სხვა ადამიანის უფლებადამცველები რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები და ომის საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეები არიან, ამიტომ კრემლისთვის მომავალში ნომერ პირველი მტრები გახდებიან. მსგავს საბაბს ხელისუფლება ათწლეულებია ეძებს.
დევნა უკვე დაიწყო. ვორონოვის თქმით, ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებმა, ომის დაწყების პარალელურად, აქტივისტების სახლები და ოფისები დაარბიეს, ზოგიერთი კი ქაღალდის ნაგლეჯის აღმოჩენისთვის დააკავეს.
„რუსეთმა ომი უკვე წააგო: მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის არმია ვერაფერს უხერხებს ბევრად პატარა ქვეყანას, რომელზეც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ სუსტია“, – ამბობს ვორონოვი და ამატებს – „აქ გაურკვეველი ომის მოგება ან წაგება კი არაა, საკითხავია, რას მოიმიზეზებენ, როცა ომს წააგებენ: მარცხი დაბრალდება უფლებადამცველებს, მათი თქმით, „უცხოეთის ჯაშუშებს“ და „ტრადიციული ღირებულებების“ მოღალატეებს, ყველას, ვინც ომის წინააღმდეგ იყო. ომის წაგების ტვირთს ჩვენ აგვკიდებენ“.
მომავლის მოლოდინით დაზაფრულმა ვორონოვმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციის წევრების საზღვარგარეთ გადაყვანა იგეგმება, რაც უსაფრთხოების გარანტიების შესაქმნელად აუცილებელია. მისი თქმით, მხარდაჭერის სერვისებისა და ადვოკატირების პროცესს ონლაინ რეჟიმში გააგრძელებენ.
„ვშიშობ, რუსეთიდან საქმიანობის გაგრძელება ციხისკენ გზა იქნება“, – ამბობს ვორონოვი.
უკრაინაში მიმდინარე სასტიკ ქმედებებს დასასრული არ უჩანს. 24 თებერვლიდან დღემდე, სულ მცირე, 847 სამოქალაქო პირი მოკლეს, უკრაინელთა ნაწილმა, 3 მილიონზე მეტმა, ქვეყანა დატოვა.
„როგორც მთელი მსოფლიო, ჩვენც შოკში ვიყავით. ამას არავინ ელოდა და, რა თქმა უნდა, შეგვეშინდა კიდეც“, – აღნიშნავს ვორონოვი.
ლგბტქი რუსებისთვის უბრალოდ არსებობაც კი წლებია არალეგალური იყო, თუ, რა თქმა უნდა, მათ არსებობას ვინმე აღიარებდა, მაგრამ ომის დროს მდგომარეობა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს.
პუტინის პოლიტიკური გზამკვლევი დიდი ხანია საბჭოთა დროის ნოსტალგიაა. მისი მმართველობის პერიოდს უკავშირდება „გეი პროპაგანდის“ შესახებ კანონის შემოღება, რაც „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების“ ხსენებასაც კი კრძალავს, მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტმა ქორწინების თანასწორობაზე დაწესებული აკრძალვები კიდევ უფრო გაამკაცრა და ტრანსგენდერი ადამიანებისთვის გენდერის ლეგალურად აღიარების ყველა შესაძლებლობის მოსპობაც განიზრახა. ამიტომ, ვორონოვს არ გაჰკვირვებია ხელისუფლების ქმედებები ომის პერიოდში.
„ომის პირველ კვირებში უამრავი ორგანიზაცია, საინიციატივო ჯგუფი თუ დამოუკიდებელი აქტივისტი იქცა პოლიციის ჩხრეკის სამიზნედ, დაარბიეს ოფისები და სახლები. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია“, – ამბობს ვორონოვი.
პუტინმა აქამდე არნახული სიმკაცრე გამოიჩინა სიტყვისა და პრესის თავისუფლების შეზღუდვისთვის.
ახალმა კანონმა აკრძალა მნიშვნელოვანი სოციალური მედიის პლატფორმებზე წვდომა, ამავე დროს ოპონენტებს და დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს სისხლისღვრის შესახებ ინფორმაციის გაშუქება აეკრძალათ და ეს კრიმინალურ ქმედებად ჩაითვალა. ზოგიერთი რუსული გამოცემა სასჯელის შიშით დაიხურა, რამაც რუსები მხოლოდ სახელისუფლებო მედიის იმედად დატოვა.
რუსეთის ქმედებებისთვის ,,ომის’’ პირდაპირ დაძახებაც კი კრიმინალურ აქტად ჩაითვალა – კრემლი კვირებია ამტკიცებს, რომ ეს „სპეციალური სამხედრო ოპერაციაა“.
„არც ისე რთულია, აკონტროლო ადამიანები, რომელთაც საჭიროებები აქვთ და დამოუკიდებელ მედიაზე წვდომა – არა“, – ამბობს Comin Out-ის დირექტორი.
ვორონოვის თქმით, ნახა, როგორ აკავებდნენ არა მხოლოდ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ ომის გასაპროტესტებლად, არამედ ადამიანებს, რომელთაც უბრალოდ სუფთა ქაღალდი ეჭირათ ხელში.
„რუსების უმეტესობას არ ესმის, რა კატასტროფა ხდება. ისინი უბრალოდ ვერ ფიქრობენ ამ პოლიტიკურ ამბებზე – ისინი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რა ჭამონ, როგორ გადაიხადონ ქირა და ასე შემდეგ. უკვე 20 წელია, სახელმწიფო ამას აკეთებს“, – აღნიშნავს ვორონოვი.
ვორონოვის თქმით, ომის დაწყების შემდეგ მის ორგანიზაციას, რომელიც ქვიარ ადამიანებს სამართლებრივ დახმარებას უწევს, სულ უფრო მეტი ადამიანი აკითხავს რუსეთიდან წასვლის სურვილით.
უამრავი ადამიანი ამბობს, რომ არ უნდათ სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა აიძულონ, სხვები კი რუსეთს გართულებული საცხოვრებელი პირობების გამო ტოვებენ. ვორონოვმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ლგბტქი რუსები ბევრად მოწყვლადები არიან, ძალადობრივი თავდასხმის მუდმივი საფრთხე აქვთ, გამოიმუშავებენ ბევრად ნაკლებს და აქვთ მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის ბევრად უარესი მდგომარეობა.
„ახლა რუსეთში ახალი ერა იწყება – ბნელი და ღარიბი. როგორც ჩანს, ამ ახალ ერაში ლგბტქი ადამიანების ცხოვრება კიდევ უფრო გართულდება და ამას უმეტესობა ხვდება. რუსეთის ხელისუფლება მუდამ მტრებს ეძებს და ეს მტრები ახლა უფლებადამცველები, ლგბტქი ხალხი და აქტივისტები არიან, ასევე პოლიტიკური ოპოზიცია, დასავლეთი და სხვები“, – ამბობს ვორონოვი.
Coming Out-ის დირექტორის თქმით, პუტინის რუსეთს მთელი მსოფლიო მტრად მიიჩნევს და იმედი აქვს, რომ მსოფლიოს ეს მაინც გააერთიანებს – „ვიმედოვნებ და ვნატრობ, რომ უკრაინაში მალე ყველაფერი მშვიდობიანად იქნება“.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
ოზურგეთში პრორუსული და ძალადობრივი ორგანიზაცია ალტ-ინფოს ოფისის გახსნას მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა. ალტ-ინფოს მიერ დაარსებული პარტია კონსერვატიული მოძრაობის ოფისი ქართული ოცნების ოფისის გვერდით გაიხსნა, თუმცა ადგილზე ბანერი არ არის გაკრული, ოფისი კი ამჟამად დაკეტილია.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნინო ურუშაძის თქმით, ალტ-ინფომ ოფისის გახსნა მალულად გადაწყვიტა, მაგრამ მოქალაქეებმა მაინც შეიტყვეს და ადგილზე მივიდნენ.
„რამდენიმე დღის წინ გავიგეთ, რომ ოფისის გახსნას აპირებდნენ, ნაქირავები ჰქონდათ ფართი და სარემონტო სამუშაოებიც მიმდინარეობდა. დანამდვილებით ვერ გეტყვით, რა მოხდა, თუმცა საზოგადოებისგან წამოსული პროტესტის გამო, როგორც ჩანს, გადაიფიქრეს იმ ადგილას გახსნა და დღეს მალულად გახსნეს სხვაგან – დღეს ადგილობრივმა მედიამ დაწერა, რომ იმ ტერიტორიაზე რამდენიმე ადამიანი იყო მობილიზებული და პარტიის ოფისს ხსნიდნენ. მალევე შევიკრიბეთ და ადგილზე მივედით, მაგრამ იქ აღარავინ დაგვხდა, ოფისიც დაკეტილი იყო, არც რამე ნიშანი აქვთ დატოვებული, რომ იქ ალტ-ინფოს პარტია იქნება. ორშაბათს ისევ ვაპირებთ შეკრებას და პროტესტი გაგრძელდება – ამ ხალხს აქ დამკვიდრების საშუალებას არ მივცემთ, მოძალადე რუსეთუმეების ადგილი ოზურგეთში არ არის!“ – ამბობს ნინო ურუშაძე.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ალტ-ინფოს ოფისის გახსნას ადგილობრივი მღვდელი, ვახტანგ თოხაძე აორგანიზებს, რომლის სახელსაც 2015 წელს, ოზურგეთის ერთ-ერთ სასულიერო სკოლაში ბავშვის ფიზიკურად დასჯის ფაქტი უკავშირდება.
2015 წლის ამბის გასაჯაროების შემდეგ, ვახტანგ თოხაძეს მასწავლებლობის უფლება ჩამოართვეს და შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტ იოსების გადაწყვეტილებით, თოხაძეს „შეუჩერდა სამღდელო მსახურება და გაიგზავნა მონასტერში სინანულისთვის“. პრორუსულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ მღვდელს მსახურების უფლება ინციდენტიდან ერთ წელში მისცეს და ახლა ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში მსახურებს.
ძალადობრივი ორგანიზაციის მიერ დაარსებული პარტია საქართველოს მასშტაბით 80-მდე ოფისის გახსნას გეგმავს, რასაც პროტესტი არაერთ ქალაქში მოჰყვა. მესტიაში ალტ-ინფოს ოფისის გახსნის წინააღმდეგ ახალგაზრდები გამოვიდნენ, რასაც პრორუსული ძალის აგრესია მოჰყვა და 10-მდე ადამიანი სცემეს. ალტ-ინფოს ოფისის გახსნა ამბროლაურშიც გააპროტესტეს, გორში ოფისის შენობას წითელი საღებავი შეასხეს, ახალციხეში ადგილობრივებმა ოფისის ბანერზე საბჭოთა ნოსტალგიების საწინააღმდეგო წარწერები გააკეთეს, ხულოში და შუახევში კი პრორუსულ ძალას ოფისები გახსნის დღესვე დაატოვებინეს.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, პრორუსულ და ძალადობრივ პარტია ალტ-ინფოს ოფისი გახსნამდე დაახურინეს. ბანერის ჩამოხსნის ამსახველი ვიდეო სოსო ზოიძემ საკუთარი ფეისბუკის გვერდზე გაავრცელა.
შუახევამდე ძალადობრივ პარტიას ოფისი ხულოშიც დაახურინეს. პრორუსული პარტიის ოფისების გახსნას პროტესტი მოჰყვა სხვა ქალაქებშიც: გორში პარტიის ოფისს წითელი საღებავი შეასხეს, ახალციხეში ოფისის ბანერზე საბჭოთა ნოსტალგიების საწინააღმდეგო წარწერები დატოვეს. სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიამ კი პეტიცია გაავრცელა, რომლითაც საქართველოში ალტ-ინფოსა და რუსული პროპაგანდისტული მედიისთვის მაუწყებლობის შეჩერებას ითხოვენ. პეტიციას 10 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
გუშინ ხულოში პრორუსული დაჯგუფება ალტ-ინფოს ოფისი გაიხსნა, თუმცა ადგილობრივებმა დაჯგუფების წევრებს ფართი იმავე დღესვე დაატოვებინეს. აღნიშნული ინფორმაცია სოლიდარობის თემის წევრმა, ედო ჯავახიძემ ფეისბუკის პირად გვერდზე გაავრცელა.
„სხვების არ ვიცი, მაგრამ ხულოში გახსნის დღესვე მივახურეთ ალტ-ინფოს ოფისი. დათო სოლომონიძეს შევატყობინე თუ არა, ვინ იყვნენ, მაშინვე მიიღო სწორი გადაწყვეტილება და გაუშვა თავისი ფართიდან“, – დაწერა ჯავახიძემ ფეისბუკზე.
ალტ-ინფოს ოფისების გახსნას პროტესტი მოჰყვა სხვა ქალაქებშიც: გორში პრორუსული დაჯგუფების ოფისს წითელი საღებავი შეასხეს, ახალციხეში კი ადგილობრივებმა ოფისის ბანერზე საბჭოთა ნოსტალგიების საწინააღმდეგო წარწერები გააკეთეს. ამასთან, სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიამ პეტიცია გაავრცელა, რომლითაც საქართველოში ალტ-ინფოსა და რუსული სახელმწიფო არხებისთვის მაუწყებლობის შეჩერებას ითხოვენ. პეტიციას 10 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლმა, პატრიარქმა კირილემ საკვირაო წირვაში რუსეთის უკრაინაზე თავდასხმაზე ისაუბრა და ლიბერალური დასავლური ღირებულებები დაადანაშაულა, რომლებიც, მისი თქმით, გეი ღირსების მარშს უჭერს მხარს.
პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე ომი 24 თებერვალს წამოიწყო, პუტინთან დაახლოებულმა პატრიარქმა კი განაცხადა, რომ „ღირსების მარშები იმის დემონსტრირებისთვის შეიქმნა, რომ ცოდვა ადამიანური ქცევის ნაწილია და, თუ ამ ქვეყნების კლუბში გაწევრიანება გინდა, ღირსების მარში უნდა ჩაატარო”.
კირილეს თქმით, დონბასის რეგიონში „ამ ღირებულებებს“ უარყოფენ, ამიტომ ომი ღმერთის ღირებულებების არჩევად შეაფასა.
,,8 წლის განმავლობაში ცდილობდნენ, გაენადგურებინათ ის, რაც დონბასში არსებობს. დონბასში კი იმ ღირებულებებს ფუნდამენტურად უარყოფენ, რომელთაც ძალაუფლების მქონენი სთავაზობენ. თუ კაცობრიობა ცოდვას საღვთო კანონების დარღვევად კი არა, ადამიანურ ქცევად მიიჩნევს, ეს ცივილიზაციის დასასრული იქნება“, – თქვა კირილემ, რომელმაც კონფლიქტი „პოლიტიკაზე ბევრად მნიშვნელოვან მოვლენად’’ შეაფასა.
უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომზე ილია მეორემაც ისაუბრა, თუმცა არც უკრაინა ახსენა და არც რუსეთი.
„აი, ომია ზოგიერთ ქვეყანაში, ჩვენ ვწუხვართ, რომ ეს ომი არის. ჩვენ ვლოცულობთ. ვცდილობთ, არ მივიღოთ მონაწილეობა სიტუაციის გამწვავებაში’’, – აღნიშნა ილია მეორემ ქადაგებაში.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ტყვედჩავარდნილი რუსი ჯარისკაცების დედებს შვილების წასაყვანად ჩასვლისკენ მოუწოდებს.
„დედა, შენი ომის მძევალი ვაჟი გელის! უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, ტყვეები დედებს დაუბრუნონ, თუ ისინი უკრაინაში ჩავლენ“, – დაწერა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ფეისბუკზე – „გთხოვთ, ეს გზავნილი ათასობით გაუბედურებულ რუს დედამდე მიიტანოთ, რომელთა შვილებიც უკრაინაში ტყვედ ჩავარდნენ“.
ფეისბუკ პოსტში მითითებულია ის ინსტრუქციებიც, რომლითაც რუსმა დედებმა უნდა იმოქმედონ, მათ შორის, სატელეფონო ზარით გაგება – ცოცხალია მათი შვილი თუ -არა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დეტალურად გაწერა ის გზა, რომლის გავლაც რუს დედებს შვილების დასაბრუნებლად შეუძლიათ. მათ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან გამგზავრება შეუძლიათ, შემდეგ კი ესკორტის თანხლებით კიევამდე მისვლა.
„ჩვენ, უკრაინელი ხალხი, პუტინის ფაშისტურ რეჟიმთან შედარებით დედებსა და მათ დატყვევებულ შვილებს არ ვეომებით.’’
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ პუტინის რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან 6 დღეში 6 ათასამდე რუსი სამხედრო მოკლეს.
„რუსი დედები შვილებს სრულიად უცხო ქვეყანაში კარგავენ. უბრალოდ, დაფიქრდით, 6 დღის განმავლობაში 6 ათასამდე რუსი სამხედრო გარდაიცვალა.’’ – თქვა ზელენსკიმ.
რუსეთს აქამდე არ გაუსაჯაროებია გარდაცვლილების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია. დაუზუსტებელია გარდაცვლილი რუსი ჯარისკაცების რაოდენობაც.
წყარო: Insider
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების
შესაძლოა, რუსებმა უკრაინა აიღონ კიდეც, მაგრამ უკრაინელებმა ბოლო დღეებში ყველას დაუმტკიცეს, რომ ისინი მათ ქვეყნის შენარჩუნების უფლებას არ მისცემენ.
ომიდან ერთ კვირაზე ნაკლები გავიდა და უფრო იზრდება მოლოდინი, რომ ვლადიმირ პუტინი ისტორიული მარცხისკენ მიისწრაფვის. შესაძლოა, ყველა ბრძოლა მოიგოს, მაგრამ ომს წააგებს. რუსეთის იმპერიის აღდგენის შესახებ პუტინის ოცნება მუდამ იმ ტყუილს ემყარებოდა, რომ უკრაინა რეალური სახელმწიფო არ არის, უკრაინელი ხალხი რეალური არაა და თითქოს კიევის, ხარკოვისა და ლვოვის მცხოვრებნი მოსკოვის წესრიგისკენ მიილტვიან. ეს სრული სიცრუეა – უკრაინა ათასწლეულზე ხანგრძლივი ისტორიის ქვეყანაა და კიევი უკვე დიდი ქალაქი იყო, როცა მოსკოვი სოფელიც კი არ იყო. რუსმა დესპოტმა საკუთარი ტყუილი იმდენჯერ გაიმეორა, რომ, ალბათ, თვითონვე დაიჯერა.
როცა უკრაინაზე თავდასხმის გეგმებს აწყობდა, პუტინს ბევრ ყველასთვის ცნობილ ფაქტზე შეეძლო იმედების დამყარება. მან იცოდა, რომ რუსეთის სამხედრო შეიარაღება უკრაინისას ბევრად აღემატება. იცოდა, რომ ნატო უკრაინის დასახმარებლად სამხედრო შენაერთებს არ გაგზავნიდა. იცოდა, რომ ევროპის რუსულ ნავთობზე და გაზზე დამოკიდებულება დააყოვნებდა ისეთ ქვეყნებს, როგორიც გერმანიაა, რათა მკაცრი სანქციები გაეტარებინათ. ამ ფაქტებზე დაფუძნებით, მისი გეგმა უკრაინაზე სწრაფად და სრული ძალით დარტყმა იყო, ხელისუფლების ჩამოგდება, კიევში მარიონეტული რეჟიმის დამყარება და დასავლეთის უძლური სანქციებისგან თავის დაძვრენა.
მაგრამ ამ გეგმას ერთი მნიშვნელოვანი დანაკლისი ჰქონდა. როგორც ამერიკელებმა ერაყში და საბჭოთა რეჟიმმა ავღანეთში იწვნიეს, ბევრად მარტივია ქვეყნის დაპყრობა, ვიდრე მისი შენარჩუნება. პუტინმა იცოდა, რომ უკრაინის დაპყრობის ძალა ჰქონდა, მაგრამ უკრაინელი ხალხი მოსკოვის მარიონეტულ რეჟიმს უბრალოდ შეეგუებოდა? პუტინმა ფსონი დადო, რომ ეს ასე მოხდებოდა. ბოლოს და ბოლოს, მან ხომ ყველას, ვინც უსმენდა, არაერთხელ აუხსნა, რომ უკრაინა რეალური სახელმწიფო არაა, უკრაინელები კი რეალური ერი არ არიან. 2014 წელს, ყირიმის მცხოვრებლებმა, ფაქტობრივად, რუს ოკუპანტებს წინააღმდეგობა არც კი გაუწიეს. 2022 წელი სხვაგვარად რატომ ჩაივლიდა?
ყველა ჩავლილი დღე სულ უფრო ცხადს ხდის, რომ პუტინის დადებული ფსონი წამგებიანია. უკრაინელი ხალხი მთელი გულით უწევს წინააღმდეგობას და მთელი მსოფლიოს თაყვანისცემაც დაიმსახურეს. წინ მძიმე დღეები გველის. იქნებ რუსებმა მთელი უკრაინის აღებაც შეძლონ, მაგრამ ომის მოსაგებად რუსეთს უკრაინის შენარჩუნება სჭირდება, ამას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ უკრაინელი ხალხი ნებას მისცემს, რაც სულ უფრო ნაკლებსავარაუდო ჩანს.
თითოეული განადგურებული რუსული ტანკი და თითოეული მოკლული რუსი ჯარისკაცი უკრაინელთა წინააღმდეგობის ძალას ზრდის. ყოველი მოკლული უკრაინელი კი ამძაფრებს უკრაინელთა სიძულვილს. სიძულვილი ყველაზე მახინჯი ემოციაა, მაგრამ ჩაგრული ერებისთვის სიძულვილი საიდუმლო განძია. გულში შემონახული სიძულვილი შეიძლება თაობებს ეყოს წინააღმდეგობის რესურსად. რუსეთის იმპერიის აღსადგენად რუსეთს სისხლისღვრის გარეშე გამარჯვება სჭირდება, რომელიც სიძულვილისგან თავისუფალ მშვიდობას მოიტანს. რაც უფრო მეტი უკრაინელის სისხლს დაღვრის, პუტინის ოცნების ასრულება მით უფრო არარეალური გახდება. რუსეთის იმპერიის სიკვდილის ცნობაზე მიხაილ გორბაჩოვის სახელი კი არ დაიწერება, არამედ პუტინის. გორბაჩოვმა რუსებს და უკრაინელებს ნათესაობის განცდა დაუტოვა, პუტინმა კი ისინი მტრებად აქცია. ამით გარანტია შექმნა, რომ უკრაინელი ერი სამომავლოდ თვითგამორკვევას რუსეთთან წინააღმდეგობით შეძლებს.
სახელმწიფოებს ამბები აგებენ. თითოეულ განვლილ დღეს ახალი ამბავი მოსდევს, რომელსაც უკრაინელები მხოლოდ სიმძიმილში კი არა, ათწლეულების და თაობების შემდეგაც მოჰყვებიან. პრეზიდენტი, რომელმაც დედაქალაქის დატოვებაზე უარი თქვა და აშშ-ს განუცხადა, რომ გამგზავრება კი არა, სამხედრო დახმარება სჭირდება, ჯარისკაცები გველის კუნძულიდან, რომლებმაც რუსების სამხედრო ხომალდს უთხრეს – „შეგეცით“, მოქალაქეები, რომლებმაც რუსულ ტანკებს გზა გადაუკეტეს – ესაა ამბები, რომლებზეც სახელმწიფო შენდება და ისინი სამომავლოდ ტანკების რაოდენობაზე მეტად ფასეული იქნებიან.
რუსმა დესპოტმა ეს ისევე უნდა იცოდეს, როგორც სხვებმა. ბავშვობიდან ლენინგრადის ალყისას რუსული სიმამაცის დიეტაზე იზრდებოდა. ახალ თვითონაც ქმნის ასეთ ამბებს, მაგრამ ჰიტლერის როლში გვევლინება.
უკრაინელთა სიმამაცის ამბები მხოლოდ უკრაინისთვის კი არ ქმნის გამოსავალს, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ისინი ევროპის სახელმწიფოებს, აშშ-ს ადმინისტრაციას და რუსეთის ჩაგრულ მოქალაქეებსაც კი მხნეობას მატებენ. თუ უკრაინელები შიშველი ხელებით ტანკის შეჩერებას ბედავენ, გერმანიამ მათი ანტი-სარაკეტო აღჭურვილობით მომარაგება უნდა გაბედოს, აშშ-ს ხელისუფლებამ უნდა გაბედოს და რუსეთი Swift-ის ფინანსური სისტემიდან ჩახსნას, რუსეთის მოქალაქეებმა კი უნდა გაბედონ და უგუნური ომის წინააღმდეგ დემონსტრაცია მოაწყონ.
სამწუხაროდ, ეს ომი დიდი ალბათობით დიდხანს გასტანს, მაგრამ ყველაზე მთავარი საკითხი უკვე გადაწყვეტილია – ბოლო რამდენიმე დღემ მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ უკრაინა რეალური სახელმწიფოა, უკრაინელები რეალური ერი არიან და მათ ნამდვილად არ სურთ რუსეთის ახალი იმპერიის დაქვემდებარებაში ყოფნა. ახლა მთავარი კითხვა ისაა, ეს გზავნილი კრემლის სქელი კედლების მიღმა როდის შეაღწევს.
წყარო: The Guardian
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
სიახლე არავისთვის არის, რომ პუტინის 22-წლიანი მმართველობა საბჭოთა სენტიმენტებით არის ნასაზრდოები. ქვეყნის მართვის სადავეების ერთპიროვნული ფლობა და საკუთარი თავისგან მითის შექმნის ვნება, ამ სენტიმენტის დადასტურებაა, რასაც პუტინის საბჭოთა ლიდერებით შეპყრობა ემატება.
ჯერ კიდევ 2005 წელს, პუტინმა აღნიშნა, რომ „საბჭოთა კავშირის დაშლა საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო. რუსი ხალხისთვის კი – ნამდვილი ტრაგედია. ათეულობით მილიონი ჩვენი თანამოქალაქე რუსეთის საზღვრების მიღმა აღმოჩნდა.’’
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მართლაც მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოვლენა იყო, რომელმაც ახლად დამოუკიდებლობამოპოვებულ სახელმწიფოებს თვითგამორკვევისა და სახელმწიფოს შენებისთვის ეფექტური გზების ძიებისკენ უბიძგა, პუტინის გულისწყვეტა „ისტორიული რუსეთის“ დაშლას უკავშირდება.
„ეს საბჭოთა კავშირად წოდებული ისტორიული რუსეთისთვის საყრდენის გამოცლა იყო. სრულიად სხვა სახელმწიფოდ ვიქეცით და ათასწლეულის განმავლობაში ნაშენები რეალობა დაიკარგა.“ – აღნიშნა პუტინმა გასულ წელს და ამ სიტყვებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის საბჭოთა კავშირი რუსეთის იმპერიის განვითარების ზენიტი იყო, სწორედ ამიტომ თვლის უკრაინას, საქართველოსა და ერთ დროს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ სხვა სახელმწიფოებს „რუსეთის განუყოფელ ნაწილად“. როცა საუბარი გვაქვს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებზე, რომლებმაც საკუთარი ორიენტირი დასავლეთისკენ მიმართეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არიან ნატოსა თუ ევროკავშირის წევრები, პუტინის გულისტკივილი კიდევ უფრო ძლიერია. საბჭოთა ტრადიციების გამგრძელებელი ლიდერი ხედავს, რომ ნელ-ნელა ხელიდან ეცლება „ისტორიული რუსეთი“ და ის სულ უფრო მარტო რჩება.
აღნიშნული სენტიმენტები საუკეთესოდ ხსნის რუსეთის ამჯერად უკრაინისკენ მიმართულ აგრესიას, რომელიც, შესაძლოა, პუტინის განწირულ მცდელობას მივაწეროთ, რაც გეოპოლიტიკური მდგომარეობის ათწლეულების წინანდელ რეალობაში დაბრუნებას უკავშირდება, მაგრამ ეს ბრძოლა მაინც დამანგრეველია არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატოს საზღვრები უფრო და უფრო გაფართოვდა, დაფარა პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის ტერიტორია და რუსეთის საზღვრებამდე მიაღწია. უკრაინისთვის და საქართველოსთვის ნატოს ღია კარი რუსეთის საზღვართან სამხედრო ალიანსის კიდევ უფრო ვრცელ ტერიტორიაზე განფენის შესაძლებლობას ქმნის, რაც რუსეთს, პირველ რიგში კი პუტინის მიერ მორგებულ „დიდებული პოლიტიკური ლიდერის“ როლს, საფრთხეს უქმნის.
გავლენების გადანაწილება, გეოპოლიტიკური მდგომარეობის ცვლილება ეკონომიკური ურთიერთობების გაანალიზების გარეშე, შეუძლებელია.
ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა, 2019-2021 წლებში გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, 24 თებერვალს ტვიტერზე დაწერა: „განრისხებული ვარ ჩვენი ისტორიული კრახით. საქართველოს, ყირიმისა და დონბასის შემდეგაც კი ვერ მოვემზადეთ სათანადოდ, რათა პუტინი დამფრთხალიყო… მოლაპარაკება უმთავრესია, თუმცა ამას სამხედრო მზაობა უნდა უმაგრებდეს ზურგს, რომელიც მოლაპარაკებებზე უარის თქმის შანსს მოსპობს.’’
I’m so angry at ourselves for our historical failure. After Georgia, Crimea, and Donbas, we have not prepared anything that would have really deterred Putin.
— A. Kramp-Karrenbauer (@akk) February 24, 2022
კრამპ-კარენბაუერის ტვიტში სამხედრო მზაობაზეა საუბარი, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი ის მტკიცე ეკონომიკური ურთიერთობებია, რომელიც დასავლეთს რუსეთთან აქვს. ურთიერთდამოკიდებული ეკონომიკური მდგომარეობა ხისტი ნაბიჯების გადადგმას ართულებს, რაც ბევრად ზრდის ადამიანურ დანაკარგს, ეკონომიკური ზიანის მოცულობას და მსოფლიოში მშვიდობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
დიდი ხანია, დასავლეთი ხვდება, რომ რუსეთი ნავთობისა და გაზის ექსპორტს საკუთარი გავლენის შესანარჩუნებლად იყენებს და მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთზე მიბმული ენერგოუზრუნველყოფა აქამდე უცვლელია. ევროკავშირის ნავთობის იმპორტის 25% და გაზმომარაგების 40% რუსეთზე მოდის, მეტიც, აწ უკვე შეჩერებული Nord Stream 2-ის გაზსადენ მილს, რომელსაც რუსეთი და გერმანია უნდა დაეკავშირებინა, ამ ქვეყნის გაზმომარაგება უნდა გაეორმაგებინა.
გაზმომარაგების სტრატეგიის გადახედვა ხანგრძლივი, რთული, დიდი ფინანსურ რესურსთან დაკავშირებული პროცესია, რომელიც ერთ დღეში ვერ მოგვარდება, თუმცა რუსეთთან ახალი კავშირების გაბმა და მისი კიდევ უფრო გაძლიერება, სამომავლოდ რუსეთის აგრესიაზე საპასუხოდ ხმის ამაღლების რეალურ შესაძლებლობებს მოსპობს.
ამასთან, უკრაინა 44-მილიონიანი ქვეყანაა, რომელიც მარცვლეულის ექსპორტით მსოფლიოში მე-5 ადგილზეა, ჯამურად, რუსეთისა და უკრაინის ხორბალზე საერთაშორისო ექსპორტის მეოთხედი მოდის. ასევე, უკრაინა რკინისა და ფოლადის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორია. ქვეყნის ეკონომიკური მნიშვნელობა საქართველოზე ბევრად დიდია, შესაბამისად, უკრაინაზე გავლენის მოპოვებისთვის, გნებავთ, მისი ოკუპაციისთვის მიმდინარე პროცესზე სათანადო რეაგირების არქონა, დასავლეთს ბევრად ძვირად დაუჯდება.
ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ევროკავშირმა მკაცრი სანქციების დაწესება გადაწყვიტა, სწორედ უკრაინის პოტენციალია. რუსეთის უკრაინისკენ მიმართული სამხედრო აგრესიისას, პუტინის მოლოდინი იყო, რომ რუსეთის ეკონომიკური გავლენა დასავლეთს ხელ-ფეხს შეუკრავდა, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა ვერ გათვალა, რომ უკრაინა იმაზე დიდი ლუკმაა, ვიდრე რუსეთს შეუძლია გადაყლაპოს.
უკრაინა ნატოს წევრი სახელმწიფო არ არის, ამიტომ კონფლიქტში ალიანსის პირდაპირი მონაწილეობა შეთანხმებით არ არის გათვალისწინებული, თუმცა ფართოდ გავრცელებული ნარატივი, რომ დასავლეთი არაფერს აკეთებს და მხოლოდ „შეშფოთებას“ გამოხატავს, არასწორია. რა თქმა უნდა, შეიძლება მსჯელობა იმაზე, არის თუ არა გატარებული სანქციები და აღმოჩენილი დახმარება საკმარისი ან, დასავლეთი ზედმეტად გვიან ხომ არ გამოფხიზლდა, თუმცა ფაქტია – რუსეთის დიდი ხნის წინ დაწყებული მზადება თავდასხმისთვის, საბოლოოდ მაინც შოკურ მოქმედებებამდე მივიდა, რომელსაც უკრაინა სწრაფად უნდა გაეტეხა. ეს ასე არ მოხდა, რუსულ ჯარს კი ნელ-ნელა ელევა ძალა და ვეღარ მიიწევს წინ ისე სწრაფად, როგორც საბრძოლო მოქმედებების დასაწყისში.
რუსულ ჯარს მხნეობისთვის არ აქვს ყველაზე მთავარი – ისინი საკუთარ სამშობლოს არ იცავენ, სხვა ქვეყნის ტერიტორიის დაპყრობა სურთ, მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან თავს და უკრაინელი ხალხის მორალურად გატეხას ცდილობენ. რუსების მიერ მიღწეულ „პროგრესზე“ დაკვირვებაც ამის მაჩვენებელია, გავრცელებული კადრები, რომლებზეც უკრაინელი ქალები მოლოტოვის კოქტეილებს ამზადებენ, ტანკის წინ გადამდგარი მოქალაქეების ვიდეო, კუნძულზე ალყაში მოქცეული უკრაინელების რუსებთან საუბრის ჩანაწერი თუ მრავალი სხვა სულისკვეთების მაგალითი კი უკრაინელების რუსეთზე გამარჯვებაა.
უკრაინელი ხალხი რუსული გავლენისგან სრულად თავისუფალია, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რუსეთმა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი რამ დაკარგა. უკრაინელთა 70%-ს უკრაინის გამარჯვების სჯერა, 91% კი ზელენსკის მოქმედებებს მხარს უჭერს. 300 ათასზე მეტმა ადამიანმა ქვეყანა დატოვა, თუმცა 2 დღეში 100 ათასი უკრაინის მოქალაქე არმიაში გაწევრიანდა, სხვა ქვეყნებში მცხოვრები უკრაინელების ნაწილი კი ქვეყანაში ბრუნდება.
უკრაინა რუსეთთან მებრძოლი გმირების სამშობლოდ იქცა, რომელიც საკუთარ ისტორიას რუსეთისგან თავისუფალი წერს, ყოველი ახალი სამოქალაქო თავადების შემთხვევა, რომელზეც მსოფლიო ლაპარაკობს, უკრაინის გათავისუფლების მანიშნებელია.
უკრაინა მთელი მსოფლიოს სასაუბრო თემად იქცა, რუსული სახელისუფლებო გამოცემები კი – კიბერთავდასხმების სამიზნედ. პუტინის მკაცრმა ცენზურამაც აზრი დაკარგა. შესაძლოა, საბჭოთა დიდებით დაბრმავებულ პუტინს არ გაახსენდა, რომ ახლა უმთავრესი იარაღი ინფორმაციაა, რომელსაც საზღვრები არ აქვს და ნელ-ნელა ხელიდან ეცლება ყველა საიმედო საყრდენი. სხვა რა მიზეზით უნდა აიხსნას დეზინფორმაციაზე დამყარებული რუსული აგრესია, რომლისაც აღარავის სჯერა. პუტინმა უკრაინაზე თავდასხმას „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უწოდა, თუმცა ამ მიზანს არც მშვიდობიან მოქალაქეებზე მიტანილი იერიში ემსახურება, არც უკრაინის დიდ ქალაქებზე მიტანილი დარტყმა და, რა თქმა უნდა, არც ბირთვული მზაობა, რომელიც, შესაძლოა, პუტინის გულმხურვალე მხარდამჭერებისთვისაც კი კითხვის ნიშნებს აჩენს.
კომუნისტური ფრაქციის წევრმა, დუმის დეპუტატმა მიხაილ მატვეევმა ტვიტერზე დაწერა: „ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობისთვის ხმის მიცემით მშვიდობას დავუჭირე მხარი და არა – ომს. რუსეთის დამცველ ფარად ქცევას და არა დონბასისა და კიევის დაბომბვას.“
იქამდე კომუნისტური პარტიის კიდევ ერთმა წევრმა უკრაინის ოკუპაციის განზრახვის შესრულება არარეალურად მიიჩნია.
ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ელექტრონიკის მაღაზიათა ქსელმა, DNS-მა კი გასულ კვირაში პროდუქციის ნაწილის ფასების 30%-მდე ზრდა დააანონსა. კომპანიის მთავარმა დირექტორმა, დიმიტრი ალექსეევმა ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა: „არ მესმის, რუსეთი ომში რატომ არის ჩაბმული, შეიარაღებული რატომ არის?“
პუტინის რუსეთის ხანგრძლივმა მეგობარმა ჩინეთმა კი, რომელიც რუსეთის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, როგორც ექსპორტით, ასევე იმპორტით, რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური სანქციებისგან გამოწვეული ზიანის შესამცირებლად არაფერი გააკეთა.
ცოტა ხნის წინ, პუტინმა ბირთვული შემაკავებელ ძალების განსაკუთრებულ რეჟიმში გადაყვანის ბრძანება გასცა, რომლის დაქვემდებარებაში სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებიცაა.
შეიძლება ეს პუტინის კიდევ ერთი თითის დაქნევაა დასავლეთისთვის, მაგრამ ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი პოლ ჰერი ეჭვს გამოთქვამს, „პუტინი ისევ რაციონალური მოთამაშეა“ თუ – არა.
პუტინის ყოველი ახალი გადაწყვეტილება: დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა თუ ბირთვული მზაობა, რუსეთის მეგობარ სახელმწიფოებს მხარდაჭერის გამოცხადებისგან თავის შეკავებას უადვილებს. სულ უფრო მცირდება იმ არგუმენტების რიცხვი, სამხედრო მოქმედებებში ჩართვას რომ ახსნიდა, ამიტომ, თუნდაც ჩინეთისთვის, ბევრად მნიშვნელოვან ამოცანად საკუთარი საერთაშორისო იმიჯის შენარჩუნება იქცა, ეკონომიკურ გიგანტს შეერთებულ შტატებთან და სხვა ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობის გაფუჭება არ სურს. ამავდროულად, ბევრად მარტივია უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოცხადება, რადგან რუსეთის აგრესია ყველასთვის ცხადი გახდა, ალბათ, ეს იყო უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ევროკავშირმა ისტორიაში პირველად ქვეყანას სამხედრო დახმარება აღმოუჩინა, ყოველდღიურად იზრდება ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების ოდენობა.
რუსული ტყუილებისგან იწმინდება დასავლეთი და პრორუსულ სახელისუფლებო მედიასაშუალებებს ინფორმაციის გავრცელების ნაკლები შესაძლებლობები რჩებათ, აუდიტორიის დიდი ნაწილისთვის ინფორმაციის მიღების წყაროდ რუსული ნარატივისგან თავისუფალი მედია იქცა, რაც გავლენას კიდევ უფრო ამცირებს.
„ავკრძალავთ კრემლის მედია მანქანას ევროკავშირის მასშტაბით. სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ Russia Today-ს და Sputnik-ს, ასევე მათ დაქვემდებარებაში მყოფ სააგენტოებს, ისინი ვეღარ შეძლებენ ტყუილების გავრცელებას, რათა პუტინის ომი გაამართლონ.“ – დაწერა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ტვიტერზე.
Second, we will ban the Kremlin’s media machine in the EU.
The state-owned Russia Today and Sputnik, and their subsidiaries,
will no longer be able to spread their lies to justify Putin’s war.We are developing tools to ban their toxic and harmful disinformation in Europe. pic.twitter.com/7RcPEn6E14
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) February 27, 2022
რუსეთში გამართულ აქციებზე მოქალაქეებს აპატიმრებენ, ფასები მაღლა იწევს, რუსული რუბლი გაუფასურდა. თითქოს, პუტინს უკან დასახევი გზა აღარ აქვს და ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი კიდევ უფრო გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს. მითი, რომლის შექმნაც პუტინს საკუთარი თავისგან უნდოდა, შეიძლება ითქვას, არ შედგა, ამიტომ ძნელია თქმა, რას მოიმოქმედებს კუთხეში მიმწყვდეული მხეცი.
ქართველი ხალხის მხარდაჭერამ კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხალხს შეუძლია, ქვეყნის სახედ იქცეს და ხელისუფლების დუმილი გადაფაროს, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმაც აღნიშნა:
„შესანიშნავი ქართველი ხალხი, რომელსაც ესმის, რომ მეგობრებს მხარი უნდა დაუჭირო! მადლობელი ვარ ყველა ადამიანის, რომელიც თბილისში და სხვა ქალაქებში უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ შეიკრიბა. ზოგჯერ მოქალაქეები არ არიან ხელისუფლება, მაგრამ ხელისუფლებაზე უკეთესები არიან.“
Incredible Georgian people who understand that friends must be supported! 🇬🇪🇺🇦 Grateful to everyone in Tbilisi and other cities who came out in support of Ukraine and against the war. Indeed, there are times when citizens are not the Government, but better the Government.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 25, 2022
იქნებ უწყვეტმა აქციებმა და უკრაინის დასახმარებლად წამოწყებულმა სამოქალაქო ინიციატივებმა კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაანახოს, რომ მხსნელის ძებნა ზოგჯერ სულაც არ არის საჭირო და შეგვიძლია, ჩვენ ვიქცეთ ცვლილებების საწყისად.
თბილისში მიმდინარე აქციებზე განსაკუთრებით ერთი ბანერი მენიშნა, რომელიც მოზარდებს ეჭირათ ხელში: „ჩვენს თაობას ემახსოვრება“.
სოციალური ქსელებით, უსაზღვრო ინფორმაციით აღჭურვილმა ახალმა თაობამ ზუსტად იცის, ვინ არის მტერი, ვინ ცდილობს, მშვიდობა ომით ჩაანაცვლოს და ტყუილისა და სიმართლის გარჩევაც ბევრად უკეთ შეუძლიათ, რაც რუსეთზე გამარჯვების მანიშნებელია.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს არ შეუერთდა და საჰაერო სივრცე ჯერ კიდევ ღიაა, ქართველი ხალხის ერთსულოვნებამ ხელისუფლებას მეტად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგა: ხელისუფლებამ სარეზერვო ფონდიდან უკრაინის დასახმარებლად ერთი მილიონი ლარი გამოყო და ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა, მოქალაქებიისა და სამოქალაქო ჯგუფების ინიციატივით, უკრაინაში გასაგზავნად პირველადი დახმარების ნივთები გროვდება, საქართველოს წითელი ჯვარი კი შემოწირულობებს აგროვებს.
რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკებების გამართვას გეგმავენ, რომლის სადავეები, როგორც ჩანს, უკრაინამ აიღო ხელში.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შეხვედრისას არსებითი შედეგის მიღწევის არ სჯერა, მაგრამ „დაე, სცადონ და უკრაინის თითოეულ მოქალაქეს გაუფანტონ ეჭვი“, რომ როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ომის შეჩერება არ სცადა.
ყოველი ახალი ღამე, როცა მთელი მსოფლიო უკრაინის დიდ ქალაქებზე რუსეთის გაძლიერებულ ზეწოლას ელის და ყოველი ახალი დღე, როცა უკრაინა საკუთარ პოზიციებს არ თმობს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დამანგრეველი შედეგების გამო და იმ მიზეზით, რომ რუსული მხარე ერთსულოვანი არ არის, სულ უფრო აცლის ძალას რუსულ ჯარს, რომლის გეგმებზე ერთი ნაბიჯით წინ ყოფნას უკრაინა დღემდე ახერხებს.
ახლა ერთი მთავარი კითხვა რჩება – რა შეიძლება მოიმოქმედოს პუტინმა, რომლისთვისაც უკან დახევა პოლიტიკურ დასასრულს ნიშნავს, აგრესიის გაძლიერება კი მხარდამჭერებს კიდევ უფრო სკეპტიკურად განაწყობს, რადგან რუსეთისთვის მძიმე ტვირთად იქცევა. ეს ის ჩიხია, რომლიდანაც პუტინი მსხვერპლის გარეშე ვერ გამოვა, რა თქმა უნდა, თუ ჩიხიდან გამოსასვლელი გზა როგორღაც გამოძებნა.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
თეოლოგი ბექა მინდიაშვილი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შესახებ წერს:
,,რუსები ახლა კლავენ ძმა ერს, კლავენ ნამდვილად თავის ღვიძლ ძმებსა და დებს, რუსები კლავენ, პირდაპირი მნიშვნელობით, საკუთარ ნათესავებს, ბებიებსა და ბაბუებს, მეგობრებს. რუსები კლავენ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, სხვებსაც, მაგრამ გამიზნულად და მთელი დაუნდობლობით უსწორდებიან სწორედ მართლმადიდებლებს – ეს დაუფარავად თქვა პუტინმა. რუსები ახლა კლავენ და ანადგურებენ საკუთარ ისტორიულ ფესვს, საკუთარი ისტორიის საწყისს, იმას, რაზეც დაფუძნდა რუსეთის ისტორიული არსებობა, კლავენ საკუთარ ისტორიულ დედა სამშობლოს, დედა ეკლესიას.
რუსები ახლა ანადგურებენ საკუთარ მითებს, არქეტიპებს, საკუთარ წმინდა საფლავებს, ტაძრებს, წმინდანებს, რუსები ანადგურებენ საკუთარ სლავურ იდენტობას, სპობენ საკუთარ მშვიდ ძილსა და ნათელ სიზმრებს. რუსები ახლა ბოლოს უღებენ ასე სათაყვანებელ მეორე მსოფლიო ომის ლეგენდებსა და ისტორიას, სრულად ანადგურებენ საკუთარ ამ სიამაყეს, რადგან, მაგალითად, კიევი სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდა ნაცისტების წინააღმდეგ.
ახლა პუტინი უკრაინელებისა და მთელი მსოფლიოს წინაშე ნამდვილად ახალი ჰიტლერია – მისი ცხრა მაისი უკვე დასრულებულია სამუდამოდ, მისი გეორგიევსკის ლენტები სამუდამოდ დამწვარია. პუტინი და ეს ურჩხული სახელმწიფო არის ძმის მკვლელი, მშობლის მკვლელი, საკუთარი მითების, წმინდანებისა და გმირობის მკვლელი, საკუთარი წმინდა საფლავების შემგინებელი, ქრისტეს მკვლელი სისხლიანი მკრეხელი.
პუტინის ეს ომი, შემზარავი და უგუნური ბოროტების გარდა, არის რუსეთის უდიდესი და გამანადგურებელი სირცხვილი, რუსებს ახლა უკვე მასობრივად რცხვენიათ ამის გამო – ძმის, დის, დედის სისხლის გამო და რაც მეტი დრო გავა, კიდევ უფრო მეტად და აუტანლად შერცხვებათ, და შეეშინდებათ.
როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა ამ ყველასგან მოძულებულ და სამარცხვინო კაენს ოდნავი შანსი, გარდა იმისა, რომ საკუთარი თავი თვითონვე მოიკლას, თავის უკეთურ და სამარცხვინო არსებობას თავადვე დაუსვას წერტილი?!
დიახ, არ აქვს. პუტინი სინამდვილეში ახლა სასტიკად უსწორდება რუსული ურჩხულის არსებობას, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს იკლავს. პუტინი ახლა ამ თვითლიკვიდაციის ლოგიკით არსებობს, ამით არის შეპყრობილი და, ყველა შემთხვევაში, ეს ეშმაკეულობა მას ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს.
ის ახლა იქცევა ზუსტად ისე, როგორ მისი როლ-მოდელი – ფიურერი. ოღონდ ეს წერტილი პუტინს იმაზე გაცილებით მალე დაესმება, ვიდრე ვინმეს წარმოგვიდგენია.”
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს