პოლიტიკა

/

მწვანეები ქვიარ და ფემინისტურ პარტიას აფუძნებენ

საზოგადოებრივი მოძრაობა მწვანეები პირველ ქვიარ და ფემინისტურ პოლიტიკურ პარტიას ქმნიან. როგორც თანადამფუძნებელი, თამარ ჯაყელი ქვიართან ამბობს, მათი მთავარი მიმართულება იქნება მწვანე პოლიტიკა, ეკოლოგია, კლიმატის ცვლილება და თანასწორობა, ქვიარ უფლებები, ფემინიზმი, სოციალური პოლიტიკა. “უკვე

/

9 ტრანსგენდერი პოლიტიკოსი, რომელიც თანასწორობისთვის იბრძვის

ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლის ისტორიაში ტრანსგენდერი ადამიანების როლი გამორჩეულია. პროტესტებისა და აქტივიზმის, ცვლილებების სათავეში ხშირად სწორედ ტრანგენდერი უფლებადამცველები იყვნენ, მათმა ნაწილმა კი პოლიტიკური საქმიანობით სცადა თანასწორობისთვის ბრძოლა. ამ სტატიაში 9 ტრანსგენდერი პოლიტიკოსის შესახებ გაიგებთ, რომელთაც საკუთარი კარიერით ისტორიული ცვლილებები გამოიწვიეს და

პენისის ფორმის ჟელიბონები ლოგოს ნაცვლად — გერმანელი ულტრამემარჯვენეების საჩუქარი

გერმანულმა ულტრამემარჯვენე პარტიამ რეგიონულ არჩევნებამდე ამომრჩეველთა მოზიდვისთვის შეხვედრა ჩაატარა და პოტენციური მხარდამჭერებისთვის პარტიის ლოგოს ფორმის ჟელიბონების დარიგება გადაწყვიტა, მაგრამ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ განვითარდა.

მწვანეები ქვიარ და ფემინისტურ პარტიას აფუძნებენ

/

საზოგადოებრივი მოძრაობა მწვანეები პირველ ქვიარ და ფემინისტურ პოლიტიკურ პარტიას ქმნიან. როგორც თანადამფუძნებელი, თამარ ჯაყელი ქვიართან ამბობს, მათი მთავარი მიმართულება იქნება მწვანე პოლიტიკა, ეკოლოგია, კლიმატის ცვლილება და თანასწორობა, ქვიარ უფლებები, ფემინიზმი, სოციალური პოლიტიკა.

“უკვე რამდენიმე წელია ვსაუბრობთ ამ იდეაზე ახალგაზრდა მწვანეები, თუმცა ყოველთვის ვფიქრობდით, რომ ჯერ არ ვართ ამისთვის მზად, არ არის ამისთვის კარგი პოლიტიკური სიტუაცია, არ გვაქვს დაფინანსება, ძლიერი მხარდაჭერა და ა.შ. ბევრჯერ გადავდეთ სამომავლოდ, მაგრამ წელს უკვე მივხვდით, რომ არ ღირს დაცდა და ახლავე უნდა დავიწყოთ, თუნდაც პატარა ნაბიჯებით და შევქმნათ პარტია, რომელიც მართლა იქნება მწვანე და მართლა იქნება თანასწორობისთვის”, — ამბობს ჯაყელი.

თორნიკე კუსიანი, რომელიც ასევე პარტიის თანადამფუძნებელია, აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არის უთანასწორო გარემო ქვიარებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის, ქალებისთვის და ახალი პარტია სწორედ ამ უთანასწორობის აღმოფხვრას შეეცდება.

თორნიკე კუსიანი
თორნიკე კუსიანი

“რაც გვინდა პარლამენტში გავაკეთოთ, ეს, პირველ რიგში, უნდა წამოვიდეს იმ ადამიანებისგან, ვინც მხარს დაგვიჭერს, ვინც მოვა ყრილობაზე და ვინც განსაზღვრავს იმ პრიორიტეტებს, რომლითაც მწვანეებმა უნდა ვიმუშაოთ. ჩვენთვის თანამონაწილეობითი დემოკრატია არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება. ცხადია, როგორც გუნდს, გვაქვს ჩვენი პრიორიტეტები, მათ შორის, ერთ-ერთი პირველი არის თანასწორობისთვის ბრძოლა, შესაბამისად, პრიორიტეტული იქნება ისეთი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს თანასწორობას, დისკრიმინაციის აღმოფხვრას. მწვანეებისთვის აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი ინსტიტუტები, რომლებიც დაცლილია კორუფციისგან და რომელსაც აქვს იმის უნარი, რომ რეგულაციების გზით განახორციელოს სწორი ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკა”, — აღნიშნავს კუსიანი.

როგორც თამარ ჯაყელი ამბობს, იციან, რომ წინ რთული გზა ელოდებათ, მაგრამ საქართველოში სიტუაცია უკეთესობისკენ არ იცვლება და საზოგადოება ასე თუ ისე მზადაა ცვლილებისთვის.

“თუმცა ამ ცვლილების აგენტები ამ დროისთვის დიდად არ ჩანან ჰორიზონტზე. ხალხი დაიღალა ძველი პარტიებით, ერთი და იმავე სახეების ყურებით და მოსახლეობის გარკვეულ სეგმენტებში ახლებური ტიპის პოლიტიკისთვის მზაობა არსებობს. ჩვენ გადავწყვიტეთ, ყურადღება მივმართოთ საზოგადოების პროგრესული პოლიტიკის მომთხოვნი სეგმენტისთვის. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გახდეს ბევრად ეკომეგობრული ქვეყანა, იყოს მეტი მწვანე სივრცე, მოწესრიგდეს ტრანსპორტი, უარი ითქვას ისეთ არამიზნობრივ ენერგოპროექტებზე, რომელთა მიმართ სახელმწიფოს ზერელე დამოკიდებულება აქვს და კარგად არ აფასებს სოციალურ და გარემოსდაცვით ასპექტებს. გარდა ამისა, ჩვენი პარტია იქნება ღიად ქვიარი, ღიად ფემინისტური. სამწუხაროდ, საქართველოში ფუფუნებაა, რომ ღიად ქვიარ ადამიანებმა გადაწყვიტონ პოლიტიკაში წასვლა და პარტია ღიად ფემინისტურ იდეებს ატარებდეს”, — ამბობს ჯაყელი.

თამარ ჯაყელი
თამარ ჯაყელი

მისივე ინფორმაციით, ახალი პარტია აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას შშმ პირების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების და ყველა იმ ჯგუფის უფლებებს, რომლებიც თავს ჩაგრულად მიიჩნევენ.

ახალი პარტიის სახელწოდებაა მწვანეები, მთავარი სლოგანით — თანასწორობისთვის. პირველი ყრილობა 27 ნოემბერს გაიმართება. როგორც მწვანეების წარმომადგენლები ქვიართან აღნიშნავენ, აპირებენ მონაწილეობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და იმედი აქვთ, რომ პარლამენტში მოხვდებიან. თამარ ჯაყელის თქმით, ცდილობენ, რეალისტური იმედები დაისახონ.

“რეალისტურია ერთი კანდიდატი, თუკი სწორად ვიმუშავებთ და მოსახლეობას სწორად მივაწვდით მესიჯებს. და რომც ვერ მივაღწიოთ ამ მიზანს, ეს საარჩევნო კამპანია კარგი გამოცდილება იქნება და გვეცოდინება, რა უნდა შევცვალოთ, რადგან არცერთი არ ვართ პოლიტიკოსი. ყველა ვართ ახალგაზრდა, რომელიც სხვადასხვა გამოცდილებით მოდის”, — ამბობს თამარ ჯაყელი.

თორნიკე კუსიანის თქმით, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც მწვანეებს სპეციფიკური ამომრჩეველი ჰყავს: ახალგაზრდები, ქალები, ქვიარ ადამიანები. მისივე თქმით, მწვანეებს სჯერათ, რომ ქვეყანაში უთანასწორო გარემოს შეცვლისთვის აუცილებელია მოქალაქეების გაერთიანება ერთი და იმავე ღირებულებების გარშემო. ის აღნიშნავს, რომ პოლიტიკას სჭირდება ტრანსფორმაცია და საერთოდ უნდა დავივიწყოთ ის ტრადიციები, რომლითაც ქვეყანაში პოლიტიკა წარიმართება.

“ჩვენ ვქმნით მწვანე პლატფორმას იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აწუხებთ უთანასწორობა, გარემოს დაცვა, დემოკრატიის პრობლემა ქვეყანაში და სწორედ ამ ადამიანებთან ერთად ვხედავთ საკუთარ თავს 2024 წლის არჩევნებში. ჩვენი პლატფორმა ღიაა ყველასთვის, ვისაც შეუძლია ორიენტირდეს საერთო ენის გამონახვაზე, ვისთვისაც ქვეყნის და პლანეტის მომავალი არის მნიშვნელოვანი. პოლიტიკა დიდი ხნის განმავლობაში ასოცირებულია ბინძურ აქტივობასთან. სახეზე გვაქვს პოლარიზაცია, პოლიტიკას აკეთებენ არაკეთილსინდისიერი ადამიანები და გვინდა ეს შევცვალოთ. გვჯერა, რომ პოლიტიკა უნდა აკეთონ კეთილსინდისიერმა ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ ღირებულებები, ჩვეულებრივმა ადამიანებმა უნდა გააკეთონ პოლიტიკა”, — ამბობს ის.

თორნიკე კუსიანი აღნიშნავს, რომ მწვანეები 2008 წელს დაფუძნდნენ, როგორც საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები და ეს იყო მწვანეთა პარტიის ახალგაზრდული ფრთა, თუმცა განსხვავებებიდან გამომდინარე, პარტიას გამოეყვნენ და 14-წლიანი გზა გაიარეს იქამდე, რომ დაეფუძნებინათ პროგრესული, მემარცხენე ცენტრისტული მწვანე პარტია. პარტიის დაფუძნების შემდეგ, მწვანეები აპირებენ გახდნენ ევროპის მწვანეთა პარტიის წევრები, რაც, მათი თქმით, არის გარანტია, რომ ევროპის მხარდაჭერა უფრო გაძლიერდება.

ამ დროისთვის უცნობია, ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე. თამარ ჯაყელის თქმით, ჯერ დრო არის და ახლა ძირითადად იდეებისა და ღირებულებების განხილვა მიმდინარეობს.

პენისის ფორმის ჟელიბონები ლოგოს ნაცვლად — გერმანელი ულტრამემარჯვენეების საჩუქარი

გერმანულმა ულტრამემარჯვენე პარტიამ რეგიონულ არჩევნებამდე ამომრჩეველთა მოზიდვისთვის შეხვედრა ჩაატარა და პოტენციური მხარდამჭერებისთვის პარტიის ლოგოს ფორმის ჟელიბონების დარიგება გადაწყვიტა, მაგრამ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ განვითარდა.

ქვედა საქსონიის რეგიონში არჩევნები 9 ოქტომბერს ტარდება. AfD-ის წარმომადგენლებმა პოტენციური ამომრჩევლებისთვის ტკბილეულის დარიგება მოინდომეს და ერთ-ერთ მწარმოებელთან შეკვეთაც გააფორმეს. პარტიის წევრის მიერ ჟურნალისტისთვის გაგზავნილ ფოტოში კი ვხედავთ, რომ ლოგოს ფორმის ჟელიბონი პენისს უფრო ჰგავს.

9 ტრანსგენდერი პოლიტიკოსი, რომელიც თანასწორობისთვის იბრძვის

/

ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლის ისტორიაში ტრანსგენდერი ადამიანების როლი გამორჩეულია. პროტესტებისა და აქტივიზმის, ცვლილებების სათავეში ხშირად სწორედ ტრანგენდერი უფლებადამცველები იყვნენ, მათმა ნაწილმა კი პოლიტიკური საქმიანობით სცადა თანასწორობისთვის ბრძოლა.

ამ სტატიაში 9 ტრანსგენდერი პოლიტიკოსის შესახებ გაიგებთ, რომელთაც საკუთარი კარიერით ისტორიული ცვლილებები გამოიწვიეს და დღემდე აქტიურად იბრძვიან ლგბტქი უფლებების დასაცავად.

ჯოელ დე სუზა

ჯოელ დე სუზა, ტრანგენდერი და ქვიარ ადამიანების უფლებებისთვის, ასევე ცხოველთა უფლებებისთვის მებრძოლი აქტივისტია ტრინიდადი და ტობაგოდან, რომელიც პირველი ტრანსგენდერი ქალი იყო, რომელმაც ხელისუფლებას დამამცირებელი მოპყრობისთვის უჩივლა. 2022 წლის თებერვალში დე სუზა გახდა ქვეყნის ისტორიაში პირველი ღიად ტრანსგენდერი სენატორი.

პეტრა დე სატერი

Paudal

პეტრა დე სატერი გინეკოლოგი და ლგბტქ+ აქტივისიტია, რომელიც გასული წლიდან ფლამანდიის მწვანე პარტიის წარმომადგენელია ევროპარლამენტში, ასევე, არის პროფესორი გენტის უნივერსიტეტში და კითხულობს ლექციებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით. 57 წლის პოლიტიკოსი პირველი ტრანსგენდერი ვიცე-პრემიერი და ბელგიის პარლამენტის პირველი ტრანსგენდერი წევრია.

ანა გროძკა

Dazed

პოლონელი პოლიტიკოსი ანა გრძოკა 2011 წელს პოლონეთის ისტორიაში პირველი და მსოფლიოში მესამე ტრანსგენდერი პარლამენტარი გახდა. გროძკამ 2008 წელს ორგანიზაცია ტრანსფუზია დაარსა, რომელიც პოლონეთის მოქალაქე ტრანსგენდერი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნავს. ორგანიზაცია ტრანსგენდერ ადამიანებსა და მათ ახლობლებს ტრანზიციის პროცესში ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას უწევს, ასევე სამართლებრივ რჩევებს აძლევს და გენდერის სამართლებრივი შეცვლის პროცესში დახმარებას სთავაზობს. 

ჯორჯინა ბეიერი

Saxton

ყოფილი დრეგ შემსრულებელი და სექსმუშაკი, ლგბტქი ადამიანთა უფლებებისთვის მებრძოლი ჯორჯინა ბეიერი მსოფლიოში პირველი ღიად ტრანსგენდერი პარლამენტარია. ის საჯარო გამოსვლებში საუბრობდა ტრანზიციის პროცესზე, ტრანსგენდერი ადამიანების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მისივე დამსახურებით, ახალ ზელანდიაში სექსსამუშაო ლეგალური გახდა.

ვლადიმირ ლუქსურია

Corriere

იტალიელი მსახიობი, აქტივისტი და პოლიტიკოსი, ვლადიმირ ლუქსურია, რომელმაც 1994 წელს იტალიის პირველი ღირსების მარშის ორგანიზება შეძლო, 2006 წელს მსოფლიოში მეორე ტრანსგენდერი პარლამენტარი გახდა. ლუქსურია, რომელიც მუდამ აქტიურად საუბრობდა ტრანსგენდერი, გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი და ქვიარ ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე, იტალიაში პოლიტიკური ცვლილებების მომტანი გახდა. 

ლინა აქსელსონ კილბლომი

Kristian Pohl

შვედეთის ხელისუფლების პირველი წარმომადგენელი, შვედეთის სკოლების მინისტრი, ლინა აქსელსონ კილბლომი ადვოკატი, განათლების ექსპერტი და აქტივისტია. 2015 წელს გამოცემულ ავტობიოგრაფიულ წიგნში ღიად ისაუბრა მოზარდობაზე, რომელიც გამოწვევებით იყო სავსე და ტრანზიციაზე, რომელიც საკუთარი თავის პოვნაში დაეხმარა.

ტესა განსერერი და ნიკ სლავიკი

DNA Magazine

ტესა განსერერმა და ნიკ სლავიკმა 2021 წელს გერმანიის ისტორიაში პირველად შეძლეს, რომ ბუნდესტაგის პირველი ტრანსგენდერი წევრები გამხდარიყვნენ. მწვანეთა პარტიის წევრები ანტიდისკრიმინაციულ კანონს უჭერენ მხარს, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის წევრთა ნახევარი ქალი უნდა იყოს, ასევე აქტიურად მუშაობენ, რათა სქესის სამართლებრივი შეცვლის პროცესი თვითიდენტიფიკაციაზე გახდეს დამოკიდებული და შეიქმნას რასიზმთან, სექსიზმთან, ტრანსფობიასა და ჰომოფობიასთან ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმა.

ტორი კუპერი

Getty Images

კუპერი აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლია აივ-ინფექციის მართვის მიმართულებით. ტრანსგენდერი ადვოკატი და აივ-ინფექციის მართვის მიმართულებით ხანგრძლივი გამოცდილების მქონე აქტივისტი პირველი შავკანიანი ტრანსგენდერი ადამიანია, რომელიც პრეზიდენტის მრჩეველთა გუნდშია.