პარლამენტში ხვალ პლენარული სხდომა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საკანონმდებლო ორგანოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. ანონსის მიხედვით, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, ხოლო 12:00 პლენარული სხდომა. დღის წესრიგი ამ დროისთვის ვებ გვერდზე
პარლამენტში ხვალ პლენარული სხდომა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საკანონმდებლო ორგანოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ანონსის მიხედვით, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, ხოლო 12:00 პლენარული სხდომა. დღის წესრიგი ამ დროისთვის ვებ გვერდზე განთავსებული არ არის.
განახლება: საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დღის წესრიგში იქნება მხოლოდ ერთი საკითხი: რუსული კანონის მეორე მოსმენით ჩაგდება.
აღსანიშნვია, რომ დღის განმავლობაში ქართული ოცნების პოზიცია იყო, რომ მიმდინარე კვირაში სხდომა ვერ ჩატარდებოდა.
კანონპროექტის დაუყოვლებლივ ჩაგდება რუსთაველის გამზირზე დღეს შეკრებილი მოქალაქეების ერთ-ერთი მოთხოვნაა. ისინი აცხადებენ, რომ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, როცა ქართული ოცნების პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო კოდექსი ჩააგდო, მათ განცხადებებს არ ენდობიან და სურთ პარლამენტმა რუსული კანონი დაუყოვნებლივ ჩააგდოს. დღეს შეკრებილების მეორე მოთხოვნა 7-8 მარტს აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებაა. შსს-ს ინფორმაციით, გაათავისუფლეს ყველა, გარდა იმ ადამიანისა, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, “პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმას” ედავებიან.
აქციების ძალადობრივი დაშლისა და არაერთი მოქალაქის დაშავების შემდეგ, დღეს, 9 მარტს, დილით ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ რუსული კანონპროექტის გაწვევისა და მისი განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. იურისტების შეფასებით კი, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება და ის უნდა ჩავარდეს მეორე მოსმენაზე. სწორედ ამიტომაა ერთ-ერთი მოთხოვნა რუსული კანონის დაუყოვნებლივ ჩაგდება.
პარლამენტმა რუსულ კანონს მხარი პირველი მოსმენით 7 მარტს დაუჭირა. განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, მაგრამ მოულოდნელად 7 მარტი გადაწყდა. მას შემდეგ, რაც ანტიდასავლურმა ძალამ რუსული კანონპროექტის ორი ვერსია დააინიცირა, აქციები იმართებოდა, თუმცა 7 მარტს გასაპროტესტებლად პარლამენტთან ბევრად მეტი ადამიანი მივიდა, უფრო მეტი კი 8 მარტს. ორივე დღეს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად ძალადობრივ მეთოდებს მიმართა, კერძოდ, გამოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი, გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმი წყლის ჭავლში წიწაკის სპრეის ურევს.
გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულია ათობით ადამიანი, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ომბუდსმენის განცხადებით, დაკავებულთაგან რამდენიმეს გარეგნული დაზიანებები ეტყობოდა, მათ შორის, ყველაზე მძიმედ პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა დაზიანებული.
ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.
რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს