ონლაინ აკადემია

ქვიარ-აქტივიზმის ონლაინ აკადემია — განაცხადების მიღება დაიწყო

საერთაშორისო ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი & ინტერსექსი ახალგაზრდებისა და სტუდენტების ორგანიზაცია (IGLYO) აცხადებს უნარ-ჩვევების ტრენინგის 2-კვირიან პროგრამას ახალგაზრდებისთვის. პროგრამა შემუშავებულია ახალგაზრდა აქტივისტებისთვის 18-იდან 30 წლამდე, ვინც ახლა იწყებს თავის აქტივისტურ კარიერას

ქვიარ-აქტივიზმის ონლაინ აკადემია — განაცხადების მიღება დაიწყო

საერთაშორისო ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი & ინტერსექსი ახალგაზრდებისა და სტუდენტების ორგანიზაცია (IGLYO) აცხადებს უნარ-ჩვევების ტრენინგის 2-კვირიან პროგრამას ახალგაზრდებისთვის.

პროგრამა შემუშავებულია ახალგაზრდა აქტივისტებისთვის 18-იდან 30 წლამდე, ვინც ახლა იწყებს თავის აქტივისტურ კარიერას და ვისთვისაც მნიშვნელოვანია აქტივიზმი, ლგბტქი უფლებები, სწავლა და კოლაბორაცია სხვა ლგბტქი აქტივისტებთან მთელი მსოფლიოდან. აკადემიის მიზანია, ახალგაზრდა აქტივისტებს ხელი შეუწყოს და წაახალისოს ლგბტქი ორგანიზაციებში ლიდერული პოზიციების დაკავებისკენ.

IGLYO-ს აქტივისტების აკადემია გლობალურად და ონლაინ გაიმართება 2023 წლის 23 მარტიდან 9 აპრილამდე, 2 კვირის განმავლობაში, ინგლისურ ენაზე. განაცხადები მიიღება 26 თებერვლამდე.

აქტივისტების აკადემია უფასოა და იღებს აპლიკაციებს როგორც ცალკეული ინდივიდებისგან, ისე 3 ადამიანამდე შემდგარი ჯგუფებისგან.

ორი კვირის განმავლობაში აკადემიაში მონაწილეები ჩაერთვებიან ექსპერტების მიერ ჩატარებულ 3 ვორკშოპში, შემდეგ კი მათ ელით 2 მისია, რომელშიც ნასწავლ უნარ-ჩვევებს გამოცდიან და მიიღებენ უკუკავშირს აქტივისტების აკადემიის ჟიურის წევრებისგან. გამარჯვებულ 3 გუნდს გადაეცემა ჯილდოები შესრულებული მისიების მიხედვით — თითოეულს €500.

განაცხადის შევსების დეტალებით იხილეთ IGLYO-ს ვებგვერდზე.

დედლაინი: 2023 წლის 26 თებერვალი, კვირა, 23:59 CEST.