ონი

/

ალტ-ინფოს ონის ოფისი უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს

მთის ამბების ცნობით, ალტ-ინფოს რაჭაში, ქალაქ ონში მდებარე ოფისი მოქალაქეებმა უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს და ოფისის კარზე წარწერა – Z დატოვეს, რომელიც რუსული სამხედრო სიმბოლოა. მთის ამბებისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნული პროტესტის ორგანიზატორებმა

ალტ-ინფოს ონის ოფისი უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს

/

მთის ამბების ცნობით, ალტ-ინფოს რაჭაში, ქალაქ ონში მდებარე ოფისი მოქალაქეებმა უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს და ოფისის კარზე წარწერა – Z დატოვეს, რომელიც რუსული სამხედრო სიმბოლოა.

ქვიარი

მთის ამბებისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნული პროტესტის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ეს იყო ღიად პრორუსული ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი, რადგან თვლიან, რომ ალტ-ინფოს გავლენის განმტკიცება სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.

პრორუსული, ძალადობრივი დაჯგუფება ალტ-ინფო საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ოფისებს ხსნის, რასაც არაერთ ქალაქში საპროტესტო აქციების გამართვა მოჰყვა — მესტიაში ალტ-ინფოს ოფისის გახსნის წინააღმდეგ ახალგაზრდები გამოვიდნენ, რასაც პრორუსულმა ძალამ აგრესიით უპასუხა და 10-მდე ადამიანი სცემეს, იგივე განმეორდა ქობულეთშიც, სადაც სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების მიერ ორგანიზებულ აქციაზე კონსერვატიული მოძრაობის 12 წევრი და მხარდამჭერი დააკავეს, მოქალაქეთა ორგანიზებით მოეწყო აქცია ოზურგეთსა და ზუგდიდშიც. ალტ-ინფოს ოფისის გახსნა ამბროლაურშიც გააპროტესტეს, გორში ოფისის შენობას წითელი საღებავი შეასხეს, ახალციხეში ადგილობრივებმა ოფისის ბანერზე საბჭოთა ნოსტალგიების საწინააღმდეგო წარწერები გააკეთეს, ხულოსა და შუახევში კი პრორუსულ ძალას ოფისები გახსნის დღესვე დაატოვებინეს.