არგენტინელი ჩოგბურთელი, ნადია პოდოროსკა ლესბოსელად დაქამინგაუთდა. მან გაამხილა, რომ ურთიერთობა აქვს არგენტინელ ჩოგბურთელ, გილერმინა ნაიასთან. წელს ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც ჩოგბურთელებმა საკუთარი სექსუალური ორიენტაცია გაასაჯაროვეს. ივლისში, რუსმა ჩოგბურთელმა, დარია კასატკინამ
არგენტინელი ჩოგბურთელი, ნადია პოდოროსკა ლესბოსელად დაქამინგაუთდა. მან გაამხილა, რომ ურთიერთობა აქვს არგენტინელ ჩოგბურთელ, გილერმინა ნაიასთან.
წელს ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც ჩოგბურთელებმა საკუთარი სექსუალური ორიენტაცია გაასაჯაროვეს.
ივლისში, რუსმა ჩოგბურთელმა, დარია კასატკინამ გამოაცხადა, რომ ურთიერთობაში იყო გოგოსთან. მას შემდეგ, რაც კასატკინა დაქამინგაუთდა, მან ჩოგბურთის გულშემატკივრებისა და თანამოაზრეებისგან მხარდაჭერა იგრძნო.
პოდოროსკა და ნაია შთაგონებულები იყვნენ კასატკინას ნაბიჯით, რადგან მისმა გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ მათ შეეძლოთ დაქამინგაუთებულიყვნენ და საზოგადოების მხარდაჭერა არ დაეკარგათ.
როდესაც ნაია 26 წლის გახდა, პოდოროსკამ თავის პარტნიორს დაბადების დღეზე განსაკუთრებული მესიჯი მიუძღვნა.
“დღეს შორიდან გილოცავ, მაგრამ ყოველდღე ვგრძნობ, რომ ჩემს გვერდით ხარ”, — დაწერა ნადიამ ინსტაგრამზე.
25 წლის პოდოროსკა 10 თვის განმავლობაში საზღვარგარეთ იმყოფებოდა. ამ დროის განმავლობაში ის შეჯიბრებებს ჩამოშორებული იყო. ამ რთული პერიოდის გადალახვაში კი, მისი ოჯახი და ნაია ეხმარებოდნენ.
“სექტემბრიდან დეკემბრამდე არგენტინაში, მშობლებთან ერთად ყოფნა შემეძლო. სახლში ყოფნა, საყვარელი ოჯახი და დადებითი ენერგიები ძალიან მეხმარებოდა. შემდეგ ესპანეთში წავედი და თავს კარგად ვგრძნობდი, რადგან ვიცოდი, რომ შეჯიბრებებში მონაწილეობას მალე შევძლებდი. დედაჩემს ჩემთან სტუმრობა შეეძლო. შემდეგ ჩემი შეყვარებული ჩამოვიდა. აი, როგორ დაიწყო ყველაფერი”, — აღნიშნა ჩოგბურთელმა.
Don't Miss
ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ გარკვეული უნდობლობა, სკეპტიციზმი; ასევე რთულად
2024 წლის ოლიმპიური თამაშები პარიზში ჩატარდება და კვლავ აქტუალური გახდა კითხვა, დაიშვებიან თუ არა ტრანსგენდერი სპორტსმენები ოლიმპიადაზე. ბოლო წლების გამოცდილება
“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებით, 2023 წლის 12 ოქტომბერს მათ მიმართეს ფეხბურთის ფედერაციას და მოითხოვეს ორი მწვრთნელისთვის უფლებამოსილების შეჩერება, ფეხბურთელი გოგოების
8 იანვარს ქვიარ ფეხბურთელი ჯოშ კავალო მინდორზე გამოჩნდა, Adelaide United და Macarthur FC-ის თამაშზე. ერთი წლის წინ ფეხბურთელმა მყესი დაიზიანა