მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში კანონი მიიღეს, რომლითაც “მოქცევის თერაპია” აიკრძალა. ეს არის სიცოცხლისთვის საშიში ცრუ პრაქტიკა, რომელიც სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის “გარდაქმნას” ისახავს მიზნად. სექსუალური და გენდერული იდენტობის “გარდაქმნის” ფსიქოლოგიურ, რელიგიურ თუ
მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში კანონი მიიღეს, რომლითაც “მოქცევის თერაპია” აიკრძალა. ეს არის სიცოცხლისთვის საშიში ცრუ პრაქტიკა, რომელიც სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის “გარდაქმნას” ისახავს მიზნად.
სექსუალური და გენდერული იდენტობის “გარდაქმნის” ფსიქოლოგიურ, რელიგიურ თუ ელექტროშოკის თერაპიაში ჩართულ ადამიანებს 5 წლამდე პატიმრობა დაემუქრებათ, არასრულწლოვანი ლგბტქი ადამიანების “მოქცევის” პრაქტიკაში ჩართულებს კი კიდევ უფრო მკაცრი სასჯელი.
ახალი კანონის თანახმად, “მოქცევის თერაპია” განისაზღვრა, როგორც ადამიანის გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის გამოხატვასთან “ბრძოლის, გარდაქმნის, დამცრობის” მცდელობა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით მეხიკო ქვეყნის პირველი რეგიონი გახდა, რომელმაც ისტორიული მნიშვნელობის ცვლილება განახორციელა. აღსანიშნავია, რომ თანასწორი ქორწინების დაკანონება მექსიკაში თავდაპირველად მეხიკოში მიიღწა, ჯერ კიდევ 2009 წელს.
წყარო: Reuters
Don't Miss
წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც არც
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას
არ გაგიკვირდეთ თუ ამ პუბლიკაციაში ზოგიერთი ტერმინის განმარტება ან ჟღერადობა კარგად ნაცნობისგან განსხვავებული აღმოჩნდება. ადამიანის სექსუალობის, სქესის და გენდერის შესახებ