მეხიკო

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში “მოქცევის თერაპია” აიკრძალა

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში კანონი მიიღეს, რომლითაც “მოქცევის თერაპია” აიკრძალა. ეს არის სიცოცხლისთვის საშიში ცრუ პრაქტიკა, რომელიც სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის “გარდაქმნას” ისახავს მიზნად.  სექსუალური და გენდერული იდენტობის “გარდაქმნის” ფსიქოლოგიურ, რელიგიურ თუ

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში “მოქცევის თერაპია” აიკრძალა

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში კანონი მიიღეს, რომლითაც “მოქცევის თერაპია” აიკრძალა. ეს არის სიცოცხლისთვის საშიში ცრუ პრაქტიკა, რომელიც სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის “გარდაქმნას” ისახავს მიზნად. 

სექსუალური და გენდერული იდენტობის “გარდაქმნის” ფსიქოლოგიურ, რელიგიურ თუ ელექტროშოკის თერაპიაში ჩართულ ადამიანებს 5 წლამდე პატიმრობა დაემუქრებათ, არასრულწლოვანი ლგბტქი ადამიანების “მოქცევის” პრაქტიკაში ჩართულებს კი კიდევ უფრო მკაცრი სასჯელი.

ახალი კანონის თანახმად, “მოქცევის თერაპია” განისაზღვრა, როგორც ადამიანის გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის გამოხატვასთან “ბრძოლის, გარდაქმნის, დამცრობის” მცდელობა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით მეხიკო ქვეყნის პირველი რეგიონი გახდა, რომელმაც ისტორიული მნიშვნელობის ცვლილება განახორციელა. აღსანიშნავია, რომ თანასწორი ქორწინების დაკანონება მექსიკაში თავდაპირველად მეხიკოში მიიღწა, ჯერ კიდევ 2009 წელს.

წყარო: Reuters