მედია თანასწორობისთვის 2022

ქვიარმა კონკურს მედია თანასწორობისთვის ჯილდო მიიღო

ქვიარი WECF Georgia-ს (ქალები საერთო მომავლისთვის — საქართველო) კონკურს მედია თანასწორობისთვის 2022-ის გამარჯვებული გახდა. ქვიარმა ქალთა და გენდერულ საკითხებზე ორიენტირებული ციფრული პლატფორმის კატეგორიაში პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა. აღნიშნულ კატეგორიაში მეორე ადგილზე კავშირი

ქვიარმა კონკურს მედია თანასწორობისთვის ჯილდო მიიღო

ქვიარი WECF Georgia-ს (ქალები საერთო მომავლისთვის — საქართველო) კონკურს მედია თანასწორობისთვის 2022-ის გამარჯვებული გახდა. ქვიარმა ქალთა და გენდერულ საკითხებზე ორიენტირებული ციფრული პლატფორმის კატეგორიაში პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა. აღნიშნულ კატეგორიაში მეორე ადგილზე კავშირი საფარი დასახელდა, ხოლო მესამეზე — GrlzWave.

WECF Georgia-მ გამარჯვებულები კიდევ ხუთ საპირზო კატეგორიაში გამოავლინა:

საუკეთესო ცენტრალური მედია პროდუქტი

  1. თორნიკე მანდარია — თოზუ თანასწორობისთვის (რადიო თავისუფლება);
  2. ანი ვაშაგაშვილი — ირანელი ქალები (ფორმულა);
  3. ნინო ბიძინაშვილი — მენსტრუაციის ხარჯები: ქალების უხილავი პრობლემა (ნეტგაზეთი).

საუკეთესო რეგიონული მედია პროდუქტი

  1. ლელა დუმბაძე — ხშირად, ექიმის კაბინეტამდეც კი ვერ ვაღწევ (ბათუმელები);
  2. მანანა ქველიაშვილი — ცხოვრება სხვაგან, სხვებისთვის (ბათუმელები);
  3. თეა დავაძე — თაობების გზავნილი ქალებს (სათემო რადიო მარნეული).

საუკეთესო ვიზუალური ნამუშევარი

  1. ანიკი გელაშვილი — ილუსტრაციების სერია: რას ნიშნავს იყო ქალი საქართველოში?
  2. ნინო გოგუა — დოკუმენტური ფილმი: დღე და ღამე (ჩაიხანა);
  3. სოფო აფციაური — ტაბაწყური — ზღვის დონიდან 2000 მეტრზე.

საუკეთესო დამოუკიდებელი/ინდივიდუალური კონტენტის შემქმნელი სოციალურ მედიაში

  1. ნათია გულისაშვილი;
  2. ელენე ასათიანი;
  3. მარიამ ნანობაშვილი.

საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური პროდუქტი

  1. მარიამ კვარაცხელია;
  2. ნინო (ევა) ართმელიძე;
  3. თამთა შერმაზანაშვილი.

ეთიკური მედიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული ჯილდო გადაეცა ეკა ქევანიშვილს.

კონკურსი მედია თანასწორობისთვის მიზნად ისახავს „გენდერულად თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში ეთიკური მედიის, მულტიმედიისა და სოციალური მედიის პლატფორმების მნიშნვნელობის ხაზგასმას და ამით საქართველოში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას“ და სწორედ ამიტომ, ქალთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერების მიმართულებით შექმნილ საუკეთესო ნამუშევრებსა და ავტორებს ყოველწლიურად გამოარჩევს.