შვეიცარიული ფეხბურთის გუნდის, ლუცერნის მეკარე, მარიუს მიულერი სიტყვა “გეის” შეურაცხმყოფელ კონტექსტში გამოყენებისთვის დააჯარიმეს. მიულერი 13 აგვისტოს უკმაყოფილო დარჩა თავისი გუნდის წაგებით და მატჩის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში დაცვაში გუნდის რბილი თამაშის აღსანიშნად სიტყვა
შვეიცარიული ფეხბურთის გუნდის, ლუცერნის მეკარე, მარიუს მიულერი სიტყვა “გეის” შეურაცხმყოფელ კონტექსტში გამოყენებისთვის დააჯარიმეს.
მიულერი 13 აგვისტოს უკმაყოფილო დარჩა თავისი გუნდის წაგებით და მატჩის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში დაცვაში გუნდის რბილი თამაშის აღსანიშნად სიტყვა „გეი“ გამოიყენა.
შვეიცარიის საფეხბურთო ლიგამ ფეხბურთელი 2 000 დოლარით დააჯარიმა და გადაწყვიტა, რომ ის თამაშისთვის გარკვეული დროითაც არ ჩამოეშორებინათ, რადგან შეურაცხყოფა კონკრეტულად არავისკენ ყოფილა მიმართული.
„მარიუს მიულერის სიტყვებიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ ის ჰომოფობიურ იდეებს ავრცელებს. ეს დაუფიქრებელი განცხადება იყო, რომელიც ჰომოსექსუალების შეურაცხყოფას არ ისახავდა მიზნად“, — განაცხადა ლიგის წარმომადგენელმა.
მან დასძინა, რომ ეს იყო დაცვაში ცუდად თამაშის გამო იმედგაცრუების გამოხატვა თანაგუნდელების მიმართ.
29 წლის ფეხბურთელმა და მისმა გუნდმა სოციალურ ქსელში ბოდიში მოიხადეს:
„მინდა ბოდიში მოვიხადო თამაშის შემდეგ გაკეთებული განცხადებისთვის, რომელიც სულელური და სრულიად უადგილო იყო. ეს არ ასახავდა ჩემს დამოკიდებულებასა და ღირებულებებს, რომლითაც ყოველდღე ვცხოვრობ“.
ფეხბურთის კლუბმა ლუცერნიმაც გაავრცელა განცხადება, რომელშიც გულწრფელი ბოდიში მოიხადა მარიუს მიულერის შეურაცხმყოფელი და ჰომოფობიური განცხადებისთვის და აღნიშნა, რომ კლუბი ერთგულია ღია და მრავალფეროვანი საზოგადოების მიმართ, ხოლო ამ საკითხს გუნდის შიგნით კიდევ ერთხელ ნათლად განიხილავდნენ.
Don't Miss
ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ გარკვეული უნდობლობა, სკეპტიციზმი; ასევე რთულად
2024 წლის ოლიმპიური თამაშები პარიზში ჩატარდება და კვლავ აქტუალური გახდა კითხვა, დაიშვებიან თუ არა ტრანსგენდერი სპორტსმენები ოლიმპიადაზე. ბოლო წლების გამოცდილება
“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებით, 2023 წლის 12 ოქტომბერს მათ მიმართეს ფეხბურთის ფედერაციას და მოითხოვეს ორი მწვრთნელისთვის უფლებამოსილების შეჩერება, ფეხბურთელი გოგოების
8 იანვარს ქვიარ ფეხბურთელი ჯოშ კავალო მინდორზე გამოჩნდა, Adelaide United და Macarthur FC-ის თამაშზე. ერთი წლის წინ ფეხბურთელმა მყესი დაიზიანა