კატარში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, პორტუგალია-ურუგვაის მატჩის მსვლელობისას მოედანზე ლგბტ დროშით კაცი შეიჭრა. მას სუპერმენის ლოგოიანი მაისურის წინა მხარეს უკრაინის მხარდამჭერი ფრაზა “Save Ukraine” ეწერა, ხოლო მაისურის უკანა მხარეს არსებული წარწერით “Respect
კატარში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, პორტუგალია-ურუგვაის მატჩის მსვლელობისას მოედანზე ლგბტ დროშით კაცი შეიჭრა. მას სუპერმენის ლოგოიანი მაისურის წინა მხარეს უკრაინის მხარდამჭერი ფრაზა “Save Ukraine” ეწერა, ხოლო მაისურის უკანა მხარეს არსებული წარწერით “Respect for Iranian women” ირანელ ქალებს უცხადებდა მხარდაჭერას.
ინციდენტი ლუსეილის სტადიონზე მატჩის მეორე ტაიმის დროს მოხდა.
20 ნოემბერს კატარში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022 დაიწყო. ეს არის პირველი მუნდიალი, რომელიც არაბულ სამყაროში ტარდება. კატარი არაერთხელ გაკრიტიკდა ადამიანთა უფლებების დარღვევის, მათ შორის ერთი და იმავე სქესის ადამიანების ურთიერთობების აკრძალვის გამო. კატარში ჰომოსექსუალობა არალეგალურია, ლგბტქი ადამიანები ქვეყანაში ისჯებიან ჯარიმებით, შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო ზოგჯერ — ჩაქოლვითაც კი.
აღსანიშნავია, რომ FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე 7 ნაკრებს, მათ შორის, გერმანიას, ინგლისს, დანიასა და უელსს ლგბტ სამკლავურის ტარება აუკრძალა და გააფრთხილა, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, სანქციები არ ასცდებოდათ. ამას მოჰყვა გერმანიის ნაკრების პროტესტი.
ასევე წაიკითხეთ:
Don't Miss
2024 წლის ოლიმპიური თამაშები პარიზში ჩატარდება და კვლავ აქტუალური გახდა კითხვა, დაიშვებიან თუ არა ტრანსგენდერი სპორტსმენები ოლიმპიადაზე. ბოლო წლების გამოცდილება
“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებით, 2023 წლის 12 ოქტომბერს მათ მიმართეს ფეხბურთის ფედერაციას და მოითხოვეს ორი მწვრთნელისთვის უფლებამოსილების შეჩერება, ფეხბურთელი გოგოების
8 იანვარს ქვიარ ფეხბურთელი ჯოშ კავალო მინდორზე გამოჩნდა, Adelaide United და Macarthur FC-ის თამაშზე. ერთი წლის წინ ფეხბურთელმა მყესი დაიზიანა
24 წლის ავსტრალიელი მცველი ჯოშ კავალო ინსტაგრამ პროფილზე აქვეყნებს კომენტარს ჰომოფობიური მუქარების საპასუხოდ. ფეხბურთელმა ქამინგ აუთი 2021 წელს გააკეთა და