თბილისი პრაიდი - Page 2

/

ჰელოუინზე მორიგი დრეგ მეჯლისი გაიმართება

Tbilisi Pride-ისა და საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით 30 ოქტომბერს მორიგი დრეგ მეჯლისი გაიმართება. დრეგ მეჯლისის თემა ჯადოსნური ჰელოუინის დღესასწაული იქნება და მასში მონაწილეობას დრეგ ქვინები Mariko Kardashian, IAMNIKITA, Rafaela Toxikana, Vanila Ice, Slutina

მერიამ თბილისის ანძის LGBT ფერებში განათება სპეციალური განცხადებით უარყო

29 ნოემბერს თბილისის ანძა ერთდროულად რამდენიმე ფერით განათდა. თბილისი პრაიდმა Facebook-ზე ანძის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ანძა “ცისარტყელას ფერებში განათდა”. პოსტს თბილისის მერია გამოეხმაურა და ამ ინფორმაციას “სრული სიცრუე” უწოდა. “როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის პროექტი – „მერების შეთანხმება – აღმოსავლეთ

თბილისი პრაიდი — 2023 წლის იანვრის მიმოხილვა

თბილისი პრაიდი არის ლგბტქი ადამიანებისა და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება. ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს პრაიდ კვირეულს თბილისში, პოლიტიკურ დღის წესრიგში აყენებს ლგბტქი საკითხებს, ატარებს გამოკითხვებს და იბრძვის

თბილისი პრაიდი და GDI აქტივისტურ სკოლას გამართავენ

25-29 ნოემბერს, თბილისი პრაიდი და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ქალაქგარეთ 5-დღიან აქტივისტურ სკოლას გამართავენ, რომელში ჩართვაც 30 ლგბტქი თემის წევრსა და მხარდამჭერს შეეძლება. „აქტივიზმის

ჰელოუინზე მორიგი დრეგ მეჯლისი გაიმართება

/

Tbilisi Pride-ისა და საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით 30 ოქტომბერს მორიგი დრეგ მეჯლისი გაიმართება.

დრეგ მეჯლისის თემა ჯადოსნური ჰელოუინის დღესასწაული იქნება და მასში მონაწილეობას დრეგ ქვინები Mariko Kardashian, IAMNIKITA, Rafaela Toxikana, Vanila Ice, Slutina Oblati, Femboy XXL და Lile მიიღებენ.

საღამოს მასპინძელი ტრადიციულად Matt Shally იქნება. მეჯლისის სპეციალური სტუმრები Creams და Meme Music იქნებიან, ხოლო სპეციალურ შემსრულებლად Lucrezia-ს ხილვას შეძლებთ.

ფოტო: Tbilisi Pride

THE DRAG BALL თბილისი პრაიდის და საინიციატივო ჯგუფის პროექტია, რომლის წევრებიც გიორგი ჩემინავა, დავით გოგიშვილი, მათე ხიდეშელი და ვატო კერძაია არიან. ეს არის დრეგ პერფორმერების შეჯიბრებების სერია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ბოლის კულტურის განვითარებას, ქვიარ არტისტებისა და თემის გაძლიერებას და მათ შესაკავშირებლად უსაფრთხო სივრცის შექმნას.

“მოხარულები ვართ დრეგ ბალის ახალი სეზონის დაწყებით და მოუთმენლად ველოდებით მონატრებულ აუდიტორიასთან შეხვედრას. დრეგ ბალის ჯგუფი დაუვიწყარ საღამოსა და ემოციებს გპირდებათ, რომელიც ქალაქში არსებულ ჰელოუინის ფართების სერიას დახურავს. გელოდებით 30 ოქტომბერს, კლუბ MTKVARZE, დრეგ ბალ ჰელოუნის ჯადოსნურ წვეულებაზე”, — აცხადებს საინიციატივო ჯგუფის წევრი, დავით გოგიშვილი.

ბილეთების მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია თბილისი პრაიდის ვებ-გვერდზე.