ელიოტ პეიჯი

ელიოტ პეიჯი ტრანსი მეგობრების შესახებ გადაღებული ფილმის პროდიუსერი იქნება

ელიოტ პეიჯი იტალიური დოკუმენტური ფილმის – In My Name-ის აღმასრულებელი პროდიუსერია, რომლის პრემიერაც თებერვალში, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ნიკოლო ბასეტის ფილმი 4 ტრანსგენდერი ბიჭის ტრანზიციის გზას გვიჩვენებს. ელიოტ პეიჯის თქმით, პროექტზე მუშაობის

ტრანსგენდერი ადამიანები, რომლებიც ახალ წესებს ადგენენ პოპულარულ კულტურაში

31 მარტი ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის საერთაშორისო დღეა. დღესდღეობით პოპ კულტურაში და კინო ინდუსტრიაში მრავალი ტრანსგენდერი ადამიანია, რომლებიც ისტორიას ცვლიან და ახალ სამყაროს ქმნიან, რომელიც უფრო მეტად მრავალფეროვანი და თანასწორია. გაიცანით ტრანსგენდერი მსახიობები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ცდილობენ ლგბტქი ადამიანების გაძლიერებას

ელიოტ პეიჯი 5 წლის შემდეგ დიდ ეკრანზე ბრუნდება

///

მისი მემუარის, Pageboy-ის, გამოსვლის შემდეგ ელიოტ პეიჯი აპირებს წლების შემდეგ პირველად დაბრუნდეს დიდ ეკრანზე. Deadline-მა ორშაბათს განაცხადა, რომ პეიჯი ითამაშებს მთავარ როლს ფილმში „Close

ელიოტ პეიჯი 5 წლის შემდეგ დიდ ეკრანზე ბრუნდება

///

მისი მემუარის, Pageboy-ის, გამოსვლის შემდეგ ელიოტ პეიჯი აპირებს წლების შემდეგ პირველად დაბრუნდეს დიდ ეკრანზე.

Deadline-მა ორშაბათს განაცხადა, რომ პეიჯი ითამაშებს მთავარ როლს ფილმში „Close To You“. ფილმის მწერლი და რეჟისორია, დომინიკ სავაჟი, რომელიც ცნობილია BAFTA-ს მფლობელი სატელევიზიო ფილმებით: Nice Girl და When I Was 12.

ახალი ფილმის შესახებ ამ დროისთვის ცოტა ინფორმაციაა ცნობილი. თუმცა ვიცით, რომ ელიოტი თამაშობს პერსონაჟს სახელად სემი, რომელიც შემთხვევით ძველ მეგობარს (ჰილარი ბააკს) შეხვდება. ფილმში სემი ოჯახურ შეკრებაზე მიდის, რომელიც აიძულებს დაუპირისპირდეს დიდი ხნის დამარხულ მოგონებებს.

Umbrella Academy-ს ვარსკვლავმა Deadline-ს უთხრა, რომ „ამაყობს იმით, რომ ამ მშვენიერ ფილმზე დომინიკთან და ჰილარისთან ერთად მუშაობდა“.

„სასიამოვნო იყო მათთან, წარმოუდგენლად ნიჭიერ მსახიობებთან და ჯგუფთან თანამშრომლობა. მოუთმენლად ველი, რომ მალე გავაზიარებ ფილმს აუდიტორიასთან“ – თქვა ელიოტ პეიჯმა.

დომინიკ სავაჟმა თქვა, რომ „აღსანიშნავი გამოცდილება იყო ელიოტ პეიჯთან თანამშრომლობა ამ განსაკუთრებულ და უნიკალურ ფილმზე, რომელიც ეხება სიყვარულს, იდენტობასა და ოჯახს“.

„ძალიან ვამაყობ იმით, რასაც ფილმით მივაღწიეთ. ჩემთვის პატივი იყო ელიოტთან მუშაობა ამ ძალიან მტკივნეული, პირადი და მნიშვნელოვანი ისტორიის გასაცოცხლებლად და ეკრანზე გადმოსაცემად“ – თქვა დომენიკმა.

პეიჯი 2019 წლიდან თამაშობს ვიქტორ ჰარგრივზის როლს Netflix-ის Umbrella Academy-ში. გარდა ამისა, რეჟისორი იყო და გამოჩნდა დოკუმენტურ ფილმში There’s Something in the Water. თუმცა, ის არ გამოჩენილა მხატვრულ ფილმში 2017 წლის Flatliners-ის შემდეგ.

ეს შეიძლება მიეწეროს პეიჯის ნეგატიურ გამოცდილებას ჰოლივუდში, როგორც მან ვრცლად აღწერა პეიჯბოიში. ტანსაცმლის ჩაცმისა და სექსუალობის დამალვის ზეწოლიდან დაწყებული ცნობილ მსახიობებთან დაძაბულ ჰომოფობიურ დაპირისპირებამდე, მსახიობის მემუარებმა გამოავლინა ინდუსტრიის მწარე პორტრეტი, რომელიც ხშირად ავიწროვებს ლგბტქი საზოგადოებას. ყოველივე ამის ფონზე, ჩვენ ვიმედოვნებთ – პეიჯის დაბრუნება კინოში ნიშნავს, რომ ის ახლა თავს უფრო ძლიერად გრძნობს, როგორც მსახიობი და ჩვენ ერთი სულ გვაქვს ვიხილოთ ის დიდ ეკრანზე.

ტრანსგენდერი ადამიანები, რომლებიც ახალ წესებს ადგენენ პოპულარულ კულტურაში

31 მარტი ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის საერთაშორისო დღეა. დღესდღეობით პოპ კულტურაში და კინო ინდუსტრიაში მრავალი ტრანსგენდერი ადამიანია, რომლებიც ისტორიას ცვლიან და ახალ სამყაროს ქმნიან, რომელიც უფრო მეტად მრავალფეროვანი და თანასწორია.

გაიცანით ტრანსგენდერი მსახიობები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ცდილობენ ლგბტქი ადამიანების გაძლიერებას თავიანთი აქტივიზმით თუ შესრულებული როლებით.

ემჯეი როდრიგესი

ემჯეი როდრიგესს ტელემაყურებლები რაიან მერფის გახმაურებული სერიალიდან, Pose-დან იცნობს, სადაც ის აივ დადებითი პერსონაჟის როლს ასრულებს, რომელიც 80-იანი წლების ნიუ-იორკში ცხოვრობს და ბოლრუმის კულტურას ქმნის. მსახიობი პირველი ტრანსგენდერი ადამიანია, რომელსაც ოქროს გლობუსის ჯილდო გადაეცა.

ბრაიან მაიკლ სმიტი

ბრაიან მაიკლ სმიტი კიდევ ერთი ვარსკლავია, რომელიც გასულ წელს პოპულარული ამერიკული ჟურნალის გამოკითხვის შედეგად ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დასახელდა სატელევიზიო ინდუსტრიაში. მსახიობი ნიუ იორკ ტაიმსთან ინტერვიუში საუბრობს,  რომ პატარაობაში იზოლაციაში იზრდებოდა და ფიქრობდა, რომ თავის ოცნებებს ვერ აიხდენდა. ის ვერ ხედავდა ტრანსგენდერ მამაკაცებს მედიაში, ტელევიზიაში და კინოში.

ჰანტერ შაფერი

ჰანტერ შაფერი კიდევ ერთი ტრანსგენდერი მსახიობი და მოდელია, რომელიც საზოგადოებამ HBO-ს სერიალიდან, „ეიფორიიდან“ გაიცნო. 23 წლის მსახიობისთვის სერიალში შესრულებული როლი პირველი იყო, მანამდე ის სამოდელო კარიერით იყო დაკავებული და თანამშრომლობდა ისეთ გავლენიან მოდის სახლებთან, როგორებიცაა Prada, Miu Miu, Dior, Calvin Klein, Maison Margiela და Vera Wang. 2020 წელს პრაიდის 50-ე, საიუბილეო მარშზე ჰანტერ შაფერი ონლაინ გამოცემა Queerty-იმ 50 ადამიანს შორის დაასახელა, რომლებიც ეხმარებიან საზოგადოებას ლგბტქი ადამიანების მიმღემლობაში.

ლავერნ კოქსი

ლავერნ კოქსი ლგბტ აქტივისტი და მსახიობია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უწევს ადვოკატირებას ლგბტქი ადამიანებს. მსახიობის კარიერაში გარდამტეხი Netflix-ის სერიალში, Orange is the New Black-ში შესრულებული როლი აღმოჩნდა. სერიალში მოქმედება ქალთა ციხეში ვითარდება, სადაც ლავერ კოქსის პერსონაჟი ტრანსგენდერი პატიმრის როლს ასრულებს. მსახიობმა შესრულებული როლისთვის Emmy-ის ნომინაციაც მიიღო.

ელიოტ ფლეთჩერი

ელიოტ ფლეთჩერი კიდევ ერთი ტრანსგენდერი მამაკაცია, რომელსაც მაყურებლები პოპულარული ამერიკული სერიალიდან, Shameless-იდან (უსირცხვილო) იცნობენ. 25 წლის მსახიობი ლოს ანჯელესში დაიბადა და 17 წლის ასაკში გააკეთა ქამინგაუთი და დაიწყო ტრანსფორმაციის პროცესი. ამჟამად მსახიობი მონაწილეობს Hulu-ს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალ Y: The Last Man.

კეიტლინ ჯენერი

კეიტლინ ჯენერი ამერიკელი სატელევიზიო სახე და ოლიმპიური ჩემპიონატის ოქროს მედალოსანია, რომელიც 23 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ქორწინებაში კარდაშიანების დედასთან, კრის ჯენერთან. ყოფილმა სპორტმსენმა 2015 წელს, 66 წლის ასაკში გააკეთა ქამინგაუთი, როგორც ტრანსგენდერმა ქალმა და Vanity Fair-ის ყდაზე გამოჩნდა.

ვაჩოვსკები

დები ვაჩოვსკები გავლენიანი კინორეჟისორები არიან, რომლებსაც საზოგადოება „მატრიცას“ ცნობილი სერიიდან იცნობენ. ფიოდორ დოსტოევსკის, ჰომეროსის და ჰერმან ჰესსეს შემოქმედებით შთაგონებულ კინორეჟისორებს საზოგადოება მრავალი წელი მამაკაცად იცნობდნენ, თუმცა 2016 წელს მათ ოფიციალურად გააკეთეს განცხადება და თქვეს, რომ ტრანსგენდერები არიან.

ელიოტ პეიჯი

ელიოტ პეიჯი კიდევ ერთი მსახიობია, რომელმაც 2020 წელს სოციალური ქსელის საშუალებით გააკეთა ქამინგაუთი და თქვა, რომ ის ტრანსგენდერი მამაკაცია და აპირებს ტრანზიციის პროცესის დაწყებას. ამასთან ერთად მსახიობი პირველი ტრანსგენდერი მამაკაცია, რომელიც გავლენიანი ამერიკული გამოცემის, Time-ის ყდაზე აღმოჩნდა. მსახიობი მრავალი წლის განმავლობაში ეწევა ლგბტქი საკითხების ადვოკატირებას და ცდილობს თავისი პლატფორმები გამოიყენოს ტრანსგენდერი ადამიანების პრობლემების გასაჟღერებლად.

ჩაზ ბონო

ჩაზ ბონო პირველი ტრანსგენდერი მამაკაცია, რომელმაც ამერიკულ „ცეკვავენ ვარსკლავებში“ მიიღო მონაწილეობა. ლეგენდარული ჩერის და სონი ბონოს შვილმა ჩაზ ბონომ გასული საუკუნის 90-იან წლებში გააკეთა საჯარო ქამინგაუთი, როგორც ლესბოსელმა ქალმა და გამოსცა წიგნი, სადაც ლგბტქი ადამიანებს უზიარებდა თავის გამოცდილებას ქამინგაუთზე.

 

ელიოტ პეიჯი ტრანსი მეგობრების შესახებ გადაღებული ფილმის პროდიუსერი იქნება

ელიოტ პეიჯი იტალიური დოკუმენტური ფილმის – In My Name-ის აღმასრულებელი პროდიუსერია, რომლის პრემიერაც თებერვალში, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ნიკოლო ბასეტის ფილმი 4 ტრანსგენდერი ბიჭის ტრანზიციის გზას გვიჩვენებს.

ელიოტ პეიჯის თქმით, პროექტზე მუშაობის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან თვლის, რომ ფილმი კარგად ასახავს ტრანს იდენტობის კომპლექსურობას.

„ჩემთვის ფილმის მხატვრული ღირებულება ინდივიდის სხვადასხვა პერსონალური მახასიათებლის წინასწარგანზრახული, საფუძვლიანი წარმოჩენაა. ასეთი ფილმი არასდროს მინახავს“, – აღნიშნა პეიჯმა.

ფილმის რეჟისორის თქმით, როგორც ტრანსგენდერი მოზარდის მშობელი, ცდილობდა, ფილმის გმირებთან ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა ჰქონოდა და მათი ემოციური მხარე წარმოეჩინა, ელიოტ პეიჯმა კი პირადი გამოცდილებითა და პერსპექტივის გაზიარებით, ფილმზე მუშაობა უფრო სასიამოვნო გამოცდილებად აქცია.

წყარო: Advocate

ფოტო: The Latch