დივაინი

ნინა ვესტი ახალ ფილმში ლეგენდარული დრეგ ქვინის, დივაინის როლს ასრულებს

ამერიკული რეალითი შოუს, Rupaul’s Drag Race-ის მე-11 სეზონის მონაწილე, ნინა ვესტი ერიკ აპელის ახალ ფილმ Weird: The Al Yankovic Story-ში ლეგენდარული ამერიკელი დრეგ შემსრულებლის, დივაინის როლს ასრულებს. ლგბტქი აქტივისტი, კომიკოსი და მსახიობი,

ნინა ვესტი ახალ ფილმში ლეგენდარული დრეგ ქვინის, დივაინის როლს ასრულებს

ამერიკული რეალითი შოუს, Rupaul’s Drag Race-ის მე-11 სეზონის მონაწილე, ნინა ვესტი ერიკ აპელის ახალ ფილმ Weird: The Al Yankovic Story-ში ლეგენდარული ამერიკელი დრეგ შემსრულებლის, დივაინის როლს ასრულებს.

ლგბტქი აქტივისტი, კომიკოსი და მსახიობი, ნინა ვესტი პოპულარული სიმღერების პაროდიული ვერსიების შემსრულებლის, ალ იენკოვიჩის შესახებ გადაღებულ ფილმში არაერთ ცნობილ მსახიობთან ერთად მონაწილეობს. ევან რეიჩელ ვუდი მადონას როლს ასრულებს, კვინტა ბრანსონი — ოპრა უინფრის, ხოლო მთავარ როლში დენიელ რედკლიფია.

ფილმის პრემიერა 8 სექტემბერს, ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ნინა ვესტისა და ლეგენდარული დრეგ შემსრულებლისა და მსახიობის სახელები ერთმანეთს დაუკავშირდა — 1988 წელს გამოსულ ფილმ Hairspray-ში მთავარ როლში დივაინი იყო, მის სასცენო ვერსიაში კი ნინა. 

წყარო: The Entertainment