გიორგი ვაშაძე

/

კანონის გახმობა და დაკავებულების გათავისუფლება — ვაშაძემ მოთხოვნები გამოაცხადა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აქციაზე ხელისუფლების მიმართ ორი მოთხოვნა წამოაყენა და შესასრულებლად ერთსაათიანი ვადა მისცა. “დაუყოვლებლივ გაიხმოს ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი საქართველოს პარლამენტიდან და ყველა დაპატიმრებული, რომელიც უკანონოდ დააპატიმრეს გუშინ, დაუყოვნებლივ

კანონის გახმობა და დაკავებულების გათავისუფლება — ვაშაძემ მოთხოვნები გამოაცხადა

/

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აქციაზე ხელისუფლების მიმართ ორი მოთხოვნა წამოაყენა და შესასრულებლად ერთსაათიანი ვადა მისცა.

“დაუყოვლებლივ გაიხმოს ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი საქართველოს პარლამენტიდან და ყველა დაპატიმრებული, რომელიც უკანონოდ დააპატიმრეს გუშინ, დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული”, — თქვა მან.

მისი განცხადებით, სხვა შემთხვევაში იქნება შემდგომი ნაბიჯები, რომლის შესახებაც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. ქუჩა რამდენიმე საათია გადაკეტილია. მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ. აქცია გაიმართა გუშინაც, სადაც ხელისუფლებამ სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყვანა და გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი. არიან დაშავებულები, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. გარდა ამისა, შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს.