გენდერის მარკერი

აშშ-ს მოქალაქეები ოფიციალურ დოკუმენტებში გენდერის მარკერად X-ის მონიშვნას შეძლებენ

11 აპრილიდან, აშშ-ის მოქალაქეებს პასპორტში გენდერის მარკერის გასწვრივ X-ის მონიშვნა შეეძლებათ. მომავალი წლიდან იგივე ცვლილების შეტანა სხვა ოფიციალურ დოკუმენტებშიც იქნება შესაძლებელი. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავიაკომპანიებთან და სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაციასთან ითანამშრომლებს, რათა მათ სისტემაშიც

აშშ-ს მოქალაქეები ოფიციალურ დოკუმენტებში გენდერის მარკერად X-ის მონიშვნას შეძლებენ

11 აპრილიდან, აშშ-ის მოქალაქეებს პასპორტში გენდერის მარკერის გასწვრივ X-ის მონიშვნა შეეძლებათ. მომავალი წლიდან იგივე ცვლილების შეტანა სხვა ოფიციალურ დოკუმენტებშიც იქნება შესაძლებელი.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავიაკომპანიებთან და სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაციასთან ითანამშრომლებს, რათა მათ სისტემაშიც გაჩნდეს X გენდერის მარკერი. 

სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯერ კიდევ ივნისში განაცხადა, რომ იმ აპლიკანტებს, რომლებიც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ჩამოთვლილ გენდერის მარკერს მათთვის შეუსაბამოდ თვლიდნენ, შეეძლებოდათ მარკერის გამარტივებული შეცვლა. სიახლე კი 31 მარტს, ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის საერთაშორისო დღეს გავრცელდა.

წყარო: CNN