გამოფენა

პრაიდის პორტრეტები — გამოფენა, რომელიც პრაიდზე და ლგბტქი უფლებებზე რეფლექსიაა

ბოსტონში პრაიდის თვისადმი მიძღვნილი ახალი გამოფენა გაიხსნა, რომელიც დამთვალიერებლებს მთელი ოქტომბრის განმავლობაში უმასპინძლებს. აქ გამოფენილია სხვადასხვა თაობის ლგბტქი ლიდერების პორტრეტები, ასევე, მათი რეფლექსია სიტყვა “პრაიდის” მნიშვნელობაზე. არასამთავრობო ორგანიზაცია Leadership Brainery-ის დამფუძნებლების, დერიკ

ფემინურობისა და მასკულინობის გასაყარზე – გამოფენა ფუნგუსის სივრცეში

ფემინისტურმა და ქვიარ ორგანიზაცია GrlzWave-მა 28 თებერვალს ჯგუფური გამოფენა, ფემინურობისა და მასკულინობის გასაყარზე გახსნა. გამოფენა გალერეა ფუნგუსის სივრცეში, თბილისში, ია კარგარეთელის 2 ნომერში მასპინძლობს დამთვალიერებლებს. გამოფენაზე დასწრება უფასოა, ხოლო დაინტერესებული პირები ნამუშევრების ნახვას მომდევნო კვირაშიც შეძლებენ. გამოფენის მთავარი თემა გენდერის

ფემინურობისა და მასკულინობის გასაყარზე – გამოფენა ფუნგუსის სივრცეში

ფემინისტურმა და ქვიარ ორგანიზაცია GrlzWave-მა 28 თებერვალს ჯგუფური გამოფენა, ფემინურობისა და მასკულინობის გასაყარზე გახსნა. გამოფენა გალერეა ფუნგუსის სივრცეში, თბილისში, ია კარგარეთელის 2 ნომერში მასპინძლობს დამთვალიერებლებს. გამოფენაზე დასწრება უფასოა, ხოლო დაინტერესებული პირები ნამუშევრების ნახვას მომდევნო კვირაშიც შეძლებენ.
ფოტო: GrlzWave
გამოფენის მთავარი თემა გენდერის ბინარულ ჭრილში დეკონსტრუქციაა. Grlzwave-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიების თანახმად, პატრიარქატულ სამყაროში გენდერი ბინარულ სისტემაშია და დანარჩენი ყველაფერი ამის მიხედვით ყალიბდება. რადგან გარეგნობა საკუთარი თავის გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო საშუალებაა, იგი ხშირად ხდება გენდერული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი. გამოფენა იკვლევს და ანგრევს იმ გენდერული ნორმებისა თუ გენდერის იდეას, რომელიც ცნობილია დღევანდელ საზოგადოებაში.
ფოტო: GrlzWave
ექსპოზიცია მნახველებს სამი ფოტოგრაფის: ელენე დუდუჩავას, მარიკა ქოჩილაშვილის, სალომე ვარდანაშვილისა ფოტოპროექტსა და პარი ბანუ ასგარის სამნაწილიან პერფორმანსს სთავაზობს. ბანუ ასგანმა პერფორმანსის პირველი ნაწილი გამოფენის პირველ დღეს, 28 თებერვალს წარუდგინა დამთვალიერებელს, ხოლო დარჩენილი ორი ნაწილი მომდევნო კვირაში, 19:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე გაიმართება.
ფოტო: GrlzWave
GrlzWave-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, თეკლა თევდორაშვილის განცხადებით, მონაწილეებისთვის ღია კარის კონკურსი გამოცხადდა და 4 მონაწილე, რომელიც გამოფენაზე თავიანთ ნამუშევრებს წარმოადგენს, სწორედ აპლიკაციების მიხედვით შეირჩა.
“ამ გამოფენის მთავარი მიზანია გენდერის დეკონსტრუქცია ხელოვნების საშუალებით და სოციალური თემების წინ წამოწევა. ზოგადად, ძალიან გვინდა, რომ არტივიზმის მიმართულება განვავითაროთ და სოციალურ საკითხებზე ხელოვნების ხელსაწყოების გამოყენებითაც ვისაუბროთ, რათა ის მნიშვნელოვანი თემები მივიტანოთ აუდიტორიასთან, რომლებზეც ვმუშაობთ. ფუნგუსის სივრცეში გვაქვს ფოტოპროექტები, მათ შორის, მარიკა ქოჩიაშვილის ფოტოპროექტი და სკულპტურა, და, ასევე, ბანუს პერფორმანსები, რომლის პატარა sneak peak ინსტალაცია გვქონდა 26 თებერვალს მტკვარზე”, — აღნიშნა თეკლა თევდორაშვილმა.
ფოტო: GrlzWave

გამოფენის ფინანსური მხარდამჭერია ნიდერლანდების საელჩო საქართველოში.

ფოტო: GrlzWave

პრაიდის პორტრეტები — გამოფენა, რომელიც პრაიდზე და ლგბტქი უფლებებზე რეფლექსიაა

ბოსტონში პრაიდის თვისადმი მიძღვნილი ახალი გამოფენა გაიხსნა, რომელიც დამთვალიერებლებს მთელი ოქტომბრის განმავლობაში უმასპინძლებს. აქ გამოფენილია სხვადასხვა თაობის ლგბტქი ლიდერების პორტრეტები, ასევე, მათი რეფლექსია სიტყვა “პრაიდის” მნიშვნელობაზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია Leadership Brainery-ის დამფუძნებლების, დერიკ იანგ ჯულიორისთვის და ჯონათან ალენისთვის პრაიდი “იმის საჩვენებლად ყველაფერის გარისკვის ნებაა, რომ სიყვარული სიყვარულია — ჩვენი სიყვარული ჯადოსნურია, ნაზი და მშვიდობიანი, ჩვენი სიყვარული იცავს და ათავისუფლებს”. გამოფენაზე ამ და კიდევ 20 სხვა ლიდერის პორტრეტი და პასუხი გამოიფინა კითხვაზე — რას ნიშნავს პრაიდი?

“პრაიდის პორტრეტები” ხელოვანების, აქტივისტების, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის ლიდერებისა და სხვების ფოტოებს აერთიანებს, რომლებიც ფოტოგრაფმა ჯონ ჰუეტმა გადაიღო. პორტრეტებზე გამოსახულ ლიდერებს შორის შტატის სენატორი, ჯულიან სიერი, ბოსტონის საჯარო ბიბლიოთეკის პრეზიდენტი, დეივიდ ლეონარდი, უმაღლესი სკოლის მოსწავლე აქტივისტები, ეშტონ მოტა და ალია კუსოლიტო, ასევე, უფლებადამცველი მერი ბონაუტო არიან.

“ეს პორტრეტები ერთდროულად პერსონალური და პოლიტიკურია. ჩვენ გვაქვს უფლება აქ ყოფნის, იმგვარად სიყვარულის, როგორც გვიყვარს, იმგვარად არსებობის, როგორც გვინდა, რომ ვიარსებოთ”, — აღნიშნავს გამოფენის კურატორი, ჯინ დოლინი. მისი თქმით, პორტრეტებზე ლგბტქი მოძრაობის გმირების რამდენიმე თაობის წარმომადგენლები არიან გამოსახული.

დოლინის თქმით, გამოფენა იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ თავდასხმები აშშ-ში განსაკუთრებით გახშირებულია — ტრანსგენდერ ადამიანებზე თავდასხმიდან დაწყებული, იმ ლიტერატურისა და საგანმანათლებლო პროგრამის აკრძალვით დამთავრებული, რომელიც ჩვენს არსებობაზე ჰყვება.

თითოეული პორტრეტი იმ ადგილას არის გადაღებული, რომელიც ფოტოს გმირისთვის განსაკუთრებით ძვირფასია. ფოტოგრაფი ჯონ ჰუეტი იმედოვნებს, რომ მგრძნობიარე ფოტოები ადამიანებს დაეხმარება, უკეთ გაუგონ და გაიცნონ ის ლიდერები, “რომელთაც ლგბტქი ადამიანების მიმართ წარმოდგენების შეცვლის ხანგრძლივ ისტორიაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით”.

“ადამიანზე რაც უფრო მეტს იგებ, მით მეტ საერთოს პოულობ. ვფიქრობ, დღეს ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”, — აღნიშნა ჰუეტმა.

წყარო: Boston Globe