მწერალი, ფოტოგრაფი და მსახიობი, არჩილ ქიქოძე საქართველოს პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს უერთდება, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ. ქიქოძის თქმით, რუსული კანონპროექტის მიღება ქვეყანას ცივილიზებულ მსოფლიოსთან იზოლაციის საფრთხეს უქმნის. “აქ იმიტომ ვარ, რომ ამ კანონის
მწერალი, ფოტოგრაფი და მსახიობი, არჩილ ქიქოძე საქართველოს პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს უერთდება, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ. ქიქოძის თქმით, რუსული კანონპროექტის მიღება ქვეყანას ცივილიზებულ მსოფლიოსთან იზოლაციის საფრთხეს უქმნის.
“აქ იმიტომ ვარ, რომ ამ კანონის წინააღმდეგი ვარ. იმიტომ ვარ, რომ შვილების მამა ვარ და მგონია, რომ ეს კანონი ბოლო შორეულ პერსპექტივებს მოუსპობს ქვეყანას და გადაგვჩეხავს ფეოდალურ სახელმწიფოში, ამიტომ ვარ აქ. ეს კანონი ქვეყანას ცივილიზებულ მსოფლიოსთან იზოლაციის და უსამართლობის საფრთხეს უქმნის. გამოცხადდება ნადირობის სეზონი “აგენტებზე”. ამას შეეწირება ძალიან ბევრი ადამიანი და წესიერი კაცისთვის აქ ადგილი აღარ იქნება მალე”, — აღნიშნა ქიქოძემ.
დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ანტიდასავლური ძალის მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს განიხილავენ, რის პარალელურადაც პარლამენტთან სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ხალხის საპროტესტო აქცია იმართება.
ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.
ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად. შესაბამისად, ანტიდასავლური მოძრაობის მიერ პარლამენტში უკვე რეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს