გუშინ საღამოს, 3 დეკემბერს, ირანის გენერალურმა პროკურორმა მოჰამედ ჯაფარ მონტაზერიმ განაცხადა, რომ ირანის „ზნეობის პოლიცია“ გაუქმდა „იმავე ადგილიდან, სადაც ის შეიქმნა“. მან ხაზი გაუსვა, რომ ზნეობის პოლიციას „არაფერი ესაქმება“ ქვეყნის სასამართლო სისტემასთან.
გუშინ საღამოს, 3 დეკემბერს, ირანის გენერალურმა პროკურორმა მოჰამედ ჯაფარ მონტაზერიმ განაცხადა, რომ ირანის „ზნეობის პოლიცია“ გაუქმდა „იმავე ადგილიდან, სადაც ის შეიქმნა“.
მან ხაზი გაუსვა, რომ ზნეობის პოლიციას „არაფერი ესაქმება“ ქვეყნის სასამართლო სისტემასთან. მიუხედავად ამისა, მონტაზერიმ ასევე განაცხადა, რომ სისტემა „გააგრძელებს ქცევების მონიტორინგს საზოგადოებრივ დონეზე“, ამიტომ უცნობია, კვლავ შეიქმნება თუ არა ზნეობის პოლიცია სხვა კონტექსტში ან სხვა სახელით.
მონტაზერის შენიშვნა გაჟღერდა იმ კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ გაქრა ქუჩებიდან ზნეობის პოლიცია, რომელიც სექტემბერში 22 წლის მაჰსა ამინის მკვლელობის შემდეგ საპროტესტო გამოსვლების მიზეზი გახდა.
ამ კვირაში მონტაზერიმ ასევე განაცხადა, რომ პარლამენტი, სასამართლო და კულტურის უზენაესი ორგანოები განიხილავენ ჰიჯაბის სავალდებულო ტარების კანონს და განხილვის შედეგი ორ კვირაში გამოცხადდება.
Don't Miss
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგია, რომელშიც ლგბტქი უფლებები გამოტოვა. დოკუმენტზე პარლამენტი, სავარაუდოდ, თებერვლიდან იმსჯელებს.
ჰომოფობიური და ძალადობრივი პარტიის, კონსერვატიული მოძრაობის წევრები, რომლებიც 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორებიც არიან, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
2022 წელი ლგბტქი უფლებების მიმართულებით გამოწვევებით იყო სავსე. მსოფლიოში არაერთი სასიკეთო ცვლილება მოხდა, თუმცა ამის საპირწონედ, მემარჯვენე ჯგუფების გაძლიერება და
შოტლანდიის პარლამენტმა 22 დეკემბერს დაამტკიცა რეფორმა, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანებს გენდერის ლეგალურად შეცვლას უადვილებს. რეფორმის მიხედვით, გენდერის შეცვლისთვის გენდერული დისფორიის სამედიცინო