ქორწინების თანასწორობა

სლოვენიაში ქორწინების თანასწორობა მიიღწა

სლოვენიის საკონსტიტუციო სასამართლომ ერთნაირ სქესიანი წყვილების ქორწინება და შვილად აყვანა ლეგალურად ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონი, რომელიც ქორწინებისა და შვილად აყვანის უფლებას მხოლოდ ჰეტეროსექსუალ წყვილებს ანიჭებდა წინააღმდეგობაშია დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპთან. სასამართლომ ეროვნულ ასამბლეას

სლოვენიაში ქორწინების თანასწორობა მიიღწა

სლოვენიის საკონსტიტუციო სასამართლომ ერთნაირ სქესიანი წყვილების ქორწინება და შვილად აყვანა ლეგალურად ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონი, რომელიც ქორწინებისა და შვილად აყვანის უფლებას მხოლოდ ჰეტეროსექსუალ წყვილებს ანიჭებდა წინააღმდეგობაშია დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპთან.

სასამართლომ ეროვნულ ასამბლეას შესაბამისი კანონის ჩასწორებისთვის 6-თვიანი ვადა მისცა და ქორწინება განისაზღვრა როგორც „ორ ადამიანს შორის კავშირი მიუხედავად მათი გენდერული იდენტობისა“. ამასთან, ერთანირ სქესიან წყვილებს, რომლებიც სამოქალაქო პარტნიორობაში არიან, შვილის აყვანის შესაძლებლობაც ექნებათ.

აქამდე, სლოვენიის მოქალაქე ერთნაირ სქესიან წყვილებს სამოქალაქო პარტნიორობის ფორმირება შეეძლოთ, რაც გარკვეულ უფლებებს ანიჭებდათ, თუმცა არა ყველა იმ უფლებას, რაც ჰეტეროსექსუალ წყვილებს ჰქონდათ.

სლოვენიის საკონსტიტუციო სასამართლომ გააკეთა განმარტება, რომლის თანახმადაც, შვილად აყვანასთან დაკავშირებით ახალი სამართლებრივი გადაწყვეტილება არ შევა ძალაში, თუმცა პასუხისმგებელი უწყებები ვალდებულნი იქნებიან დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კანონის გათვალისწინებით, წყვილებს შვილად აყვანის რიგში დარეგისტრირების თანაბარი შესაძლებლობა მიანიჭონ.

სლოვენია ევროკავშირის წევრი მე-16 ქვეყანა და აღმოსავლეთ ევროპის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ქორწინების თანასწორობა დააკანონა.

წყარო: Total Slovenia News