ქალთა შრომითი უფლებების დაცვის არაკომერციული ორგანიზაცია გააღვიძე აქტივიზმი ქალებს ფსიქოლოგის უფასო მომსახურებას, თერაპიის სრულ კურსს სთავაზობს. პროექტი ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალთა მიმართ ძალადობა – უხილავი პრობლემა ფარგლებში, ქალთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ორგანიზაციის
ქალთა შრომითი უფლებების დაცვის არაკომერციული ორგანიზაცია გააღვიძე აქტივიზმი ქალებს ფსიქოლოგის უფასო მომსახურებას, თერაპიის სრულ კურსს სთავაზობს. პროექტი ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალთა მიმართ ძალადობა – უხილავი პრობლემა ფარგლებში, ქალთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
ორგანიზაციის განცხადებით, ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული მწვავე თუ მსუბუქი პრობლემები დღევანდელობაში ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს, რომელიც ადამიანების უმრავლესობას ეხება და ხშირ შემთხვევაში უარყოფითად მოქმედებს მათ ყოველდღიურობაზე.
“ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეები ადამიანებს, განსაკუთრებით კი ქალებს, მოწყვლადს ხდის მრავალი კუთხით, მათ შორის ძალადობასთან მიმართებითაც, რაც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი და ხილულია”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, სერვისით სარგებლობა შეუძლიათ 30 წლამდე ქალებს (მათ შორის ქვიარ და ტრანს ქალებს), რომელთაც აქვთ ფიზიკური, ფსიქო-ემოციური, სექსუალური ან სხვა ტიპის ძალადობის გამოცდილება და სურთ მიიღონ ფსიქოლოგის კონსულტაცია. ისინი შეძლებენ უფასოდ ისარგებლონ სპეციალისტის დახმარების სრული კურსით – 12 შეხვედრით.
სერვისის მიმღებთათვის კონფიდენციალურობა სრულად იქნება დაცული, ხოლო კურსის ფარგლებში არსებული თითოეული შეხვედრის ჩატარება შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურ, ასევე – Online ფორმატში.
სერვისის მისაღების მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა ან დარეკონ შემდეგ ნომერზე: +995 557 75 81 52
Don't Miss
ფიზიკური აქტივობა, ადამიანის ფიზიკური ჯანმრთელობის გარდა, უდიდეს როლს თამაშობს ადამიანის ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგრადობაში. კვლევები აჩვენებს, რომ ფიზიკური აქტივობით
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები (აფნ) საქართველოში აქტიურად ვრცელდება ბოლო 15-20 წელია. ტერმინი “ახალი” პირობითია, რადგან ეს ნივთიერებები საკმაოდ დიდი ხანია რაც
კვლევა ჩატარდა “Just Like Us, the LGBT+ young people’s charity” ორგანიზებით. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ტრანსგენდერი და არაბინარული ახალგაზრდების უმრავლესობას
საქართველოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული, არალეგალური ნარკოტიკული საშუალებებია: ჰალუცინოგენებედან კანაბინოიდების ჯგუფი (კანაფი, ჰაშიში), სტიმულატორები, სადაც შედის ოპიოიდების ჯგუფი. ოპიოდიები მოიცავს ოპიატებს