გუშინ საღამოს გახდა ცნობილი რომ აქონდროპლაციის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის წამალი უკვე საქართველოშია. წამლის მოთხოვნით გამართული საპროტესრო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი მაკუნა გოჩიაშვილი საკუთარი ფეისბუკის გვერდზე წერს: “რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ წამალი ჩამოვიდა
წამალი დაიდო!
გუშინ საღამოს გახდა ცნობილი რომ აქონდროპლაციის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის წამალი უკვე საქართველოშია. წამლის მოთხოვნით გამართული საპროტესრო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი მაკუნა გოჩიაშვილი საკუთარი ფეისბუკის გვერდზე წერს:
“რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ წამალი ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინიკაშია. ზეგ ჩვენი თინეიჯერები პირველ დოზას გაიკეთებენ.”
„ვოსორიდიტი“ VOXZOGO სამედიცინო პრეპარატია, რომლის ეფექტურობა და უსაფრთხოება აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მკურნალობისთვის დადასტურებულია ევროპის წამლის სააგენტოს EMA და ასევე აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოს FDA მიერ.
„დედების პროტესტად“ ცნობილი უწყვეტი საჯარო აქცია საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიმდებარედ დედებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მიმდინარე წლის 19 აპრილს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი შეხვდა, თუმცა პრეპარატზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პირობა არ მისცა, ხოლო შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არც ერთ ქვეყანაში მედიკამენტი “ვოზორიტიდის” სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება არ ხდება.
კვირების და თვეების განმავლობაში, ხანგრძლივი სამოქალაქო პროტესტის, პერმანენტული აქციების, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და პირველ რიგში დედების შეუპოვარი ბრძოლის შედეგად, სახელმწიფომ შეასრულა საკუთარი მოქალაქეების მიმართ პოზიტიური ვალდებულება იზრუნოს მათ ჯანმრთელობის უფლებაზე სათანადოდ – შექმნა მკურნალობის პროტოკოლი და შეისყიდა პრეპარატი.
Don't Miss
მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში შპს “პოლიგრაფი”-ს დირექტორმა გოჩა კამკამიძემ დისკრიმინაციული მოტივით უარი თქვა ჟურნალ „ქვიარი“-ს ბეჭდვაზე. მან განაცხადა რომ
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის (FNF) მხარდაჭერით გამოიცა ქვიარის პირველი ბეჭდური ჟურნალი, რომლის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: QUEER Magazine
2023 წლის 23 მარტს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის. 2023 წლის 31 ოქტომბრისთვის ცნობილი გახდა,
ლატვიის პარლამენტმა 9 ნოემბერს ხმა მისცა კანონს, რომელიც აღიარებს ერთი და იგივე სქესის მქონე პარტნიორების სამოქალაქო კავშირს. თუმცა აღნიშნული