ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი

კატარში ბრაზილიის შტატის დროშა LGBT დროშაში აერიათ და ჟურნალისტს წაართვეს

ბრაზილიელ ჟურნალისტს, რომელიც კატარში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს აშუქებდა, ბრაზილიის შტატის დროშა წაართვეს. ვიქტორ პერეირას განცხადებით, ეს მატჩის შემდეგ, სტადიონის დატოვებისას მოხდა. მისი თქმით, ადგილობრივებს შტატის დროშა ლგბტქი დროშაში აერიათ. ვიქტორ პერეირა

გერმანიის ნაკრებმა FIFA-ს მიერ LGBT სამკლავურის აკრძალვა გააპროტესტა

გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონიის ნაკრებთან თამაშის წინ FIFA-ს ანტი-ლგბტქი გადაწყვეტილებების გასაპროტესტებლად პირი ხელით დაიფარეს. მათ მოთელვის ვარჯიშებისას მაისურებზე ლგბტქი დროშა ჰქონდათ დატანილი.  FIFA-მ ქვიარ ადამიანებისთვის საშიშ კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატისას გერმანიის ნაკრებს ლგბტქი მხარდამჭერი სამკლავურის ტარებაზე

LGBT დროშით, ირანელი ქალებისა და უკრაინის მხარდამჭერი მაისურით საფეხბურთო მატჩზე კაცი შეიჭრა

კატარში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, პორტუგალია-ურუგვაის მატჩის მსვლელობისას მოედანზე ლგბტ დროშით კაცი შეიჭრა. მას სუპერმენის ლოგოიანი მაისურის წინა მხარეს უკრაინის მხარდამჭერი ფრაზა “Save Ukraine”

LGBT დროშით, ირანელი ქალებისა და უკრაინის მხარდამჭერი მაისურით საფეხბურთო მატჩზე კაცი შეიჭრა

კატარში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, პორტუგალია-ურუგვაის მატჩის მსვლელობისას მოედანზე ლგბტ დროშით კაცი შეიჭრა. მას სუპერმენის ლოგოიანი მაისურის წინა მხარეს უკრაინის მხარდამჭერი ფრაზა “Save Ukraine” ეწერა, ხოლო  მაისურის უკანა მხარეს არსებული წარწერით “Respect for Iranian women” ირანელ ქალებს უცხადებდა მხარდაჭერას.

ინციდენტი ლუსეილის სტადიონზე მატჩის მეორე ტაიმის დროს მოხდა.

 

Skysports

20 ნოემბერს კატარში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022 დაიწყო. ეს არის პირველი მუნდიალი, რომელიც არაბულ სამყაროში ტარდება. კატარი არაერთხელ გაკრიტიკდა ადამიანთა უფლებების დარღვევის, მათ შორის ერთი და იმავე სქესის ადამიანების ურთიერთობების აკრძალვის გამო. კატარში ჰომოსექსუალობა არალეგალურია, ლგბტქი ადამიანები ქვეყანაში ისჯებიან ჯარიმებით, შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო ზოგჯერ — ჩაქოლვითაც კი.

აღსანიშნავია, რომ FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე 7 ნაკრებს, მათ შორის, გერმანიას, ინგლისს, დანიასა და უელსს ლგბტ სამკლავურის ტარება აუკრძალა და გააფრთხილა, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, სანქციები არ ასცდებოდათ. ამას მოჰყვა გერმანიის ნაკრების პროტესტი. 

ასევე წაიკითხეთ:

კატარში ბრაზილიის შტატის დროშა LGBT დროშაში აერიათ და ჟურნალისტს წაართვეს

ბრაზილიელ ჟურნალისტს, რომელიც კატარში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს აშუქებდა, ბრაზილიის შტატის დროშა წაართვეს. ვიქტორ პერეირას განცხადებით, ეს მატჩის შემდეგ, სტადიონის დატოვებისას მოხდა. მისი თქმით, ადგილობრივებს შტატის დროშა ლგბტქი დროშაში აერიათ.

ვიქტორ პერეირა იხსენებს, რომ მას თეთრკაბიანი კაცი მიუახლოვდა, პერნამბუკუს დროშა გამოჰგლიჯა, ძირს დააგდო და ფეხით შედგა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ტელეფონი ამოიღო და ვიდეოს გადაღება სცადა, ადგილობრივმა ტელეფონიც წაართვა და უთხრა, რომ ტელეფონს მხოლოდ ვიდეოს წაშლის შემთხვევაში დაუბრუნებდა.

“შემდეგ ოფიცერი მოვიდა და ჩარევა სცადა. მან ბიჭს ტელეფონი გამოართვა და ვიდეოს წაშლა მიბრძანა”, — ამბობს პერეირა.

პერეირა პოლიციელის ბრძანებას დაემორჩილა. მისი თქმით,  საჭირო იყო, დარწმუნებულიყო, რომ ტელეფონს დაიბრუნებდა და მუშაობის გაგრძელებას შეძლებდა.

ინციდენტის შესახებ ცნობილი სამშაბათს, 22 ნოემბერს გახდა, მას შემდეგ, რაც პერეირამ მომხდარის შესახებ ვიდეო ტვიტერზე განათავსა. ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, პერეირას მხარდაჭერა პერნამბუკუს გუბერნატორმა, პაულო კამარამ გამოუცხადა.

აღსანიშნავია, რომ კატარში ლგბტქი ურთიერთობები კრიმინალიზებულია  და 7  წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ისლამური შარიათის კანონით კი, ჰომოსექსუალ ადამიანებს, რიგ შემთხვევაში, სიკვდილით სჯიან. 

გერმანიის ნაკრებმა FIFA-ს მიერ LGBT სამკლავურის აკრძალვა გააპროტესტა

გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონიის ნაკრებთან თამაშის წინ FIFA-ს ანტი-ლგბტქი გადაწყვეტილებების გასაპროტესტებლად პირი ხელით დაიფარეს. მათ მოთელვის ვარჯიშებისას მაისურებზე ლგბტქი დროშა ჰქონდათ დატანილი. 

FIFA-მ ქვიარ ადამიანებისთვის საშიშ კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატისას გერმანიის ნაკრებს ლგბტქი მხარდამჭერი სამკლავურის ტარებაზე უარი უთხრა. საპასუხოდ, გერმანიის საფეხბურთო ასოციაციამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ აკრძალვა მათთვის ხმის წართმევაა და პოზიციას არ დათმობენ. 

გერმანიის ნაკრების პროტესტს მხარი დაუჭირა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა, რომელსაც თამაშის მიმდინარეობისას ლგბტქი სამკლავური ეკეთა და FIFA-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს გვერდით იჯდა. 

Friedemann Vogel / EPA

“ჩვენ გვსურდა, რომ ნაკრების კაპიტანს სამკლავური ეტარებინა, რომელიც გერმანიის ნაკრების ღირებულებებს გამოხატავდა — მრავალფეროვნებისა და ურთიერთპატივისცემის მხარდაჭერას. ჩვენ, სხვა გუნდებთან ერთად გვსურდა, რომ ხმა გაგვეჟღერებინა. ეს პოლიტიკური განაცხადი არ არის — ადამიანის უფლებები გარიგების საგანი არაა. ის ნებისმიერ შემთხვევაში დაცული უნდა იყოს, მაგრამ ეს ასე არაა. ამიტომ, ეს გზავნილი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია’, — აღნიშნულია გერმანიის საფეხბურთო ასოციაციის განცხადებაში. 

Ricardo Mazalán / AP

გერმანიის სასტარტო თერთმეტეულის 6 ფეხბურთელს, მათ შორის, ილკაი გუნდოღანსა და მანუელ ნოიერს ბუცებზე ცისარტყელას ფერები ჰქონდათ გამოსახული. 

FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე 7 ნაკრებს, მათ შორის, გერმანიას, ინგლისს, დანიასა და უელსს სამკლავურის ტარება აუკრძალა და გააფრთხილა, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, სანქციები არ ასცდებოდათ. 

მსოფლიო ჩემპიონატის ნაკრებებმა სანქციების შიშით დაარღვიეს ლგბტქი უფლებების მხარდამჭერი სამკლავურის ტარების პირობა. თუმცა, დანიის ფეხბურთის ფედერაციის დირექტორის, ჯაკობ იენსენის თქმით, ნაკრებები ცდილობენ მონახონ შესაძლებლობები, რათა FIFA-ს აკრძალვისთვის გვერდის ავლა შეძლონ.

ასევე წაიკითხეთ: