ტრანსგენდერი ქალები

ინდოელი ექიმის თქმით, საშვილოსნოს ტრანსპლანტაციით ტრანსგენდერ ქალს შვილის გაჩენის შესაძლებლობას მისცემს

ინდოელი ექიმის თქმით, იმედისმომცემი მოლოდინი აქვს, რომ საშვილოსნოს ტრანსპლანტაციის საშუალებით ტრანსგენდერ ქალებს ბავშვის გაჩენის შესაძლებლობას მისცემს.  „მსოფლიოს მასშტაბით, საშვილოსნოს ტრანსპლანტაციის 70-ზე მეტი პროცედურაა ჩატარებული და სულ მცირე, 23 ბავშვი ამ გზით დაიბადა.

ინდოელი ექიმის თქმით, საშვილოსნოს ტრანსპლანტაციით ტრანსგენდერ ქალს შვილის გაჩენის შესაძლებლობას მისცემს

ინდოელი ექიმის თქმით, იმედისმომცემი მოლოდინი აქვს, რომ საშვილოსნოს ტრანსპლანტაციის საშუალებით ტრანსგენდერ ქალებს ბავშვის გაჩენის შესაძლებლობას მისცემს. 

„მსოფლიოს მასშტაბით, საშვილოსნოს ტრანსპლანტაციის 70-ზე მეტი პროცედურაა ჩატარებული და სულ მცირე, 23 ბავშვი ამ გზით დაიბადა. ეს მიანიშნებს, რომ ამის საშუალებით ბავშვის გაჩენა შესაძლებელია და შვილად აყვანისა და სუროგაციის გარდა, კიდევ ერთი მეთოდი არსებობს, თუმცა პროცედურას მნიშვნელოვანი რისკები ახლავს თან, მათ შორის, მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევები და მედიკამენტები, რომლებიც იმუნურ სისტემას განგებ ასუსტებს, რათა ორგანიზმმა საშვილოსნო არ უარყოს. ტრანსპლანტაციის წარუმატებლობის რისკი ამ დროისთვის 30%-ს აღწევს“, — აღნიშნულია 2021 წლის ანგარიშში.

პირველი წარმატებული ტრანსპლანტაციის პროცედურა 2014 წელს შვედეთში შედგა, მომდევნო კი 2 წლის შემდეგ, აშშ-ში. 

ახლა კი ექიმი ნარენდრა კაუშიკი საშვილოსნოს ტრანსპლანტაციას ტრანსგენდერი ქალის ორგანიზმში გეგმავს.

„ეს მომავალია. ზუსტად არ ვიცით, როდის, მაგრამ ეს ძალიან მალე მოხდება. გეგმები და პოზიტიური მოლოდინი დიდი ხანია გვაქვს“, — აღნიშნა ექიმმა The Mirror-თან საუბრისას.

ისაბელა თალუნდმა, დანიელმა ტრანსგენდერმა ქალმა, ინდოეთში გამგზავრება გადაწყვიტა, რათა ექიმ კაუშიკის დახმარებით, პროცედურა ჩაიტაროს. მისი თქმით, „ეს ახდენილი ოცნება იქნება“.

აღსანიშნავია, რომ საშვილოსნოს ტრანსპლანტაცია ჯერ კიდევ ექსპერიმენტული, სარისკო პროცედურაა, რომელიც იშვიათად კეთდება და ძალიან ძვირი ჯდება.

წყარო: Gay Times