ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლის ისტორიაში ტრანსგენდერი ადამიანების როლის გამორჩეულია. პროტესტებისა და აქტივიზმის, ცვლილებების სათავეში ხშირად სწორედ ტრანგენდერი უფლებადამცველები იყვნენ, მათმა ნაწილმა კი პოლიტიკური საქმიანობით სცადა თანასწორობისთვის ბრძოლა. ამ სტატიაში 9 ტრანსგენდერი პოლიტიკოსის შესახებ
ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლის ისტორიაში ტრანსგენდერი ადამიანების როლის გამორჩეულია. პროტესტებისა და აქტივიზმის, ცვლილებების სათავეში ხშირად სწორედ ტრანგენდერი უფლებადამცველები იყვნენ, მათმა ნაწილმა კი პოლიტიკური საქმიანობით სცადა თანასწორობისთვის ბრძოლა.
ამ სტატიაში 9 ტრანსგენდერი პოლიტიკოსის შესახებ გაიგებთ, რომელთაც საკუთარი კარიერით ისტორიული ცვლილებები გამოიწვიეს და დღემდე აქტიურად იბრძვიან ლგბტქი უფლებების დასაცავად.
ჯოელ დე სუზა
ჯოელ დე სუზა, ტრანგენდერი და ქვიარ ადამიანების უფლებებისთვის, ასევე ცხოველთა უფლებებისთვის მებრძოლი აქტივისტია ტრინიდადი და ტობაგოდან, რომელიც პირველი ტრანსგენდერი ქალი იყო, რომელმაც ხელისუფლებას დამამცირებელი მოპყრობისთვის უჩივლა. 2022 წლის თებერვალში დე სუზა გახდა ქვეყნის ისტორიაში პირველი ღიად ტრანსგენდერი სენატორი.
პეტრა დე სატერი

პეტრა დე სატერი გინეკოლოგი და ლგბტქ+ აქტივისიტია, რომელიც გასული წლიდან ფლამანდიის მწვანე პარტიის წარმომადგენელია ევროპარლამენტში, ასევე, არის პროფესორი გენტის უნივერსიტეტში და კითხულობს ლექციებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით. 57 წლის პოლიტიკოსი პირველი ტრანსგენდერი ვიცე-პრემიერი და ბელგიის პარლამენტის პირველი ტრანსგენდერი წევრია.
ანა გროძკა

პოლონელი პოლიტიკოსი ანა გრძოკა 2011 წელს პოლონეთის ისტორიაში პირველი და მსოფლიოში მესამე ტრანსგენდერი პარლამენტარი გახდა. გროძკამ 2008 წელს ორგანიზაცია ტრანსფუზია დაარსა, რომელიც პოლონეთის მოქალაქე ტრანსგენდერი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნავს. ორგანიზაცია ტრანსგენდერ ადამიანებსა და მათ ახლობლებს ტრანზიციის პროცესში ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას უწევს, ასევე სამართლებრივ რჩევებს აძლევს და გენდერის სამართლებრივი შეცვლის პროცესში დახმარებას სთავაზობს.
ჯორჯინა ბეიერი

ყოფილი დრეგ შემსრულებელი და სექსმუშაკი, ლგბტქი ადამიანთა უფლებებისთვის მებრძოლი ჯორჯინა ბეიერი მსოფლიოში პირველი ღიად ტრანსგენდერი პარლამენტარია. ის საჯარო გამოსვლებში საუბრობდა ტრანზიციის პროცესზე, ტრანსგენდერი ადამიანების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მისივე დამსახურებით, ახალ ზელანდიაში სექსსამუშაო ლეგალური გახდა.
ვლადიმირ ლუქსურია

იტალიელი მსახიობი, აქტივისტი და პოლიტიკოსი, ვლადიმირ ლუქსურია, რომელმაც 1994 წელს იტალიის პირველი ღირსების მარშის ორგანიზება შეძლო, 2006 წელს მსოფლიოში მეორე ტრანსგენდერი პარლამენტარი გახდა. ლუქსურია, რომელიც მუდამ აქტიურად საუბრობდა ტრანსგენდერი, გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი და ქვიარ ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე, იტალიაში პოლიტიკური ცვლილებების მომტანი გახდა.
ლინა აქსელსონ კილბლომი

შვედეთის ხელისუფლების პირველი წარმომადგენელი, შვედეთის სკოლების მინისტრი, ლინა აქსელსონ კილბლომი ადვოკატი, განათლების ექსპერტი და აქტივისტია. 2015 წელს გამოცემულ ავტობიოგრაფიულ წიგნში ღიად ისაუბრა მოზარდობაზე, რომელიც გამოწვევებით იყო სავსე და ტრანზიციაზე, რომელიც საკუთარი თავის პოვნაში დაეხმარა.
ტესა განსერერი და ნიკ სლავიკი

ტესა განსერერმა და ნიკ სლავიკმა 2021 წელს გერმანიის ისტორიაში პირველად შეძლეს, რომ ბუნდესტაგის პირველი ტრანსგენდერი წევრები გამხდარიყვნენ. მწვანეთა პარტიის წევრები ანტიდისკრიმინაციულ კანონს უჭერენ მხარს, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის წევრთა ნახევარი ქალი უნდა იყოს, ასევე აქტიურად მუშაობენ, რათა სქესის სამართლებრივი შეცვლის პროცესი თვითიდენტიფიკაციაზე გახდეს დამოკიდებული და შეიქმნას რასიზმთან, სექსიზმთან, ტრანსფობიასა და ჰომოფობიასთან ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმა.
ტორი კუპერი

კუპერი აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლია აივ-ინფექციის მართვის მიმართულებით. ტრანსგენდერი ადვოკატი და აივ-ინფექციის მართვის მიმართულებით ხანგრძლივი გამოცდილების მქონე აქტივისტი პირველი შავკანიანი ტრანსგენდერი ადამიანია, რომელიც პრეზიდენტის მრჩეველთა გუნდშია.
Don't Miss
ერევანში მიმდინარე დემოკრატიის ფორუმის მონაწილეებისთვის სომხეთში ევროკავშირის ელჩმა ანდრეა ვიქტორინმა განმარტა, თუ რა მნიშვნელობა აქვს დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას. მისი
ბოლო პერიოდის ყველაზე ხანგრძლივი პროტესტი ,,არა ნამახვანჰესს!” 2020 წლის 25 ოქტომბერს დაიწყო. სწორედ ამ დღეს გაიშალა პირველი საპროტესტო კარავი ჰესების
საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის მიერ გამოგზავნილი კითხვარის პირველი ნაწილი გაასაჯაროვა, რომლის დიდი ნაწილი ადამიანის უფლებებს, თანასწორობისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შესახებ
მოლდოვური პროევროპული მმართველი პარტიის ლიდერმა, დენ პერსიუნმა თქვა, რომ კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს, რათა ლგბტქი ადამიანებმა თავიდან აიცილონ ბულინგი და დამცირება.