მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს და არაპროპორციული ძალის გამოყენების, საქმიანობაში ხელის შეშლის, ჟურნალისტთა მიერ ჩადენილი ძალადობისა და სხვა შემთხვევების სწრაფი, სრულყოფილი და
მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს და არაპროპორციული ძალის გამოყენების, საქმიანობაში ხელის შეშლის, ჟურნალისტთა მიერ ჩადენილი ძალადობისა და სხვა შემთხვევების სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, სამსახურმა გამოძიების მიმდინარეობისა და გამოკვეთილი შედეგების შესახებ საზოგადოებას განახლებული მონაცემები პერიოდულად უნდა მიაწოდოს.
„მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მხარდაჭერილი რუსული კანონის გარშემო არსებული ლეგიტიმური პროტესტის განმავლობაში, მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულებასა და კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის პროცესში მიზანმიმართულად ეშლებოდათ ხელი. აქციების დაშლის პროცესში სამართალდამცავები ხშირად ძალადობდნენ, იყენებდნენ არაპროპორციულ ძალას და მიზანმიმართულად უშლიდნენ ხელს ჟურნალისტებსა და ოპერატორებს გაეშუქებინათ რუსთაველის გამზირზე განვითარებული პროცესები“, — აღნიშნულია განცხადებაში და ჩამოთვლილია 2-9 მარტს, საქართველოს პარლამენტის შენობაში და შენობის მიმდებარედ მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის ფაქტები:
- ფიზიკური ძალის გამოყენებით პარლამენტის ეზოდან გამოაძევეს On.ge-ის რედაქტორი, თამარ გეგიძე, ფორმულას ფოტოჟურნალისტი, ვახტანგ ქარელი და ონლაინ გამოცემა ნეტგაზეთის ჟურნალისტი, მიხეილ გვაძაბია;
- დააკავეს პუბლიკას დირექტორი, ზურაბ ვარდიაშვილი, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს;
- დააკავეს ტაბულას ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი, რომელიც ასევე მოგვიანებით გაათავისუფლეს;
- დაშავდა ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ნიკო კოკაია;
- დაშავდნენ TOK TV-ის ოპერატორი, ხვიჩა გაბუნია და ჟურნალისტი, ნუგზარ სუარიძე;
- 7 მარტს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალა ფორმულას ჟურნალისტს, მარი წაქაძეს;
- 8 მარტს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ნეტგაზეთის ჟურნალისტს, მიხეილ გვაძაბიას სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც ჟურნალისტი ამბობს, მას წიხლი ჩაარტყეს. სპეცრაზმელი ნეტგაზეთის ჟურნალისტს იმ დროს გაუსწორდა, როცა ის ვიდეოს იღებდა;
- 8 მარტს, აქციის გაშუქებისას დაშავდა ტელეკომპანია მთავარი არხის ჟურნალისტი, ირაკლი ბახტაძე. დაზიანებები მან თვალის არეში მიიღო, რაც წიწაკის სპრეიმ გამოიწვია;
- 8 და 9 მარტს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტ თეა თეთრაშვილს;
- 9 მარტს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალა ფორმულას ჟურნალისტს, სალომე ჩადუნელს;
- 9 მარტს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალა ფორმულას ჟურნალისტს, გიორგი კვიჟინაძეს;
- 9 მარტს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალა ფორმულას ჟურნალისტს, ნიკა საჯაიას;
- ონლაინ გამოცემა პუბლიკას ცნობით, მის ორ ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ბასტი მგალობლიშვილს სპეცრაზმმა ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების საშუალება არ მისცა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დანაშაულებთან დაკავშირებით ჟურნალისტთა უმრავლესობა უკვე გამოიკითხა და სპეციალური საგამოძიებო სამსახური დეტალების დაზუსტებას განაგრძობს.
7-9 მარტის მასობრივი აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა რუსული კანონი შეიმუშავეს, რომელიც იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების „უცხოური გავლენის აგენტებად“ რეგისტრაციას გულისხმობდა, რომელთა დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის. პარლამენტმა რუსულ კანონს მხარი პირველი მოსმენით, 7 მარტს დაუჭირა. განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, მაგრამ მოულოდნელად 7 მარტი გადაწყდა. მას შემდეგ, რაც ანტიდასავლურმა ძალამ რუსული კანონპროექტის ორი ვერსია დააინიციირა, აქციები იმართებოდა, თუმცა 7 მარტს გასაპროტესტებლად პარლამენტთან ბევრად მეტი ადამიანი მივიდა, უფრო მეტი კი 8 მარტს. ორივე დღეს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად ძალადობრივ მეთოდებს მიმართა, კერძოდ, გამოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი, გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმი წყლის ჭავლში წიწაკის სპრეის ურევს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ათობით ადამიანი, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაშავებულებს შორის არიან გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერები, ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი. მოსიაშვილს ტვინის შერყევა დაუდასტურდა. ისინი ამბობენ, რომ სპეცრაზმელებმა სცემეს.
მასობრივი აქციების შედეგად, მმართველ ძალას რუსული კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩაგდება და ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა, 133-ვე პირის გათავისუფლება მოუწია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გათავისუფლებული პირების მიერ გამოძიება არ შეწყვეტილა.
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს