საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები სტუდენტებს, სხვადასხვა სფეროში 200-ზე მეტ მოთხოვნად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღებენ. მათ შორის, ინტეგრირებულ პროგრამებზე, რომლებიც საბაზო განათლების მქონე სტუდენტებს, პროფესიის დაუფლებასთან ერთად, სთავაზობს სრული ზოგადი განათლების
საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები სტუდენტებს, სხვადასხვა სფეროში 200-ზე მეტ მოთხოვნად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღებენ. მათ შორის, ინტეგრირებულ პროგრამებზე, რომლებიც საბაზო განათლების მქონე სტუდენტებს, პროფესიის დაუფლებასთან ერთად, სთავაზობს სრული ზოგადი განათლების მიღებასაც. აღნიშნული პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულები სკოლის ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომებს მიიღებენ.
„თანამედროვე მსოფლიოში, ეკონომიკის განვითარება სწორედ პროფესიულ განათლებაზე დგას, შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების 80% ამ სეგმენტს უჭირავს“, — აცხადებს პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი, თამარ ქიტიაშვილი.
პროფესიული უნარების სააგენტო კერძო სექტორთან ერთად დაფუძნდა და კერძო სექტორის მიერ სახელმწიფოსთან ერთად იმართება.
სააგენტოს ინფორმაციით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები სტუდენტებს სთავაზობენ:
- სწავლის სახელმწიფო დაფინანსებას;
- სწავლის პერიოდში ანაზღაურებად სამუშაოს;
- სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს;
- მინიმუმ 2-წლიან სამუშაო გამოცდილებას;
- დასაქმების ან საკუთარი ბიზნესის წამოწყების რეალურ შანსს;
- სწავლის დასრულებამდე სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას.
პროფესიული განათლება ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის, მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, მთელი საქართველოს მასშტაბით.
რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ ვებგვერდზე, ასევე, საქართველოს მასშტაბით არსებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალის ნახვა შეგიძლიათ აქ.
რეგისტრაცია 2 მაისს დაიწყო და 22 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
სახელმწიფო პროფესიული კურსები უფასოა და საქართველოს სხვდასხვა რეგიონში განთავსებულ პროფესიული სწავლების სკოლებში ჩატარდება.
Don't Miss
სექსუალური და გენდერული იდენტობების სპექტრის უკეთ გასააზრებლად აუცილებელია იმ ტერმინების ცოდნა, რომლებითაც ადამიანები საკუთარ მიზიდულობას აღწერენ. ბისექსუალობა გულისხმობს რომანტიკულ, ემოციურ
პაემნებზე სიარული ჰეტერონორმატიული პატრიარქატის პირობებში განსაკუთრებით სარისკო ქვიარ ადამიანებისთვისაა — მათ ორმაგად უწევთ რისკების გააზრება და უსაფრთხოების ზომების დაცვა. ეს
23 წლის კრისტინა მუმლაძეს პმს-ის გამო ბევრჯერ შეუცვლია გეგმები, უარი უთქვამს აქტივობებზე. ვენეციაში, საოცნებო მოგზაურობის დროს გაუჩერებლად უტირია და სახლში
საკუთარი სექსუალობის ეჭვქვეშ დაყენება და სექსუალური თვითგამორკვევა, ხშირ შემთხვევაში, თინეიჯერობის წლებში ხდება, როდესაც ადამიანის იდენტობა ფორმირდება, თუმცა სექსუალურ ორიენტაციაზე დაფიქრება