ლგბტქი თემს უკრაინაში სჯერა, რომ სხვებთან შედარებით მას უფრო მეტი მიზეზი აქვს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ოკუპაციას იმის შემდეგ, რაც პუტინის ჯარები ქვეყანაში შეიჭრნენ.
აშშ-ის საზღვაო ძალების ყოფილი სამხედრო, ედი ეტუ სატელეფონო ინტერვიუსას იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც კალიფორნიის სიმშვიდე მიატოვა და უკრაინულ ჯარში მოხალისედ ჩაეწერა.
ედი საბრძოლო დაპირისპირების ეპიცენტრთან ყოფნა მოუწია და ბაზაზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, თუმცა ერთი რამ, რაც მისი დარდის მიზეზი არაა, სექსუალური ორიენტაციაა. ეტუ გეი სამხედროა, რომელიც ცალრქის (უკრაინელი ლგბტქი სამხედროების ემბლემა) ემბლემას ამაყად ატარებს.
“ამ ცალრქის ემბლემის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში უპრობლემოდ ტარება შესანიშნავი შეგრძნებაა. თავს შემდგარად გრძნობ, როცა მსგავს სიტუაციაში, სადაც ხალხი არსებობისთვის იბრძვის, დახმარებას გადაწყვეტ და ხალხი კეთილგანწყობით გეგებება”, — აღნიშნავს ეტუ.
ლგბტქი მებრძოლები უკრაინულ ჯარში რუსეთის თავდასხმის დაწყების დღიდან ხილვადები იყვნენ, ბევრი სამოქალაქო პირი არმიაში ჩაეწერა და ცალრქის ლოგოს საკუთარი იდენტობის ღიად დაფიქსირების მიზნით ტარება გადაწყვიტა.
აქტივისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ თავდაცვის ძალებში გაწევრიანება ქვიარ უფლებებთან დაკავშირებით ხალხის მხარდაჭერის ზრდის წინაპირობად იქცა.
ეტუ აქამდე ერაყშიც მსახურობდა, ქამინგაუთი კი საზღვაო ძალებში ყოფნის დროს გადაწყვიტა. იხსენებს, რომ იმ დროს “საოცრად შეშინებული” იყო, ახლანდელი მდგომარეობა კი ბევრად უკეთესია — “უკრაინელები მიმღებლები არიან ან ამბივალენტური გრძნობები აქვთ, მაგრამ მხარს მაინც გიჭერენ და ეს ასეც უნდა იყოს”.
რუსეთის სამხედრო თავდასხმა უკრაინელი ლგბტქი ადამიანებისთვის განსაკუთრებით შოკისმომგვრელი იყო, რადგან პუტინის რუსეთში ქვიარ ადამიანები ჩაგვრის სამიზნე არიან და არსებობდა მოლოდინი, რომ რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანაში თუნდაც დროებითი კონტროლის დამყარებისას ლგბტქი ადამიანები პირველ სამიზნედ იქცეოდნენ.
ომამდე უკრაინის კონსერვატიული დაჯგუფებები, რომელთაც ხშირად მართლმადიდებელი ეკლესია უმაგრებდა ზურგს, ასევე ულტრამემარჯვენე ჯგუფები, ლგბტქი ადამიანებს თავს ესხმოდნენ და თანასწორუფლებიანობას საფრთხეს უქმნიდნენ. ომის საწყის დღეებში კიევ პრაიდის აქტივისტები ულტრამემარჯვენე ჯგუფების მზარდი თავდასხმების შესახებაც აქტიურად საუბრობდნენ, თუმცა ბოლო დროს მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოსწორდა.
დალას კეისი კიდევ ერთი ამერიკელი გეი სამხედროა, რომელიც უკრაინის ჯარს შეუერთდა და მისი თქმით, სხვადასხვა იდეოლოგიისა და შეხედულების ადამიანის გვერდით უწევს ყოფნა, თუმცა საფრთხე არ შეჰქმნია.
კეისი საერთაშორისო ლეგიონისა და კიდევ ერთი უცხოური სამხედრო დანაყოფის წევრი იყო, რის შემდეგაც უცხოელი მოხალისეების დანაყოფი შექმნა და სახიფათო ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილი სამხედროების გამოყვანის ოპერაციებში მონაწილეობს.
ეტუ და კეისი, მიუხედავად იმისა, რომ არმიაში მათი გაწევრიანების თვითმიზანი ლგბტქი უფლებების განმტკიცება არ ყოფილა, მიიჩნევენ, რომ აღნიშნული სიტუაცია უკრაინელებს ადამიანთა უფლებების დაცვისკენ განაწყობს, მიუხედავად მათი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა.
წყარო: Gay Times
Don't Miss
დღეს, 8 მარტს გამართულ ქალთა მარში, “ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ” გაიმართა, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ იყო მიმართული. აქციაზე სიტყვით გამოვიდა
ქალთა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს, ნინო წილოსანს მიმართავენ. ორგანიზაციები მოუწოდებენ
8 მარტს, საქართველოს 13 ქალაქში გაიმართება მარში — „ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ!“. მარში რუსული კანონის წინააღმდეგ იქნება მიმართული და მიზნად
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 17 მაისს, საპატრიარქოსთან სტენსილის დახატვის გამო ძალის გამოყენებით დაკავებული ქვიარ აქტივისტების საქმეზე დარღვევა დაადგინა.
ლგბტქი თემს უკრაინაში სჯერა, რომ სხვებთან შედარებით მას უფრო მეტი მიზეზი აქვს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ოკუპაციას იმის შემდეგ, რაც პუტინის ჯარები ქვეყანაში შეიჭრნენ. Keep Reading
Don't Miss
მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს და არაპროპორციული ძალის გამოყენების, საქმიანობაში
საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც 7-9 მარტს რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართული აქციების მიმდინარეობა შეაფასა. იოსელიანმა აღნიშნა, რომ
არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც სახელმწიფოს მოუწოდებენ, გაუუქმოს ჯარიმები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულებს და შეწყვიტოს საქმის წარმოება. განცხადების
ზაზა ბიღიაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ათობით დაშავებულთაგან ერთ-ერთია. მისი ცოლი, მაია გოგოლაძე ქვიარს ეუბნება, რომ ბიღიაშვილმა მარჯვენა თვალში