საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საქართველოს ევროკავშირის წვერობაზე განაცხადის გაგზავნის შესახებ საკუთარ ფეისბუკის გვერდზე დაწერა. ლომჯარიას თქმით, „საქართველოსთვის დღეს იხსნება არაორდინალური შესაძლებლობა, ევროკავშირისგან მიიღოს თანხმობა კანდიდატ წევრად მიღებაზე“. ლომჯარიამ აღნიშნა, რომ მისი
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა. ინფორმაციას ამის თაობაზე საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი ნინო ლომჯარიას 13 თებერვალს შეხვდა, რათა მისთვის ეცნობებინა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ის ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა.
“ეს ჯილდო ქ-ნ ლომჯარიას გადაეცემა მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც მან ქართული დემოკრატიის ამ ერთ-ერთი საყრდენი ინსტიტუტიციის სათავეში შეასრულა. გულწრფელად ვულოცავთ მას,” — ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.
ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დაჯილდოებას პირად Facebook გვერდზე გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტსა და საფრანგეთის ელჩებს საქართველოში.
“აღნიშნული ჯილდო ჩემთვის და იმ ინსტიტუტისთვის, რომელსაც მე წარმოვადგენდი, ძალიან დიდი დაფასება და აღიარებაა! დიდი მადლობა საფრანგეთის პრეზიდენტს და საფრანგეთის ელჩებს საქართველოში ქართული დემოკრატიის გულმხურვალე მხარდაჭერისთვის! ახლა ძალიან ემოციური წუთებია ჩემთვის! იმედი მაქვს, მალე ვიზეიმებთ საქართველოს და ქართველი ხალხის ჯილდოსაც ევროპისგან,” — წერს ლომჯარია.
ნინო ლომჯარია და მისი გუნდი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც დააჯილდოვა და 2022 წლის ადამიანის უფლებების დამცველების გლობალური ჯილდო გადასცა.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიამი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიასა და მის გუნდს, 2022 წლის ადამიანის უფლებების დამცველების გლობალური ჯილდო გადასცა. აღნიშნული ჯილდო სხვადასხვა ქვეყნის კიდევ 10 წარმომადგენელს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ურზა ზეიამა და სახელმწიფო მდივნის ასისტენტმა, ერინ ბარკლიმ მიანიჭა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ გვერდზე გამოქვენებული განცხადების იმ ნაწილის მიხედვით, რომელიც ყოფილ ომბუდსმენსა და მის გუნდს ეხება, ვკითხულობთ, რომ ნინო ლომჯარიას ხელმძღვანელობით, სახალხო დამცველის ოფისი ფართოდ მიიჩნეოდა ყველაზე დამოუკიდებელ დემოკრატიულ ინსტიტუტად საქართველოში. მისი პოსტზე ყოფნის განმავლობაში, ზოგჯერ ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ, ომბუდსმენი და მისი გუნდი ადვოკატირებას უწევდნენ ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებას ყველასათვის და მათ სრულად შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა. სახალხო დამცველის ოფისის მუშაობა დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის პირების, პატიმრების, ლგბტქი+ ადამიანების და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების უფლებების დასაცავად, პოლიტიკური მიკერძოების გარეშე იყო მიმართული; იყო დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის მცდელობა, რომელიც თანხვედრაშია მისი მოქალაქეების ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან.
“ჩვენთვის პატივია დავაჯილდოოთ ლაურეატთა ჯგუფი — ათი ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებმაც გამოავლინეს ლიდერობა და გამბედაობა, ამავდროულად, ხელს უწყობდნენ და იცავდნენ ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ამჟღავნებდნენ და უპირისპირდებოდნენ სახელმწიფოებისა და კერძო სექტორის მიერ უფლებათა დარღვევებს, იცავდნენ გარემოს, აუმჯობესებდნენ მმართველობას, რომ უზრუნველყოფილიყო ანგარიშვალდებულება — ყველაფერი ეს, რათა დაუსჯელობას წერტილი დასმოდა,”— ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ნინო ლომჯარიამ მადლობა გადაუხადა სახელმწიფო დეპარტამენტის, ასევე, საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს.
“დიდი მადლობა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს და ამერიკის საელჩოს საქართველოში, რომლებმაც მხარი დამიჭირეს აღნიშნულ ჯილდოზე წარმომედგინა ევროპის რეგიონი. დიდი მადლობა, რა თქმა უნდა სახალხო დამცველის აპარატის თითოეულ თანამშრომელს, ჩემ მოადგილეებს და ყველას, ვისთან ერთადაც ბოლო 5 წელი ვიბრძოდით ადამიანის უფლებების დასაცავად!”, — დაწერა ყოფილმა სახალხო დამცველმა Facebook-ზე.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიამი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების
საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, 5 ივლისს ხელისუფლებამ არამხოლოდ ვერ აღკვეთა ძალადობა, არამედ, მაღალი თანამდებობის პირების წინმსწრებმა განცხადებებმა ეს ძალადობა წააქეზა. მან თქვა, ეს დღე ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და სამწუხარო დღე იყო. ომბუდსმენმა ამის შესახებ პარლამენტში, სახალხო დამცველის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
“5 ივლისს ხელისუფლებამ არა მხოლოდ ვერ აღკვეთა ჟურნალისტების, ლგბტ+ თემის, მათი მხარდამჭერი აქტივისტების და ზოგადად, მოქალაქეების მიმართ ძალადობა, რამაც მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშე დააყენა, არამედ მეტიც, მაღალი თანამდებობების პირთა წინმსწრებმა დისკრიმინაციულმა განცხადებებმა აღნიშნული ძალადობა წააქეზა”, — განაცხადა მან.
ომბუდსმენმა გამოსვლაში 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების საჯარო განცხადებები წაიკითხა. მისი თქმით, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები ტელეეთერის მეშვეობით აფრთხილებდნენ აქციის მონაწილეებს, რომ უნდა ყოფილიყვნენ მზად ციხეში წასასვლელად, რადგან აპირებდნენ ძალადობას: “ძალადობას არათუ ვემიჯნები, ვემხრობი და თქვენც მოგიწოდებთ, გავიდეთ და ვიძალადოთ. ძალადობას ვინც ემიჯნება, ის არის არაადამიანი. ვინც გამიჯვნას აპირებს, ეს ხალხი ჩვენთან არ არის. 2013 კი არა, ამათ უნდა მოვუწყოთ 2013 კვადრატში”.
ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ისინი მიანიშნებდნენ ჟურნალისტებზე ძალადობაზეც და ამბობდნენ: “ხომ არ არის დასაშვები ასეთი ჟურნალისტების წიხლქვეშ გაგდება? ხომ არ არის ამათი სახით ასფალტზე თრევა სწორი?”.
ომბუდსმენის განცხადებით, საჯაროდაა ხელმისაწვდომი ვიდეო ჩანაწერები, სადაც ეს ადამიანები მითითებებს აძლევდნენ შეკრებილებს, ასევე, ამბობდნენ, რომ “არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ქვეყნისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის”.
სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ აქციაზე მყოფ არც ამ განცხადების ავტორს აქვს ბრალი წარდგენილი ძალადობის წახალისებისთვის. ნინო ლომჯარიამ დეპუტატებს ჰკითხა, არის თუ არა სახეზე სულ მცირე ბრალის წარდგენის, ანუ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი ამ პირების მიმართ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზებისთვის და ასეთი წინასწარგანზრახული საჯარო და არაერთგზის მუქარის შემდეგ, რატომ არ იყვნენ ტერიტორიაზე სათანადო რაოდენობის სამართალდამცველები და რატომ არ აღკვეთეს ძალადობა.
ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ მართალია, რამდენიმე პირის პასუხისმგებლობა დადგა, მაგრამ მონაწილეობისთვის და არა ორგანიზებისთვის.
მისი თქმით, 5 ივლისს ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებდნენ.
ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები ღიად და დეკლარირებულად ატარებენ რუსეთის ძალადობრივ და ადამიანის უფლებების უგულებელმყოფელ ანტიდემოკრატიულ პოლიტიკურ იდეოლოგიას, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას ეხება. აღსანიშნავია, რომ პარლამენტში ეს ლომჯარიას, როგორც ომბუდსმენის მეხუთე, ბოლო გამოსვლა იყო.
მისი თქმით, პარლამენტი მხოლოდ ახლა განიხილავს 2021 წლის ადამიანის უფლებების მდგომარეობის ანგარიშს, რაც სამწუხაროა.
“იმ საკითხების სიმწვავიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, რაზეც ამ ანგარიშშია საუბარი, სასურველი იქნებოდა, რომ ანგარიში გაცილებით ადრე განხილულიყო”, — აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
მას ვადა 2022 წლის დეკემბერში ეწურება. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სახალხო დამცველს პარლამენტი ირჩევს, 6 წლის ვადით. უკვე ცნობილია ომბუდსმენობის მსურველთა ვინაობა. კანდიდატებიდან სამი: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივად წარადგინეს.
საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ კანონის თანახმად, ომბუდსმენი ზედამხედველობას უწევს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას საქართველოს ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში. ასევე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საჯარო დაწესებულებების და თანამდებობის პირების მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში და მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირისთვის სახელმწიფოს მიერ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასა და პატივისცემას; გარდა ამისა, სახალხო დამცველი ავლენს ადამიანის უფლებების დარღვევის, მათ შორის, დისკრიმინაციის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას; ომბუდსმენი ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში, ასევე, ასრულებს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს.
საქართველოს სახალხო დამცველი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით.
Don't Miss
წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც არც
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას
არ გაგიკვირდეთ თუ ამ პუბლიკაციაში ზოგიერთი ტერმინის განმარტება ან ჟღერადობა კარგად ნაცნობისგან განსხვავებული აღმოჩნდება. ადამიანის სექსუალობის, სქესის და გენდერის შესახებ
საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საქართველოს ევროკავშირის წვერობაზე განაცხადის გაგზავნის შესახებ საკუთარ ფეისბუკის გვერდზე დაწერა. ლომჯარიას თქმით, „საქართველოსთვის დღეს იხსნება არაორდინალური შესაძლებლობა, ევროკავშირისგან მიიღოს თანხმობა კანდიდატ წევრად მიღებაზე“.
ლომჯარიამ აღნიშნა, რომ მისი ხედვა, მათ შორის, ბოლო თვეებისა თუ დღეების განმავლობაში, დასავლელი პარტნიორებისგან მოსმენილის ანალიზს და პოლიტიკურ სპექტრს ერთსულოვნებისკენ მოუწოდა.
„ამისთვის [ევროინტეგრაციისთვის] კრიტიკულად აუცილებელია დღეს ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა დასავლეთს უჩვენოს ამ იდეის გარშემო სრული ერთსულოვნება! რას ნიშნავს ეს? განაცხადი ოფიციალურად ხელისუფლებამ გააკეთა, თუმცა, უმნიშვნელოვანესი იქნება, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთ პარტნიორ პარტიებს ევროპის პარლამენტში, ყველას, ვისთანაც ხმა მიეწვდინებათ გაუგზავნონ მესიჯები, რომ ამ იდეის გარშემო ყველა ვართ გაერთიანებულები და რომ ეს არის ის, რაც პოლიტიკურ თუ სამოქალაქო სპექტრის უმრავლესობას სურს ქვეყანაში! აღნიშნული იდეა უნდა ვაქციოთ ქვეყნის გაერთიანების და არა კიდევ უფრო დახლეჩვის ან პოლარიზაციის მიზეზად! უნდა გამოვიჩინოთ პოლიტიკური სიმწიფე და არ ავყვეთ დესტრუქციას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის!“ – დაწერა ლომჯარიამ ფეისბუკზე.
სახალხო დამცველის თქმით, განაცხადის გაგზავნაში გადამწყვეტი როლი ხალხის პროტესტმა შეასრულა.
„ხალხის პროტესტმა შეასრულა გადამწყვეტი როლი ამ განცხადების გაგზავნის საკითხში, ვინაიდან, ყველა ხელისუფლებას უფრო მეტად ეშინია საკუთარი ამომრჩევლის, ვიდრე გარე ძალების! ამიტომ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციებში არ უნდა იქნეს შემოტანილი საკითხები, რაც ხალხის ამ ერთიანობას გახლეჩს!“ – აღნიშნა სახალხო დამცველმა და დაამატა, რომ ევროკავშირის რიგებში სრულფასოვანი და დამსახურებული ადგილი უნდა მოვიპოვოთ – „უნდა გვახსოვდეს, რომ ევროკავშირი არ გვექაჩება ჩვენ, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ სრულფასოვანი და დამსახურებული ადგილი მათ რიგებში. ახლა გამოჩნდებიან სკეპტიკოსებიც მათ რიგებშიც, გაგვიხსენებენ ჩავარდნილ რეფორმებს, დემოკრატიის უკუსვლას, ყველა შეურაცხმყოფელ განცხადებას, რაც მათი მისამართით ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუკეთებიათ, თუმცა ჩვენ მათ უნდა შევახსენოთ, რომ რუსეთთან კონფლიქტების შედეგად ჩვენი გმირი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლი 30 წლის განმავლობაში სწორედ საქართველოს დემოკრატიულ და ცივილიზებული სამყაროს წევრობის მისწრაფების გამო იღვრებოდა და, რომ, შიდა რეფორმებს საქართველოს მოსახლეობა მალე მიხედავს!“.
პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნის შესახებ დოკუმენტს ხელი დღეს მოაწერა.
„დღეს ისტორიული დღეა საქართველოსვის, ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს. ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი ოფიციალური ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე… ჩვენი ქვეყანა ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ყოველთვის მიეკუთვნებოდა ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის სივრცეს და დღესაც თავისი ღირებული წვლილი შეაქვს მის დაცვასა და განვითარებაში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიამი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს