რუსული კანონპროექტის თანაავტორი და ანტიდასავლური მოძრაობის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ქართული ოცნების სახელით მოხვდა, აცხადებს, რომ ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე “ამჩატდა” და კანონპროექტთან დაკავშირებით შეფასებებიც გააკეთა. “როგორ შეიძლება ახლა დავიჯერო, რომ
რუსული კანონპროექტის თანაავტორი და ანტიდასავლური მოძრაობის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ქართული ოცნების სახელით მოხვდა, აცხადებს, რომ ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე “ამჩატდა” და კანონპროექტთან დაკავშირებით შეფასებებიც გააკეთა.
“როგორ შეიძლება ახლა დავიჯერო, რომ კანონის არსი ვერ გაიგოს ან მზექალა შანიძემ, ან არ ვიცი, იმ ჩემთვის ძვირფასმა ადამიანებმა, რომ კანონი წაიკითხონ და იმაში აზრი ვერ გამოიტანონ, რომ რა არი მასში რუსული. ანუ რა შეხებაში არი. როცა ამაზე პასუხს ვერ ვიღებ, რა თქმა უნდა, ჩემთვის საეჭვო ხდება, რომ ეს ადამიანები უკვე იმ ამ ფეიკის, ასე ვთქვათ, იმაში, სივრცეში არიან”, — აცხადებს ყაველაშვილი [სტილი დაცულია].
ხოლო კითხვაზე, შოთა არველაძე, გაგრა, დინამო და მზექალა შანიძე “ამჩატდნენ” თუ არა, ყაველაშვილმა უპასუხა, რომ კიდევ ბევრი ამჩატდა.
“არ სჭირდება დაკონკრეტება. კიდევ ბევრი ამჩატდა. კი, კი, ამჩატდა, სამწუხაროდ”, — თქვა ყაველაშვილმა.
ყაველაშვილის განცხადებით, ეს ხალხი “ცრუ ინფორმაციის” გავლენის ქვეშაა.
ამასთანავე, ყაველაშვილმა ქალებზე საუბრისას სექსისტური განცხადებაც გააკეთა და თქვა, რომ როგორც ქალი დეპუტატები იქცევიან, ეს “ველურობაა”.
“სამარცხვინო ქალბატონების ქცევა კომიტეტის სხდომაზე, მთელმა საქართველომ იხილა, თუ რა არის ველურობა და როგორ არ უნდა იქცეოდეს, მით უმეტეს, ქალი. ვის უნდა ასწავლოს ჭკუა და ვის ზრდილობაზე უნდა ისაუბროს ანა ნაცვლიშვილმა, ან ხათუნა სამნიძემ, ან კორძაიამ ან წითლიძემ, რომელიც აბსოლუტურად გაუგებარი წარმომავლობისაა” — განაცხადა ყაველაშვილიმა. ჟურნალისტების თხოვნაზე, განემარტა, რას ნიშნავს “მით უმეტეს ქალი”, მან განაცხადა, რომ “მით უმეტეს, ქალი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ქალები ასე არ იქცევიან, როგორც ისინი იქცევიან. თქვენ როგორც გინდათ ისე მიიღეთ“.
ამავე გამოსვლისას ანტიდასავლური მოძრაობის წევრმა ჟურნალისტებს უსაყვედურა და აღნიშნა, რომ უკმაყოფილოა იმით, როგორც მედია ავრცელებს მის განცხადებებს.
“ახალგაზრდა ჟურნალისტები, რომლებიც ფეიქზე ჩასაფრებულები არიან, თქვენს სინდისზე იყოს, ჩემს ნათქვამს როგორც აჟღერებთ. თქვენ არც აზრი იცით… აზრი უნდა იცოდეთ, ადამიანი რა აზრითაც საუბრობს, ის უნდა გააჟღეროთ… თქვენ ხართ ჩასაფრებული ადამიანები, ერთი ფრაზა რომ წამოცდებათ ადამიანებს, უნდა გაიქცეთ, მიაწოდოთ თქვენს ტელევიზიებს, ის გააშუქოთ და მერე მთელი საზოგადოება უნდა დარაზმოთ ყაველაშვილის ფრაზაზე. ყაველაშვილი იძახის იმას, რაც გულში აქვს” — თქვა ყაველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ქართული ოცნების რუსულ კანონს აპროტესტებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, მსახიობები, ლექტორები, ქალთა უფლებადამცველები, მასწავლებლები, სტუდენტები, მეღვინეები, ფერმერები, სტარტაპერები, მეწარმეები და ა.შ. მათ შორის არიან ენათმეცნიერი მზექალა შანიძე და ფეხბურთელი შოთა არველაძე.
ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.
ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად. შესაბამისად, ანტიდასავლური მოძრაობის მიერ პარლამენტში უკვე რეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს